საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ა(ა)იპ „იქომერს ასოციაცია - საქართველოს“-ს (ნატა ანთელიძე) მიერ წარმოდგენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ (№1-8702/24; 07.08.2024) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-12512/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383

📜 ტექსტი

წერილი
2-12512/24 12-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 378/11, 02.09.2024 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა ა(ა)იპ „იქომერს ასოციაცია - საქართველოს“-ს (ნატა ანთელიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ (№1-8702/24; 07.08.2024), რომლის განხილვის ვადა იწურება 2024 წლის 14 ოქტომბერს. ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს საკითხის ზემოთ მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge