„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები დაგამოწვევები“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 114
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
9/9/24, 4:59 PM
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
09 სექტემბერი 2024 12:00
2024 წლის 9 სექტემბერი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტების: „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“, „საჯარო სამართლის
იურიდიული
პირის
−
ლევან
სამხარაულის
სახელობის
სასამართლო
ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„დანაშაულის
პრევენციის,
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/407; 05.07.2024)
განხილვა;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი:
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
მოადგილე
ალექსანდრე
დარახველიძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მანანა კრავეიშვილი;
წამყვანი კომიტეტი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
https://parliament.ge/print/announcement/3003?local=true
1/2
საქართველოს პარლამენტი
9/9/24, 4:59 PM
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-8469/24; 31.07.202);
მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
3.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შეერთებისათვის
წარმოდგენილი
„უსინათლო,
მხედველობა დაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი
შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“
მარაკეშის ხელშეკრულების“ (07-2/415; 13.08.2023) განხილვა;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნიკოლოზ ვარნაზიშვილი;
4. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ პროექტის „ჰოსპიტალური
სერვისების
დაფინანსების
რეფორმა
საქართველოში:
შედეგები
და
გამოწვევები“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა;
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე;
5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ (ნინო წულაძე) მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-15503/23; 04.12.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
6. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ (ვილი პაჭკორია)
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
„საექიმო
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (1-3320/24/10; 18.03.2024) განხილვა;
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა;
7. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
https://parliament.ge/print/announcement/3003?local=true
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
სხდომის ოქმი N114
2024 წლის 9 სექტემბერი, 12:00 საათი,
საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა
ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ანტონ ობოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე,
ზაალ მიქელაძე, შალვა შავგულიძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტების: „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პენიტენციურ
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/407; 05.07.2024) განხილვა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-8469/24; 31.07.202).
3. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი „უსინათლო,
მხედველობა დაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი
შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“
მარაკეშის ხელშეკრულების“ (№07-2/415; 13.08.2023) განხილვა.
4. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ პროექტის „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“
ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა;
5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ (ნინო წულაძე)
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-15503/23; 04.12.2023) განხილვა.
6. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ (ვილი
პაჭკორია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-3320/24/10; 18.03.2024) განხილვა.
7. სხვა საორგანიზაციო საკითხები
სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის
წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე
წევრთა მიერ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის
ინფორმაცია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონის პროექტის და თანმდევი პროექტების
შესახებ.
საკანონმდებლო ინიციატივით, განისაზღვრება დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და
ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები. კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვით
დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა
იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა.
აგრეთვე, განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვების უფლებამოსილების მქონე
სუბიექტები. კერძოდ, ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნება ბიუროს,
სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
−
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
(შემდგომ
−
სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს.
ამასთან, პირის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებული იქნება დნმ-ის მონაცემთა
ბაზაში, ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით მოპოვება არ განხორციელდება.
კანონის პროექტით დგინდება დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების ძირითადი წესები.
კერძოდ, გენეტიკური პროფილის შექმნასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მის რეგისტრაციას
უზრუნველყოფს ბიურო და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.
კანონის
პროექტი ასევე
განისაზღვრება
ითვალისწინებს
უფლებამოსილი
ორგანოების
გარდამავალ
მიერ
დებულებებს, რომლითაც
კანონის
ამოქმედებისათვის
განსახორციელებელი ღონისძიებები.
მოხსენების დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრთა შეკითხვებს
უპასუხა და მათ განსახილველ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მოხსენება
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის შესახებ.
მისი განცხადებით,
2024 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის
საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 9.0 პროცენტი შეადგინა. აქედან,
2024 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 8.4 პროცენტი, ხოლო II კვარტალში ზრდამ
9.5 პროცენტი შეადგინა.
2024 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით (წლიური ინფლაცია) 2.2 პროცენტი შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, ბოლო 12 თვის
საშუალო ინფლაცია 0.8 პროცენტის დონეზეა.
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4
მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 2 847.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (6.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი
- 7 471.8 მლნ აშშ დოლარს (0.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა
2024 წლის იანვარ-ივნისში 4 624.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის
44.8 პროცენტია.
ხოლო, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I
კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმიდან მიღებულმა
შემოსავლებმა 1 898.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით (93.9 მლნ აშშ დოლარით
მეტი) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. 2024 წლის პირველი ნახევრის ტურიზმიდან
შემოსავლები 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ტურიზმიდან შემოსავლებთან შედარებით
აღდგენილია 130.4 პროცენტით.
მომხსენებელმა, აგრეთვე, საქართველოს 2024 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის
შემოსავლების შესრულების შესახებ ისაუბრა. აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი
ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 12 325 968.4 ათასი ლარით,
საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 12 878 826.5 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო
მაჩვენებლის 104.5%-ს შეადგენს.
გიორგი
კაკაურიძემ,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი
ნაწილის
შესრულების
მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება და სამინისტროების მიმართ გამოყოფილი ასიგნებების
ათვისების მდგომარეობაზე ისაუბრა.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს
წარმოდგენილი ინფორმაცია და შეკითხვებით
მიმართეს მომხსენებელს.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
6 თვის მიმოხილვას.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის ინფორმაცია
საქართველოს
მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი „უსინათლო, მხედველობა დაქვეითებული ან
ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის
ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულების“
შესახებ.
ხელშეკრულება შეეხება უსინათლო, მხედველობადაქვეითებულ, ან სხვა ისეთ დარღვევის
მქონე პირებს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, სხვებთან თანაბარ პირობებში გაეცნონ მხატვრულ
და ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს
ნაწარმოების
ტექსტები
ბრაილის
შრიფტით,
აუდიოწიგნის ან სხვა, უსინათლო თუ მცირედმხედველთათვის მისაწვდომ ფორმატში, ავტორის
ან საავტორო უფლების მქონე სხვა პირის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე
დამზადებას. ყველა ასეთი ეგზემპლარი მხოლოდ ბენეფიციარებისთვის იქნება განკუთვნილი და
კომერციული სახით არ გაიყიდება.
აღინიშნა, რომ მარაკეშის ხელშეკრულება მსოფლიოს 90-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ არის
აღიარებული. ის ერთ-ერთი სამართლებრივი მექანიზმია შშმ პირთა უფლებების გაეროს
კონვენციის აღსასრულებლად, რომლის 30-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები
აღიარებენ შშმ პირთა კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უფლებას, ასევე,
იღებენ ყველა ზომას, რომ მათთვის მისაწვდომ ფორმატში უზრუნველყონ კულტურის
საკითხებთან დაკავშირებული მასალები.
ამასთანავე, მარაკეშის ხელშეკრულება, შშმ პირთა ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად,
საავტორო და მომიჯნავე უფლებების პროპორციულ შეზღუდვას უშვებს.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა
ლომინაძის ინფორმაცია კომიტეტის მიერ პროექტის - „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების
რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“ განხორციელებული პროცესისა და მის
ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.
მისი განცხადებით, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის
-
„ძლიერი
საპარლამენტო
ინსტიტუციები
საქართველოში“
მხარდაჭერით,
კომიტეტმა
აღმასრულებელი ხელისუფლების და კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა
შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში, სადაც გაიმართა
ჯგუფების
(DRG)
დაფინანსების
მოდელის
მსჯელობა, დიაგნოზთან შეჭიდული
დანერგვით
მიღწეული
შედეგების
და
პრობლემების/გამოწვევების შესახებ.
ზაზა ლომინაძემ
ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში დასმული აქტუალური
საკითხების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა შეხვედრების ფარგლებში დიაგნოზთან
შეჭიდული
ჯგუფების
(DRG)
დაფინანსების
გამოწვევებზე.
მომხსენებელმა, შეხვედრებში
მოდელთან
დაკავშირებით
გამოკვეთილ
აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს და ჩართულ მხარეებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას შეხვედრების
ფარგლებში
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ
რეკომენდაციები გააცნო:
1.
ჯგუფების
დევნილთა,
შრომის,
შემუშავებული
შემდეგი
სისტემაში ქმედითი მექანიზმების დანერგვისათვის, დიაგნოზთან შეჭიდული
(DRG)
დაფინანსების
მოდელის
დახვეწისა
და
გაუმჯობესების
მიზნით,
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს
შორის გაგრძელდეს ერთობლივი კონსულტაციები. აგრეთვე, დარგის წარმომადგენლებთან
კონსულტაციების გამართვის მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი თემატური პლატფორმა.
2.
გადაიხედოს რეანიმაციული სერვისების ტარიფები, ასევე გაიმართოს მსჯელობა
რეანიმაციული სერვისის დაფინანსების ალტერნატიული (არა DRG) მეთოდის დანერგვასთან
დაკავშირებით.
3. საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებით განსაზღვრული საანგარიშო
დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადა (60 დღე) და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს
ანაზღაურების ვადა შემცირდეს 30 სამუშაო დღემდე.
4.
დაინერგოს მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსების ალტერნატიული (არა
DRG) მეთოდი.
5.
მოხდეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სადავო შემთხვევების დროული
განხილვა (არაუმეტეს 60 დღისა) ან შრომის ანაზღაურების კორექტირება განხორციელდეს
შემდგომ თვეებში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა
კომიტეტს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის და ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში
ჯანდაცვის შესაბამის სექტორთან გამართული დისკუსიების მნიშვნელობას.
მინისტრმა,
დააფიქსირა
და
კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე თავისი მოსაზრებები
გამოთქვა
მზადყოფნა
შემდგომი
თანამშრომლობისთვის
შეხვედრების
ფარგლებში გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ინფორმაცია და კომიტეტის მიერ
გაცემული რეკომენდაციები.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ რეკომენდაციებს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა
ლომინაძის ინფორმაცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე.
წინადადების ავტორი ითხოვს, რომ შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს
ცვლილება და ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამსაქმებელი ვალდებულია ქალი
და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი ღირებულების სამუშაოს შესრულების შემთხვევაში
უზრუნველყოს მათთვის თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურების გადახდა.“
აღინიშნა, რომ შრომის კოდექსის მოქმედი ნორმის თანახმად: „დამსაქმებელი
ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების
შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა.“
ამასთან, წინადადებით წარმოდგენილი ფორმულირება, კერძოდ ფრაზა „თანაბარი
ღირებულების შრომის ანაზღაურება“ არცერთ საერთაშირისო სამართლებრივ აქტში და
ევროკავშირის დირექტივაში არ არის მოცემული.
საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისობის დასადგენად საჭიროა მისი ნორმატიული შინაარსის სწორად გაგება, რაც რთული
იქნება თუ არ გავითვალისწინებთ შრომის კოდექსის მე-2 თავში მოცემული დისკრიმინაციის
ამკრძალავი მუხლების შინაარსს. დისკრიმინაციის ამკრძალავი მუხლების მიზანია არსებითად
თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დისკრიმინაციის აკრძალვის
პრინციპი ვრცელდება შრომის ანაზღაურების პირობებზეც, მიუხედავად იმისა სახეზეა ერთი და
იგივე სამუშაო თუ სხვადასხვა სახის, მაგრამ ერთნაირი ღირებულების სამუშაო - დისკრიმინაცია
არცერთ შემთხვევაში არაა დაშვებული. აქედან გამომდინარე, არ არსებობს საკმარისი საფუძველი
ვივარაუდოთ, რომ შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ნორმატიული შინაარსი არ
შეესაბამება
საერთაშორისო
ევროკავშირის დირექტივები,
სტანდარტებს.
როგორც
საერთაშორისო
წესი არ
სამართლებრივი
აქტები
და
მოითხოვენ, რომ მათი დებულებები
აუცილებლად სიტყვასიტყვით იყოს ასახული კანონში. შესაძლებელია კანონში განსხვავებული
ფორმულირება იყოს მოცემული, მაგრამ მთავარია კანონი აღსრულდეს იმგვარად, როგორც
მოთხოვნილია ამ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში/დირექტივაში. ამასთან დაკავშირებით
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2024 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამინისტროში მუშაობა
მიმდინარეობს
შემდეგ
დოკუმენტებზე:
1.
მეთოდოლოგიური
დოკუმენტი
შრომით
ურთიერთობებში თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შესახებ; 2. დეტალური ინსტრუქცია
შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენციის, დადგენისა და მასზე რეაგირების შესახებ.
დასახელებული დოკუმენტები დაეფუძნება შრომის კოდექსის მოცემული დებულების სწორედ
იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც თანაბარ შრომაში მოაზრებული იქნება ერთი და
იგივე ღირებულების მქონე განსხვავებული სამუშაოც.
გადაწყვიტეს:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად მიიჩნია წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა
ლომინაძის ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“
(ვილი პაჭკორია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ სიტყვა ,,მომსახურება“
შინაარსობრივი კუთხით სწორად არ ასახავს პაციენტისადმი ექიმის (სამედიცინო პერსონალის)
პროფესიულ საქმიანობას. ექიმი (სამედიცინო პერსონალი) პაციენტს უწევს სამედიცინო
დახმარებას და არა მომსახურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინადადების ავტორი ითხოვს,
საქართველოს კანონში ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და საქართველოს კანონში ,,საექიმო
საქმიანობის შესახებ“ შეტანილი იქნას ცვლილება და ტერმინი ,,სამედიცინო მომსახურება“
შეიცვალოს ტერმინით ,,სამედიცინო დახმარება“.
აღინიშნა, რომ ტერმინი „სამედიცინო საქმიანობა“ ბევრად ფართოა და „სამედიცინო
დახმარების“ გარდა მოიცავს მთელ რიგ საქმიანობებს, რომელიც სამედიცინო დახმარებად ვერ
იქნება განხილული, მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების
განხორციელებასთან დაკავშირებული სერვისები უშუალოდ პაციენტს არ მიეწოდება და
შესაბამისად ვერ იქნება განხილული „სამედიცინო დახმარების“ ტერმინის ქვეშ, თუმცა,
სამედიცინო საქმიანობას მიეკუთვნება. „სამედიცინო დახმარების“ ტერმინი თავისი შინაარსით
მოიაზრებს პაციენტის საჭიროების შესაბამისად, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ანუ
სამედიცინო სერვისის მიწოდებას და მასთან დაკავშირებული პაციენტის უფლებები სრულადაა
დარეგულირებული „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის
თითოეული დებულება განსაზღვრავს პაციენტისა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის
ურთიერთობების იურიდიულ ასპექტებს, ამასთან, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს
აკისრებს ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს პაციენტის უფლებას
ხარისხიან
ჯანმრთელობის
დაცვის
მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობაზე.
შესაბამისად,
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით დარეგულირებულია სამედიცინო საქმიანობა,
როგორც საქმიანობა, „რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის
სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით“
ამავე დროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დოკუმენტები და
რეკომენდაციები ძირითადად იყენებს Health Services (ჯანდაცვის სერვისები) ტერმინს, რომლის
ქვეშ იგულისხმება ჩარევები/ინტერვენციების სახეები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში,
როგორიცაა: პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და პალიატიური მოვლა.
საერთაშორისო პრაქტიკაში ძირითადად Health Services ან Health care გამოიყენება, ხოლო
„სამედიცინო დახმარების“ ნაცვლად კი იხმარება Medical activity (რაც უფრო „სამედიცინო
მომსახურების“ შესაბამისია) სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ჯანდაცვითი საქმიანობა ყოველთვის
შეიძლება არ იყოს კონკრეტულ ინდივიდზე ზემოქმედება (მაგალითად საზოგადოებრივი
ჯანდაცვითი ღონისძიებები), თუმცა შეიძლება სამედიცინო საქმიანობად განიხილებოდეს.
გადაწყვიტეს:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად მიიჩნია წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება.
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ციმინტია
სხდომის მდივანი