შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[51b1]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-06
კომიტეტის სხდომის ნომერი 159

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2894?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 06 ივნისი 2024 12:00 2024 წლის 6 ივნისი, 12:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა. 9/13/2024, 12:56 PM
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N159 2024 წლის 6 ივნისი, 12:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა. მხარდამჭერი პროგრამების შესრულების 2024 წლის 6 ივნისის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრების მომართვის წერილის საფუძველზე, სხდომის დღის წესრიგს დაემატა საკითხი: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშის“ (№07-2/392; 31.05.2024) და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/394; 31.05.2024) განხილვა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი დამატებითი საკითხთით. სხდომას თავმჯდომარეობდა - რატი იონათამიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკურის უფლებამონაცვლე - ბექა ლილუაშვილი, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, სუმბატ კიურეღიანი, მერაბ ქვარაია, ეკატერინე ხერხეულიძე, ტარიელ ნაკაიძის უფლებამონაცვლე - თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე. კომიტეტმა მოისმინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, თამარ კურტანიძემ, წარმოადგინეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომლებითაც უზრუნველყოფილია შშმ პირებისთვის თანაბარი პირობები, გარემო და შესაძლებლობები. კომიტეტის სხდომაზე დამსწრე შშმ პირთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის და შშმპ თემის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, საჭიროებებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამიზნე ჯგუფებს, ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გააჩნიათ, როგორც არასრულწლოვანებს ისე ზრდასრულებს. კომიტეტზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მუდმივად მიმდინარეობდეს მსჯელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისების მიწოდებასა და ხარისხზე, რადგან დროთა განმავლობაში მოცემულობები იცვლება. ასევე, საჭიროა მუდმივად იყოს მსჯელობა ამ საკითხებზე, რადგან შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით დღეს დანერგილი მაღალი სტანდარტი, ხვალ შეიძლება არ იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებისა, რომელიც დგება დღის წესრიგში. კომიტეტი შესაბამის უწყებებთან და შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაუმჯობესებისა და საჭირო ფინანსური საშუალებების მოძიების მიმართულებით. კერძოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა და მნიშვნელოვანია, მასში ადეკვატურად აისახოს შშმ პირებთან მიმართებით ასიგნებები. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში“ (№07-2/392; 31.05.2024) და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/394; 31.05.2024). მოხსენება კომიტეტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოუდგინა. მომხსენებელმა წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასა ან/და სამოქალაქო ინტეგრაციასთან, ასევე, სოციალური და ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსების გეგმის შესრულებაზე. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: რატი იონათამიშვილი სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია