„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილების ფლობის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილების ფლობის შესახებ“
მუხლი 1.
ეს კანონი აწესრიგებს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის ფლობისა და წილების
გასხვისების საკითხებს, აგრეთვე კრძალავს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილების
რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პირებისთვის გადაცემას.
მუხლი 2.
ამ კანონის მიზნებისათვის რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პირია
რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი ფიზიკური, იურიდიული პირი ან/და რუსეთის
ფედერაციის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
ორგანიზაციული
წარმონაქმნი. აგრეთვე, ნებისმიერი ქვეყნის ფიზიკური, იურიდიული პირი ან/და სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებულია
რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ ან/და ირიბად
დაკავშირებული პირების დადგენის კრიტერიუმები განისაზღვრება მთავრობის
დადგენილებით.
მუხლი 3.
1. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულებასა და
ექსპლუატაციაში შესვლამდე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის 50 პროცენტზე
მეტს
ფლობს
საქართველოს
სახელმწიფო.
ანაკლიის
საზღვაო
ნავსადგურის
მშენებლობის ფაზები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.
2. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის მფლობელი არ შეიძლება იყოს პირი,
რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან.
მუხლი 4.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილების ფლობის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
რუსეთის
უკრაინაში
განცხადებებისა
და
შეჭრის
შემდეგ
საქართველოს
ხელისუფლების
პარლამენტში
გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების ფონზე,
ანტიდასავლური
„უცხოური
გავლენის
მმართველი პარტიის მიერ
გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში რუსული გავლენების გაზრდის საფრთხეს აჩენს.
გარდა რუსული გავლენებისა, მაშინ, როდესაც ქვეყნის კონსტიტუცია უმაღლეს
ორგანოებს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ნაბიჯების გადადგმას
ავალდებულებს,
სხვა
არადემოკრატიული
სახელმწიფოების
სტრატეგიულად
მნიშვნელოვან ობიექტებზე გავლენის ქონა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის
სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
აღნიშნული
კანონპროექტის
მიზანია
საკანონმდებლო
შეზღუდვის
შემოღება
იმისათვის, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში წილობრივი მონაწილეობა ვერ
შეძლონ რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა, იურიდიულ პირებმა ან/და
რუსეთის
ფედერაციის
კანონმდებლობით
გათვალისწინებულმა
სხვა
ორგანიზაციულმა წარმონაქმნებმა. აგრეთვე, ნებისმიერი ქვეყნის ფიზიკურმა,
იურიდიულმა პირებმა ან/და სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნებმა, რომლებიც
პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციასთან.
გარდა
ამისა,
ინიციატივის
მიზანია
ანაკლიის
სახელმწიფოს
წილობრივი
უპირატესობის
ნავსადგურზე
საკანონმდებლო
საქართველოს
უზრუნველყოფა
განსაზღვრული დროით. კერძოდ: აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს ანაკლიის
საზღვაო
ნავსადგურის
მშენებლობის
პირველი
ფაზის
დასრულებისა
ექსპლუატაციაში შესვლამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
და
ანაკლიის
საზღვაო
ნავსადგურზე
საქართველოს
სახელმწიფოს
წილობრივი
უპირატესობის დადგენისა და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პირისთვის
წილის ფლობის ასაკრძალად აუცილებელია აღნიშნული საკითხის კანონით
დარეგულირება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტით მოხდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე რუსული
გავლენების დაზღვევა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფა.
კერძოდ:
ანაკლიის
საზღვაო
ნავსადგურის
მშენებლობის
პირველი
ფაზის
დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლამდე ნავსადგურის წილის 50 პროცენტზე
მეტის ფლობა მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლება. ამასთან, რუსეთის ფედერაციასთან
დაკავშირებულ პირს აეკრძალება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის ფლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული ინიციატივით ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე განსაზღვრული
დროით წილების 50%-ზე მეტის ფლობა შეეძლება მხოლოდ საქართველოს
სახელმწიფოს.
გარდა ამისა, ინიციატივა კრძალავს რუსული გავლენების არსებობას ნავსადგურის
წილებში. უზრუნველყოფილი ხდება, რომ ანაკლიის ნავსადგურის მფლობელი არ
შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, რუსეთის
ფედერაციის
რეზიდენტი
ფიზიკური,
ფედერაციის
კანონმდებლობით
იურიდიული
პირი
ან/და
რუსეთის
გათვალისწინებული
სხვა
ორგანიზაციული
წარმონაქმნი. აგრეთვე, ნებისმიერი ქვეყნის ფიზიკური, იურიდიული პირი ან/და სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებულია
რუსეთის ფედერაციასთან ვერ გახდება ნავსადგურის წილის მფლობელი.
კანონით განსაზღვრული ზოგიერთი საკითხი აგრეთვე განისაზღვრება მთავრობის
დადგენილებით. კერძოდ: რუსეთის ფედერაციასთან ირიბად დაკავშირებული
პირების დადგენის კრიტერიუმები, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის
ფაზები, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები უნდა განისაზღვროს
მთავრობის დადგენილებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ.
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ)
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის
ამოქმედების
წელი
და
შემდგომი
3
წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფინანსურ შედეგები
იმ პირთათვის, რომლებზეც გავრცელდება, თუ ისინი გადაწყვეტენ ანაკლიის საზღვაო
ნავსადგურის
წილების
შეძენას.
კერძოდ,
კანონის
ამოქმედებით
რუსეთის
ფედერაციასთან დაკავშირებულ როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ისე სხვა
ტიპის ორგანიზაციულ წარმონაქმნებს აეკრძალებათ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე
წილების ფლობა. დღეს არცერთ ასეთ პირს არ აქვს წილები ნავსადგურზე, მაგრამ თუ
პოტენციურად მომავალში კანონით განსაზღვრული პირები გადაწყვეტენ მის შეძენას
მათ ამის უფლება არ ექნებათ. შესაბამისად, რუსეთთან დაკავშირებული პირები ვერ
შეიძენენ წილებს ნავსადგურზე, რაც თავისთავად არ მისცემთ მათ წილებიდან
დივიდენდის მიღების შესაძლებლობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ)
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე