განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის 8 თვის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 121
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
9/11/24, 5:23 PM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
12 სექტემბერი 2024 10:00
2024 წლის 12 სექტემბერი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-8469/24; 31.07.2024) განხილვა;
მომხსენებელი:
გიორგი
კაკაურიძე
-
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
პირველი
მოადგილე;
2.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შეერთებისათვის
წარმოდგენილი
„უსინათლო,
მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი
შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“
მარაკეშის ხელშეკრულება“ (07-2/415; 13.08.2024) განხილვა;
მომხსენებელი: ირინე წაქაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის 8 თვის
საქმიანობის ანგარიში;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
4. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2020-2024 წლების
საქმიანობის ანგარიში;
https://parliament.ge/print/announcement/3006?local=true
1/2
9/11/24, 5:23 PM
საქართველოს პარლამენტი
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/3006?local=true
2/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N 121
2024 წლის 12 სექტემბერი, 10 : 00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, ოთახი N239)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, არჩილ
გორდულაძე (ადგილმონაცვლე რამინა ბერაძის), ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე,
მარიამ ლაშხი, იმედა ნიკურაძე, გენრიეტა წიწავა, გიორგი სოსიაშვილი, თამარ ჩარკვიანი,
როსტომ ჩხეიძე.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე და ირინე წაქაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-8469/24; 31.07.2024)
განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა
მოადგილე;
მინისტრის პირველი
2. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი ,,უსინათლო,
მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის
სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის
გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება“ (07-2/415; 13.08.2024) განხილვა;
მომხსენებელი: ირინე წაქაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის 8 თვის
საქმიანობის ანგარიში;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
4. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2020-2024 წლების
საქმიანობის ანგარიში;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ
კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის
მიმოხილვა (№1-8469/24; 31.07.2024).
მომხსენებლის განცხადებით, 2021-2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ
2023 წელსაც შენარჩუნდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და წლიურმა ზრდამ 7.5%
შეადგინა. დადებითი და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ტენდენციები გაგრძელდა
2024 წელსაც. პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.4 პროცენტი, ხოლო წინასწარი
შეფასებით, პირველ 6 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.2 პროცენტი შეადგინა, ამავე პერიოდისათვის,
ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია 0.8 პროცენტის დონეზეა. იანვარ-ივნისში
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია. ასევე, წინასწარი
მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I
კვარტლის წინასწარ მონაცემებით შემცირებულია.
ასევე, 2024 წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით შემცირდა და 1 482.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გამოწვეულია
რუსეთიდან პირდაპირი გზავნილების შემცირებით, ხოლო დანარჩენი მიმართულებით
გაზრდილია. 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 3 021.1 ათასი საერთაშორისო
მოგზაურების ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 5.6 პროცენტით
მეტია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 898.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც
5.2 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. 2024 წლის პირველი ნახევრის
ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ტურიზმიდან
შემოსავლებთან შედარებით აღდგენილია 130.4 პროცენტით.
მისივე განცხადებით, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში
მობილიზებულ იქნა 11 539 633.6 ათასი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის
105.3%-ია, ხოლო წლიური მაჩვენებლის 52.3%. საანგარიშო პერიოდში ზედმეტად
გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 1 182 985.6 ათასი
ლარი, რაც იძლევა საფუძველს, რომ საგადასახადო შეღავათებთან მიმართებით იქნება
გადაჭარბება.
მომხსენებლის თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
საკასო ხარჯი მილიარდ 172 მლნ. ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 99%-ია,
ხოლო შესრულების მაჩვენებელი წლიურ გეგმასთან 47%-ით აჭარბებს. მისივე თქმით,
პროგრამული კუთხითაც შესრულების მაჩვენებელი კარგია, სკოლამდელი და ზოგადი
განათლება 752 მილიონ ლარზე მეტი და 100%-იანი შესრულების მაჩვენებელი,
პროფესიული განათლება 69 მილიონი ლარი და 100.9% შესრულების მაჩვენებელი,
უმაღლესი განათლების ნაწილში 95 მილიონი ლარი, რაც 104%-ია შესრულებული
მაჩვენებლის. ასევე, მეცნიერების მიმართულებით 45 მილიონ ლარამდეა და 100.6%-ია
შესრულების მაჩვენებელი. ინკლუზიური განათლება 99.7%, ინფრასტრუქტურა 93%-ით
და ახალგაზრდების ხელშეწყობა 97%-ია შესრულების მაჩვენებელი.
კომიტეტმა გადაწყვიტა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თორმეტმა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 1
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა
საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი ,,უსინათლო,
მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის
სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის
გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება“ (07-2/415; 13.08.2024).
მომხსენებლის განცხადებით, ხელშეკრულება 2013 წელს არის მიღებული და დღემდე მას
90-ზე მეტი სახელმწიფო შეუერთდა. მისივე თქმით, ხელშეკრულება არის ძალიან კარგი
სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს გაეროს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის აღსრულებას. კერძოდ, საუბარია ამ
კონვენციის 30-ე მუხლზე, რომელიც აღიარებს შშმ პირთა თანაბარ მონაწილეობას
კულტურულ ცხოვრებაში. ამ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია
ყველა ზომა მიიღოს იმისთვის, რომ ამ პირებს არ შეექმნათ ბარიერი კულტურის
მასალებზე მისაწვდომობის თვალსაზრისით.
ირინე წაქაძის განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტის არსი ის არის, რომ
ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოები პასუხისმგებელი არიან გამოყონ
უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც ვალდებული იქნებიან მხატვრული და
ლიტერატურული ნაწარმოებები დაამზადონ მხედველობა შეზღუდული პირებისთვის
მისაწვდომ ფორმატში და უზრუნველყონ ამ პირებისთვის აღნიშნულ ნაწარმოებთა
ხელმისაწვდომობა არაკომერციულ საფუძველზე.
მომხსენებლის განცხადებით, ხელშეკრულების რატიფიკაციის შედეგად, საქართველოს
ექნება წვდომა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე დამზადებულ დაახლოებით 800 000
ნაწარმოებზე და ასევე, საზღვარგარეთ მყოფ პირებს ექნებათ წვდომა საქართველოში
დამზადებულ ნაწარმოებებზე. აღნიშნული ხელს უწყობს უსინათლო პირების უფლებების
დაცვას, მათ განათლებას, ინფორმირებულობას, პიროვნების თავისუფალი განვითარების
უფლებას და კულტურის მასალებზე ხელმისაწვდომობას.
მისივე თქმით, რატიფიცირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ქართულ
კანონმდებლობაში უკვე განხორციელებულია, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის მიერ
2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს საპატენტო კანონში“,
რითაც სრულად აისახა მარაკეშის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები.
ირინე წაქაძის განცხადებით, დოკუმენტი მოიცავს ერთ დათქმას, რომლის თანახმადაც, თუ
უსინათლოთათვის მისაწვდომ ფორმატში არსებული ნაწარმოები ადგილობრივ ბაზარზე
არის კომერციულ ბრუნვაში ჩართული, მაშინ ის ეთიშება მარაკეშის ხელშეკრულებას და
ავტორიზებული პირები აღარ იქნებიან უფლებამოსილი გამოიყენონ ნაწარმოები
ბენეფიციარებისთვის გადასაცემად.
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს: გივი მიქანაძემ,
მარიამ ლაშხმა, ბაია კვიციანმა და ვლადიმერ კახაძემ.
მომხსენებელმა დასმულ კითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა,
საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილ ,,უსინათლო,
მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის
სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის
გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებას“ (07-2/415; 13.08.2024).
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თორმეტმა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 12
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა:0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის 8 თვის საქმიანობის
ანგარიში.
მომხსენებლის განცხადებით, კომიტეტმა 2024 წლის 8 თვის მონაცემებით ჩაატარა 27
სხდომა, განიხილა 10 კანონპროექტი: წამყვანი სტატუსით 9, ხოლო სავალდებულო წესით
1 კანონპროექტი, გადაწყვეტილება მიიღო 3 საკანონმდებლო წინადადებაზე და 3
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმებაზე,
შეამოწმა 10 ნორმატიული აქტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული
დავალებების შესრულება, მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოების მიერ წარმოდგენილი 12 ანგარიში.
გივი მიქანაძის განცხადებით, კომიტეტმა ჩაატარა გასვლითი სხდომა დმანისის
მუნიციპალიტეტში, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
ნინოწმინდის, ოზურგეთის, ჩოხატაურსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
მისივე განცხადებით, განხორციელდა 3 თემატური მოკვლევა:
„სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მართვის პროცესში“ ;
„მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების
პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების
შესაძლებლობები“;
საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო
განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება.
კომიტეტმა განახორციელა ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასება, ასევე
ოქტომბრის
ბოლომდე
დასრულდება:
რეგულირების
ზეგავლენის
შეფასება
(პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით), განათლებისა და მეცნიერების
კონცეფციის
პროექტის
შემუშავება
და
საქართველოში
STEM
განათლების
შესაძლებლობების შესწავლა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო დონეზე კომიტეტმა გააფორმა 2 კომუნიკე ლატვიის
და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოების დარგობრივ კომიტეტებთან.
გივი მიქანაძის განცხადებით, კომიტეტში შემოვიდა 206 ოფიციალური კორესპონდენცია,
მათგან 166 გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, დანარჩენებთან განხორციელდა შეხვედრა
აპარატის მხრიდან, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან.
კომიტეტმა გადაწყვიტა
კომიტეტმა ცნობად მიიღო - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის 8 თვის საქმიანობის ანგარიში.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2020-2024 წლების საქმიანობის
ანგარიში.
გივი მიქანაძის განცხადებით, X მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჩაატარა 121 სხდომა. კომიტეტმა წამყვანი სტატუსით
განიხილა 48, ხოლო სავალდებულო წესით 21 კანონპროექტი. საანგარიშო პერიოდში,
კომიტეტმა განიხილა სამი დადგენილების პროექტი და 15 საკანონმდებლო წინადადება,
ამასთანავე, განიხილა 19 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო
ხელშეკრულება/შეთანხმება.
კომიტეტმა
მოისმინა
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 58 ანგარიში და განახორციელა 12
თემატური მოკვლევა.
მისივე თქმით, კომიტეტის წევრების ჩართულობით 150-მდე შეხვედრა გაიმართა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, 2022 წლიდან კომიტეტი ჩაერთო პროფესიული
განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში და დააწესა სპეციალური კატეგორია ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის მხარდაჭერისათვის.
სხდომის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტში ფუნქციონირებს 6 საკონსულტაციო
საბჭო და საანგარიშო პერიოდში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტში შემოვიდა 1670 ოფიციალური კორესპონდენცია, რაზეც განხორციელდა
შესაბამისი რეაგირება.
კომიტეტმა გადაწყვიტა
კომიტეტმა ცნობად მიიღო - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2020-2024 წლების საქმიანობის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე