საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/414; 05.08.2024) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-12545/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383

📜 ტექსტი

წერილი
2-12545/24 12-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის (წერილი N2-12515/24; 12.09.2024) კომიტეტის მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შემდეგი საქართველოს კანონების პროექტების: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№072/414; 05.08.2024) სრულყოფილად მომზადებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ საკომიტეტო განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელება. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-12515/24 12-09-2024 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაია ბითაძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N378/4, 02.09.2024 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№072/414; 05.08.2024). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 23 სექტემბრამდე. ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge