საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ (ვილი პაჭკორია) მიერ წარმოდგენილ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-3320/24; 18.03.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12401/24
10-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების
საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N334/1), წამყვანი კომიტეტის
სტატუსით, განსახილველად გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს
კლინიკების ასოციაციის“ (ვილი პაჭკორიას) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-3320/24; 18.03.2024).
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 2024 წლის 9 სექტემბერს. საკითხის
საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება, სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო
მიზანშეწონილობის
განსაზღვრის
მიზნით,
გადაგზავნილი
იქნა
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსა და ბიოეთიკის ეროვნულ საბჭოში.
საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა ,,მომსახურება“
შინაარსობრივი კუთხით სწორად არ ასახავს პაციენტისადმი ექიმის (სამედიცინო
პერსონალის) პროფესიულ საქმიანობას. ექიმი (სამედიცინო პერსონალი) პაციენტს უწევს
სამედიცინო დახმარებას და არა მომსახურებას. პაციენტი ექიმს მიმართავს
პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მიზნით დახმარებისთვის. ექიმი ისმენს
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პაციენტის ჩივილებს, უწევს მას სამედიცინო
კონსულტაციას, ანამნეზური მონაცემების საფუძველზე დამოუკიდებლად წყვეტს (და არა
პაციენტის მოთხოვნით ან კარნახით) მისთვის აუცილებელი ლაბორატორიული ან
ინსტრუმენტალური გამოკვლევების მიზანშეწონილობას. ექიმი ამბულატორიულ ან
სტაციონარულ პირობებში, პაციენტს უწევს თერაპიულ, ქირურგიულ, სასწრაფო ან
გადაუდებელ დახმარებას. მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად,
სამედიცინო დაწესებულება (კლინიკა, პოლიკლინიკა, ამბულატორია, დიაგნოსტიკური ან
სარეაბილიტაციო ცენტრი, ლაბორატორია, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის ცენტრი და
სხვა), მისი ინფრასტრუქტურით, სამედიცინო აღჭურვილობით, თანამედროვე აპარატურითა
და ინვენტარით პაციენტს სთავაზობს სერვისს (ანუ მომსახურებას, ანუ უქმნის კომფორტულ
პირობებს) მაგ. პაციენტს მომსახურებას უწევს სამედიცინო დაწესებულების კანცელარია,
რეგისტრატურის სამსახური, დამხმარე ტექნიკური პერსონალი, სასწრაფო გადაუდებელი
სამსახურის რეანიმობილი და სხვა. ხოლო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ექიმი (სამედიცინო პერსონალი) პაციენტს უშუალოდ მკურნალობს, აღმოუჩენს
კონსერვატიულ სამედიცინო დახმარებას ან აწარმოებს ინვაზიურ ჩარევას.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში ან საკანონმდებლო ნორმატიულ
აქტებში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის - ექიმის (სამედიცინო
პერსონალის) პროფესიული საქმიანობის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი ,,მომსახურება“ არსებითად შეუსაბამოა (არაეთიკურია).
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოს კლინიკების ასოციაცია შემოვიდა
საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს კანონში ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და
საქართველოს კანონში ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ შეტანილი იქნას ცვლილება და
ტერმინი ,,სამედიცინო მომსახურება“ ჩანაცვლებული იქნას ტერმინით ,,სამედიცინო
დახმარება“.
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს მოსაზრებით, საკანონმდებლო წინადადება, შეიძლება
ნაწილობრივ იქნეს გაზიარებული და მხოლოდ გარკვეულ მუხლებში განხორციელდეს
ტერმინოლოგიური ცვლილება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიციით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტით სრულადაა განსაზღვრული სამედიცინო
საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება), როგორც „საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია
დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან
(ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ
მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის
სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლოსამედიცინო
ექსპერტიზასთან,
სასამართლო-ფსიქიატრიულ
ექსპერტიზასთან,
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
დაცვის
ღონისძიებებთან
და
სამედიცინო
დაწესებულებებში გაწეულ სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ
მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით“.
აღნიშნული განმარტების მიხედვით, ტერმინი „სამედიცინო საქმიანობა“ ბევრად ფართოა და
„სამედიცინო დახმარების“ გარდა მოიცავს მთელ რიგ საქმიანობებს, რომელიც სამედიცინო
დახმარებად ვერ იქნება განხილული, მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული სერვისები უშუალოდ პაციენტს არ
მიეწოდება და შესაბამისად ვერ იქნება განხილული „სამედიცინო დახმარების“ ტერმინის
ქვეშ, თუმცა, სამედიცინო საქმიანობას მიეკუთვნება.
„სამედიცინო დახმარების“ ტერმინი თავისი შინაარსით მოიაზრებს პაციენტის საჭიროების
შესაბამისად, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ანუ სამედიცინო სერვისის
მიწოდებას
და
მასთან
დაკავშირებული
პაციენტის
უფლებები
სრულადაა
დარეგულირებული „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის
თითოეული დებულება განსაზღვრავს პაციენტისა და სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებლის ურთიერთობების იურიდიულ ასპექტებს, ამასთან, სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელს აკისრებს ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს
პაციენტის
უფლებას
ხარისხიან
ჯანმრთელობის
დაცვის
მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობაზე.
შესაბამისად, საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით დარეგულირებულია
სამედიცინო საქმიანობა, როგორც საქმიანობა, „რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს
და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული
საფრთხით“ („საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“). საქართველოს
ეროვნული
კლასიფიკატორი-ეკონომიკურ
საქმიანობათა
სახეები
(https://www.geostat.ge/media/61330/NACE-Rev_2_Geo_2023.pdf), რომელიც ეფუძნება
„Statistical classification of economic activities in the European Community“ -ს, სხვა საქმიანობებთან
ერთად მოიცავს სამედიცინო საქმიანობებსაც (Human health services – 86 განყოფილება),
რომლის ჩამონათვალი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო საქმიანობების (medical
activity) ნუსხასაც.
ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური
დოკუმენტები და რეკომენდაციები ძირითადად იყენებს Health Services (ჯანდაცვის
სერვისები) ტერმინს, რომლის ქვეშ იგულისხმება ჩარევები/ინტერვენციების სახეები
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, როგორიცაა: პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა,
რეაბილიტაცია და პალიატიური მოვლა. საერთაშორისო პრაქტიკაში ძირითადად Health
Services ან Health care გამოიყენება, ხოლო „სამედიცინო დახმარების“ ნაცვლად კი იხმარება
Medical activity (რაც უფრო „სამედიცინო მომსახურების“ შესაბამისია) სწორედ იმ მიზეზის
გამო, რომ ჯანდაცვითი საქმიანობა ყოველთვის შეიძლება არ იყოს კონკრეტულ ინდივიდზე
ზემოქმედება (მაგალითად საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები), თუმცა შეიძლება
სამედიცინო საქმიანობად განიხილებოდეს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტისთვის მიუღებელია
ტერმინის
,,სამედიცინო მომსახურების“
ჩანაცვლება
,,სამედიცინო დახმარების“ ტერმინით.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცალკეულ შემთხვევებში, კანონმდებლობაში
გამოყენებულია ორივე ტერმინი. ამდენად, სხდომის წევრთა მიერ კომიტეტზე გამოთქმული
შენიშვნებისა და კომპეტენტური უწყებებიდან მიღებული დასკვნებიდან გამომდინარე,
აღიშნული სახით საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე