„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) მე-100 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უმცროსი ექიმის მიერ 2025 წლის 1 ოქტომბრამდე დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების
შემდეგ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმცროს ექიმს 2025 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს
გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო
გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი ამ კანონით
დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
პერიოდში
მუშაობდა
დამოუკიდებელი
საექიმო
საქმიანობის
სუბიექტის
ზედამხედველობით.“.
მუხლი 2.
უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესს შეიმუშავებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 3.
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
არსებული კანონმდებლობით, უმცროს ექიმად მუშაობის გამოცდილების
მქონე პირთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვება შესაძლებელია გარკვეული
პირობებით მათთვის, ვისაც მუშაობა დაწყებული ჰქონდათ 2015 წლის პირველ
ოქტომბრამდე, კერძოდ, უმცროს ექიმს 2015 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული
განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის უფლება, თუ მას ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი
საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის
მოწმობა;
რეზიდენტურის ადგილები მნიშვნელოვნად ნაკლებია საექიმო სპეციალობის
მაძიებელთა რაოდენობაზე, რის გამოც დიპლომირებული მედიკოსების (სამედიცინო
უნივერსიტეტის კურსდამთავრებული) უმრავლესობას საექიმო საქმიანობის დაწყება
უწევს უმცროსი ექიმის სტატუსით, რაც დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და უნარჩვევებს აძლევს მათ, თუმცა რეზიდენტურის სრული კურსის გავლის გარეშე არ აქვთ
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მოსაპოვებლად გამოცდაზე გასვლის უფლება.
სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უმცროსი ექიმები ასრულებენ
ექიმის ფუნქციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და
პასაუხისმგებლობით.
მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობის,
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და
ექიმთა დეფიციტის
აღმოფხვრის მიზნით საჭიროა შესაძლებლობის ფანჯრის გახსნა. ეს არსებითად შეუწყობს
ხელს დღეს დასაქმებულ და რეზიდენტურის ტოლფასი სტაჟის მქონე უმცროს ექიმებს.
მათ მიეცემათ უფლება ჩააბარონ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. წარმოდგენილი ცვლილების
განხორციელება გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების
უწყვეტობასა და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. განხორციელებული ცვლილების
შედეგად, მეტ მუნიციპალიტეტებში დასაქმდება დეფიციტურ და პრიორიტეტულ
საექიმო სპეციალობებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ქვეყანაში არსებული ექიმ-სპეციალისტების დეფიციტისა და რეზიდენტურის
ადგილების შეზღუდული რაოდენობის არსებობამ განაპირობა კანონის მიღების
აუცილებლობა.
სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უმცროსი ექიმები
ასრულებენ ექიმის ფუნქციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის
მითითებითა და პასუხისმგებლობით, მაგრამ მათ არა აქვთ სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრულია რეზიდენტურა, რომელიც უფასოა და
მოიცავს სახელმწიფო შეკვეთას, დიპლომისშემდგომი სწავლების დაფინანსებას
ახორციელებენ თავად სპეციალობის მაძიებლები, გარდა სახელმწიფო პროგრამის
მონაწილეებისა.
ფასიანი
რეზიდენტურა,
ბუნებრივია,
ქმნის
ბარიერებს
დიპლომისშემდგომ განათლებაზე − ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის,
ასევე ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სპეციალობებში მაძიებელთა მოზიდვის კუთხით.
სწავლების საშუალო პერიოდი შეადგენს 3 წელს (33 თვე), ხოლო ყოველთვიური
გადასახადი, საშუალოდ, 378 ლარია. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა ფასიანია,
რეზიდენტებს თავად უწევთ პარალელურად მუშაობა და გადასახადის დაფარვა.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია, რომელსაც აქვს
ძირითადი როლი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების და
ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესების მიმართულებით.
ხარისხიანი
სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ადეკვატური რაოდენობის, ცოდნის, უნარების და
კომპეტენციის მქონე ადამიანურ რესურსს უკავშირდება. ადამიანური რესურსების
განვითარებით და შესაბამისი ოდენობით მიიღწევა სამედიცინო მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესება.
საექიმო სპეციალობების რაოდენობა, რომლებშიც მზადება
დაფინანსებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
შეზღუდულია ადგილების
(კვოტების) რაოდენობა. სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტების, მათ შორის რაიონში
მოთხოვნა ქვეყნის მასშტაბით მზარდია და დღეისათვის დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის უფლების მქონე ექიმების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.
მიზანშეწონილია რეზიდენტურის ტოლფასი სტაჟის მქონე უმცროს ექიმებს მიეცეთ
უფლება ჩააბარონ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის უფლება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს მოსახლეობისთვის სამედიცინო
სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტებში დასაქმდება დეფიციტურ და პრიორიტეტულ
საექიმო სპეციალობებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმები.
დაკმაყოფილდება ჯანდაცვის სექტორში სამედიცინო პერსონალზე ზრდადი მოთხოვნა
და ქვეყანა უზრუნველყოფილი იქნება სათანადო კომპეტენციის სპეციალისტებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, 2015 წლის 1 ოქტომბრის ნაცვლად, 2025 წლის 1
ოქტომბრამდე, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, რეზიდენტურის
ტოლფასი სტაჟის მქონე უმცროს ექიმებს მიეცემათ უფლება, ჩააბარონ სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის №01-36/ნ ბრძანებაში - ,,უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო
გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ’’.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მერ)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან უმცროსი ექიმის
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შემუშავებისთვის
სამინისტროს მიეცეს შესაბამისი დრო. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დღეისათვის, საქართველოში მოქმედი 259 სტაციონარიდან, ინფორმაცია დასაქმებული
უმცროსი ექიმების თაობაზე მიღებულია 100-მდე სტაციონარული დაწესებულებებიდან.
წარმოდგენილი ინფორმაციით დასაქმებულია 1249 უმცროსი ექიმი, რომელთაგან 3 წელი და
მეტი სამუშაო სტაჟი აქვს 605-ს. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სავარაუდოდ
პროპორციულად მეტი იქნება დასაქმებული უმცროსი ექიმი. წარმოდგენილი ცვლილებით, ამ
პირებს მიეცემათ უფლება ჩააბარონ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სასერტიფიკაციო გამოცდის ღირებულება 120
ლარია და მიემართება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში. გავლენის ოდენობა აღნიშნული სსიპ-ის შემოსავლებზე
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი გადაწყვეტს გამოცდის ჩაბარებას.
გარდა ამისა, სააგენტოს შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსავლებს, რადგან არანაკლებ 10%-ის მიმართვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სასერტიფიკაციო გამოცდებზე
მიმართვიანობის ზრდას, ეს შესაბამისად გაზრდის სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხარჯებს, თუმცა, რადგან სასერტიფიაკციო გამოცდის
ჩაბარება ფასიანია, საგამოცდო ხარჯები დაიფარება სასერფიტიკატო გამოცდის ჩატარებისთვის
მიღებული შემოსავლებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოსთვის
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილება ხელს შეუწყობს დღეს დასაქმებულ და რეზიდენტურის
ტოლფასი სტაჟის მქონე უმცროს ექიმებს. მათ მიეცემათ უფლება ჩააბარონ სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, რაც
შესაბამისად, მისცემს უკეთესი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას. დღეისათვის, 100-მდე
სტაციონარული
დაწესებულებებიდან
მიღებული
ინფორმაციის
მიხედვით,
იდენტიფიცირებულია სულ 1249 დასაქმებული უმცროსი ექიმი, რომელთაგან 3 წელი და მეტი
სამუშაო სტაჟი აქვს 605-ს.
ასევე აღნიშნული ინიციატივით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მიღების მიზნით, მათ
არ მოუწევთ ფასიან რეზიდენტურაში ჩატარება, რომელშიც სწავლების საშუალო პერიოდი
შეადგენს 3 წელს (33 თვე), ხოლო ყოველთვიური გადასახადი, საშუალოდ, 378 ლარია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
თანასწორობის
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე.