„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში
დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების
გამოყენებისთვის უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ამ ორგანოს
მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესსა და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის
გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის გამო
მსჯავრდებულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესსა და პირობებს, აგრეთვე დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, მინისტრის მიერ
დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.“;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი
1. სააგენტოში, მათ შორის, პრობაციის ბიუროებში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას
ახორციელებენ საჯარო მოსამსახურეები (შემდგომ – მოსამსახურე).
2. სააგენტოს მოსამსახურეს, გარდა სააგენტოს სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს მოსამსახურეზე, გარდა
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა, ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი.
3. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, გარდა სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, ამ კანონით დადგენილი წესით
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
სააგენტოს
უფროსი.
სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქართველოს კანონითა დადგენილი წესითა და ამ კანონის III1 თავით განსაზღვრული პირობების
გათვალისწინებით თანამდებაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული
ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. პირი სამსახურში შესაძლებელია მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს
ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული.
5. მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას სააგენტოს საჭიროებათა შესაბამისად
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომ –
იუსტიციის სასწავლო ცენტრი).
6. სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეებს (სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე, შიდა კონტროლის
განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურე, ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი
და
ამავე
დეპარტამენტის
ელექტრონული
ზედამხედველობის
განმახორციელებელი
დანაყოფის
მოსამსახურე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის
უფროსი და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის
უფროსი, პროფესიული ზედამხედველი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, აგრეთვე პრობაციის ბიუროს
უფროსი და მისი მოადგილე, ჯგუფის უფროსი და პრობაციის ოფიცერი) „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება.
7. პრობაციის ოფიცერსა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ცალკეულ მოსამსახურეს
სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით, რომლის ნიმუშსა და გამოყენების
წესს ამტკიცებს მინისტრი.
8. სააგენტო მოსამსახურეს უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოწმობით, რომლის ფორმას ამტკიცებს
მინისტრი.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–83 მუხლები:
„81. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამართლებრივი დაცვის
გარანტიები
1. სააგენტოს
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურე
სამსახურებრივ
უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას იცავს სახელმწიფო.
მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის მიმართ
სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის
ან ქონების ხელყოფა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მუხლი 82. პრობაციის ოფიცერი
1. პრობაციის ოფიცერი არის პრობაციის ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს.
2. სააგენტო პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი
ბეჭდით.
3. პრობაციის ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შესაძლებელია აღჭურვილი იყოს
სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეო-აუდიო გადამღები ტექნიკით,
რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და
პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“.“.
მუხლი 83. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება
1. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას უფლება აქვს:
ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, უსაფრთხოების
დაცვის უზრუნველსაყოფად, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის
შესრულებას;
ბ) ამ მუხლისა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად შეინახოს, ატაროს და
გამოიყენოს სპეციალური საშუალებები.
2. თავდასხმის მოსაგერიებლად, აგრეთვე, დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად სააგენტოს სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:
ა) სპეციალური ხელკეტი;
ბ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
3. სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების
გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა
იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს იმ პირს, რომლის მიმართაც
შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
სპეციალური საშუალებების ტარებისა და გამოყენების უფლებას იძენს სათანადო კურსის გავლის შემდეგ.
4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური
საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი და მისცეს გონივრული ვადა
მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება
გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი,
ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
5. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარი შეცნობით
ორსულობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ
წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მოსამსახურეს, რაც საფრთხეს
უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი
ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.
6. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალისა
და სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო
უფროსს.
7. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება
ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო სპეციალური საშუალების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გამოყენებისთვის − სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.
8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის
ბრძანებით. ოქმში აღინიშნება გამოყენებული სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და
სხვა მონაცემები.“.
5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი
მუხლი 111. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურის გავლის პრინციპები და
სამართლებრივი საფუძვლები
1. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და
უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა,
წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა,
სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა
ნიშნისა.
2. ამ თავის მიზნებისთვის მოსამსახურე ნიშნავს სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეს.
3.
მოსამსახურის
მიერ
სამსახურის
გავლის
სამართლებრივი
საფუძვლებია
საქართველოს
კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 112. მოსამსახურის უფლება-მოვალეობანი
1. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს
სააგენტოს.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული
მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი
უფლებამოსილების განსახორციელებლად;
გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;
დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის
სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს
ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და
თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას მსჯავრდებულის და სხვა პირის უფლებები
და კანონიერი ინტერესები;
ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი
ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები;
გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები;
დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის
სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება და მითითება;
ვ) დაიცვას ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს შინაგანაწესის მოთხოვნები;
ზ) გაუფრთხილდეს მისთვის სამსახურებრივ სარგებლობაში გადაცემულ ქონებას;
თ)
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
განხორციელებისას,
აგრეთვე
სამსახურიდან
გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა
პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ
მოვალეობათა შესრულებისას;
ი) შესაბამისი რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად
წარმართოს სააგენტოში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას
ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი
სახსრები;
კ)
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;
განხორციელებისას
იყოს
მიუკერძოებელი
და
ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი
ქმედება, რომელიც აფერხებს სააგენტოს მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;
მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ
სამსახურებრივი მიზნებისათვის. სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ
აცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. სამსახურებრივი
მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი;
ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით
დაკისრებული სხვა მოვალეობები.
4. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად
მის, სამინისტროს, სააგენტოს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
6. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა;
ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის,
თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა;
გ)
სამსახურებრივი
ნივთიერების
ავტომანქანის
ზემოქმედების
სამსახურებრივი
ავტომანქანის
ქვეშ
ან/და
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი
ალკოჰოლური
ალკოჰოლური
სიმთვრალის
სიმთვრალის
ფსიქოაქტიური
მდგომარეობაში
მდგომარეობაში
მართვა
მართვა.
ჩაითვლება
დისციპლინურ გადაცდომად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც
მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი
ჩადენილი თუ მის გარეთ);
დ) მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (მათ შორის, გარიგების დადება და სხვა),
რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში;
ე) გაფიცვა და მასში მონაწილეობა;
ვ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა;
ზ) საჯარო მოხელის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობა.
7. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ
საქმიანობაში. პირს, რომელიც მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობის ინიშნება, უწყდება პოლიტიკური
პარტიის წევრობა. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური
შეხედულებით მოქმედებდეს.
8. მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად
განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
მუხლი 113. სააგენტოში მოსამსახურის მიღების წესი
1. სააგენტოში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება;
გ) აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია
დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
2. სააგენტოში დასაქმების მსურველ პირს მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება.
3. კონკრეტული თანამდებობისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს
სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7
პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, სააგენტოში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე
ინიშნება სტაჟიორად 3 თვის ვადით, რომლის განმავლობაშიც იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადის
პრობაციის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ – სასწავლო კურსი).
5. სასწავლო კურსის გავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა
სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ინიშნება სააგენტოში შესაბამის
თანამდებობაზე.
6. სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს და მას უკვე აქვს სასწავლო კურსის
გავლის
დამადასტურებელი
სერტიფიკატი,
სტაჟირების
გარეშე
ინიშნება
სააგენტოში
შესაბამის
თანამდებობაზე.
7. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა დასაკავებლად
სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა საჭირო არ არის.
8. სააგენტოში მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას (საქართველოს კანონმდებლობით
დასაშვებ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კანდიდატის ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების შესაბამისობის დადგენა მის მიერ
შესასრულებელ სამუშაოსთან).
მუხლი 114. სასწავლო კურსი
1. სასწავლო კურსის გავლას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
2. სასწავლო კურსი, თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას.
3. სააგენტოს სტაჟიორი სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილს გადის სააგენტოში და საქმიანობას
ახორციელებს ზედამხედველობის ქვეშ.
4. სრული სასწავლო კურსის გავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირს ეძლევა
შესაბამისი დონის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
5. სასწავლო კურსი ფინანსდება სააგენტოს ბიუჯეტიდან.
6. სასწავლო კურსზე ჩარიცხვის წესს, სასწავლო კურსის სახეებს, სასწავლო კურსის გავლის, სასწავლო
კურსის განმავლობაში შეფასების, სერტიფიცირების წესს, აგრეთვე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული სერტიფიკატის მოქმედების ვადას განსაზღვრავს მინისტრი.
7. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ოდენობა სასწავლო კურსის პერიოდში განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 115. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა
1. თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება:
ა) დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი;
ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით
უნდა იქნეს დაკავებული;
გ) მოსამსახურე − სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
დ) მოსამსახურე – სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ტერიტორიულ ორგანოში
გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ კონკურსის წესით/დაწინაურების წესით დასაკავებელი
თანამდებობისთვის
განსაზღვრულ
საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს.
ამ
შემთხვევაში
დასაკავებელ
თანამდებობაზე მოსამსახურის (მისი წერილობითი თანხმობით) წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს იმ
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ
თანამდებობაზე მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს იმ
სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ტერიტორიული
ორგანოს
ხელმძღვანელს,
რომელშიც
ხდება
ამ
მოსამსახურის გადაყვანა.
3. პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის
შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით
მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად
უკონკურსოდ დანიშნული პირის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის 118 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნა.
მუხლი 116. შეზღუდვები სააგენტოში მოსამსახურედ მიღებისას
მოსამსახურედ არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო,
თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების
უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს
შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი
ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის დას, ძმას,
მშობელს;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა;
თ) პირი, რომელმაც ამ კანონის 113 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური
შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;
ი) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო
და დისციპლინური გადაცდომისთვის გათავისუფლებიდან არ გასულა 1 წელი, აგრეთვე, პირი რომელიც
სხვა სამსახურიდან გათავისუფლებულია ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის გამო,
რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ.
მუხლი 117. სააგენტოში სამსახურის ვადა
1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში
გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი –
კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.
მუხლი 118. გამოსაცდელი ვადა
1. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია, პირი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით,
არაუმეტეს 6 თვისა.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების,
შესაძლებლობებისა
და
პირადი
თვისებების
დაკავებული
თანამდებობისათვის
განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი სამსახურიდან
თავისუფლდება.
4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის
შემსრულებლად დანიშვნისას.
5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან
დაწინაურება, აგრეთვე მისთვის სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულების
დაკისრება.
6. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო
გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.
მუხლი 119. კონკურსი
1.
კონკურსის გამოცხადების საფუძველია სააგენტოს საშტატო ნუსხით
გათვალისწინებულ
თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა.
2. კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესს, აგრეთვე, საკონკურსო კომისიის
უფლებამოსილებას განსაზღვრავს მინისტრი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს
სააგენტოს უფროსი,
3. კონკურსი ცხადდება სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრული ვებგვერდის მეშვეობით.
4. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე პრესის,
ტელევიზიისა და ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით.
მუხლი 1110. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები
სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს
მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა პირის სამსახურში
მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველს შეიძლება მოეთხოვოს
სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის
შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარდგენა.
მუხლი 1111. სააგენტოში მოსამსახურის მიღების (თანამდებობაზე დანიშვნის) გაფორმება
მოსამსახურის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა) ფორმდება სააგენტოს უფროსის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 1112. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის გაუქმება
სააგენტოს უფროსი ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს
თანამდებობაზე მის დანიშვნას.
მუხლი 1113. მოსამსახურის ფიცი
სამსახურში სამუშაოდ პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს:
„ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად
ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად შევასრულო
ჩემი მოვალეობები“.
მუხლი 1114. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა
1. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის მიეცემა შრომის ანაზღაურება, მათ შორის:
ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო;
ბ) დადგენილი წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი (ამ დანამატის გაცემის
მიზნებისათვის ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური
წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებებში
სამსახური,
გარდა
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურისა/წვევამდელთა
ეროვნული
სამხედრო
სამსახურისა);
გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების
შესაბამისი წოდებრივი სარგო.
2. მოსამსახურეს ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური
დატვირთვის გათვალისწინებით, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით. მოსამსახურის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება,
მოსამსახურის სურვილის შესაბამისად, მისთვის სახელფასო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს
პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს არ
ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
4. მოსამსახურეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება
ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
5. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი.
საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების
საფუძველი.
6. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
8. მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესითა და ოდენობით.
9. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
10. მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო
დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.
11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს
(მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000
ლარის
ოდენობით.
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას,
კერძოდ,
სამართალდარღვევის
აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას
მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს
(მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000
ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს
სახელმწიფო ანაზღაურებს.
12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში მას სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა
ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.
13.
მოსამსახურეს,
რომელიც
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისათვის
სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს,
საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
მუხლი 1115. მოსამსახურის შვებულება
1. მოსამსახურისათვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები:
ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;
ბ) ანაზღაურებისგარეშე;
გ) სასწავლო;
დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
2. მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის
განმავლობაში, 24 სამუშაო დღის ოდენობით.
3. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის
გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში,
მოსამსახურეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს.
4. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახალდანიშნული
მოსამსახურისათვის ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე - სამსახურში
მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 24 სამუშაო დღისა.
5. მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის
პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ანაზღაურდება.
6. მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი
შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს.
7. მოსამსახურეს უფლება აქვს, სააგენტოში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე
შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სააგენტოს ინტერესებს.
8. პროფესიული განვითარების მიზნით მოსამსახურეს 2 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს
შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ მოსამსახურეს ამ
პუნქტით გათვალისწინებული შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება
შვებულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
9. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები
ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.
10. მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული
ქვედანაყოფის /ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.
11. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია შვებულების შეწყვეტა (გარდა
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო
შვებულებისა) და მოსამსახურის სამსახურის გასაგრძელებლად გამოძახება. გამოძახების შემთხვევაში
მოსამსახურეს
შესაბამისი
დოკუმენტაციის
წარდგენის
შემთხვევაში
შეიძლება
აუნაზღაურდეს
ტრანსპორტირების ხარჯები.
მუხლი 1116. მოსამსახურის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და
ახალშობილის შვილად აყვანის გამო
1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის
მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183
კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული
დღე. ანაზღაურება გაიცემა სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი
შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
4. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა
ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის
ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სააგენტოს
ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი
სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში
საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.
6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში
მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და
ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ
უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.
მუხლი 1117. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა
1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:
ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, სააგენტოს
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
ან
ტერიტორიული
ორგანოს
ხელმძღვანელის
წარდგინებით
და
მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე არანაკლებ 6 თვე მუშაობს;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე:
ბ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) მოსამსახურის თანხმობით;
გ.ბ)
მოსამსახურის
თანხმობით,
სააგენტოს
სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ერთეულის
ან
ტერიტორიული ორგანოს გაუქმებასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
გ.გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
2. სამსახურებრივი დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით,
სათანადო
პროფესიული
წამყვან/მენეჯერულ
გადამზადებით,
თანამდებობას
და
თუ
უფრო
ითვალისწინებს
მაღალი
თანამდებობა
თვისებრივად
წარმოადგენს
განსხვავებული
სამუშაოს
შესრულებას.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნების
გათვალისწინებით. პირის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, წინ უნდა
უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება.
4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
5. სააგენტოს უფროსს შეუძლია მოსამსახურე, მისი თანხმობით, თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე
მიამაგროს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან ტერიტორიულ ორგანოს.
6. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია
მოსამსახურეს, მისი თანხმობით, განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.
მუხლი 1118. დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება
1. სააგენტოს უფროსს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური
თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა
საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეუძლია:
ა) გადაუნაწილოს/დააკისროს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა
მოსამსახურეს/მოსამსახურეებს
თავისი/თავიანთი
სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისგან
გათავისუფლების გარეშე;
ბ) დააკისროს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს და
შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.
2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუარესებას გამოიწვევს ან უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას მოითხოვს.
3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში
შეასრულოს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის
განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა კალენდარული
წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის
თანხმობით.
4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს
სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა
დანამატი
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი
ოდენობით.
5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს
სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში არმყოფი მოსამსახურის
თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი
მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე
ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.
მუხლი 1119. მოსამსახურის წახალისება
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი
სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და
განსაკუთრებულ დამსახურებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სიგელით დაჯილდოება;
ე) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება;
ვ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ზ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
თ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 1121 მუხლის „დ“ და „ე“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შემთხვევაში);
ი) სამსახურებრივი დაწინაურება.
2. მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე
ფორმა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის
მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
4. წახალისებული პირი ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს იმავე ან სხვა
წახალისების ფორმით.
5. მოსამსახურის წახალისების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 1120. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება შეეფარდოს
დისციპლინური სახდელი.
2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად
შესრულება;
ბ) სააგენტოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან
გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და
სააგენტოს დისკრედიტაციისკენ მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი პირის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა.
ე) მოსამსახურეებისათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა.
3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:
ა) გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც
გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სააგენტოს რეპუტაციას ან სააგენტოს სხვა მოსამსახურეს, მესამე
პირს ან საჯარო ინტერესს;
გ) გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სააგენტოს;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური
გადაცდომა.
მუხლი 1121. დისციპლინური სახდელის სახეები
1. დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება;
ე) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ვ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა;
ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას.
მუხლი 1122. დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და გამოყენების ზოგადი წესი
1. დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი
სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასკვნის
საფუძველზე სააგენტოს უფროსი იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის
დაკისრების თაობაზე.
3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მისი დროებითი
შრომისუუნარობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა.
4. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის
შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
5.
სასამართლოს
მიერ
შესაბამის
სამართალდარღვევის საქმეზე
დისციპლინური გადაცდომის
სისხლის
სამართლის
საქმეზე
ან/და
ადმინისტრაციული
გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ
ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
გამორიცხავს
დაკისრების
შესაძლებლობას.
6.
სასამართლოს
მიერ
შესაბამის
სისხლის
სამართლის
საქმეზე
ან/და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური
გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
7. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე
მეტი დისციპლინური სახდელის შეფარდება.
8. მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური
სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.
9. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე, თუ მოსამსახურეს არ ჩაუდენია
ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ, ან
განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
10. მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებს განსაზღვრავს და დისციპლინური წარმოების წესს ამტკიცებს
მინისტრი.
მუხლი 1123. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით
გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის გათავისუფლებას
მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება:
ა) შვებულების დროს;
ბ) მოსამსახურის საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით
სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;
დ) მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით;
ე) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანისას;
ვ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია, არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და
სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
იმყოფება ამ საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს არ ეძლევა ხელფასი სამსახურისგან
ჩამოშორების პერიოდისათვის.
4. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ამ მუხლით გათვალისწინებულ
შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
ფორმდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სააგენტოს უფროსს შეუძლია მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას სამსახურს ჩამოაშოროს.
სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი
სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი მოსამსახურეს შეუჩერებს
სამსახურებრივ უფლებამოსილებას (დროებით გადაყენება) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის
შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს
ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში
მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.
მუხლი 1124. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა
მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სამსახურიდან გათავისუფლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად
გამოცხადება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) გარდაცვალება.
მუხლი 1125. სამსახურიდან გათავისუფლება
1. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს:
ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;
გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად;
დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს გაუქმების ან შტატების
შემცირების გამო;
ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ზ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
საფუძველზე;
თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ
შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;
ი) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
კ) პირადი განცხადების საფუძველზე;
ლ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ
ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო
მიზნით მოხმარებისა;
მ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა
მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის
თქმის შემთხვევაში;
ნ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
პ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი
თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება.
3. თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე, სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიძლება
აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით.
4. კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით
შესრულება.
5. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან
ითვლება გაფრთხილებულად სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ.
6.
სამსახურიდან
გათავისუფლებული
მოსამსახურე
ვალდებულია
სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობანი.“.
7. მე-12 მუხლის:
დააბრუნოს
მისთვის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით
დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას კვირაში ერთხელ
გამოცხადების ვალდებულებას. დაბალი რისკის შეფასების მქონე პირობით მსჯავრდებულსა და პირობით
ვადამდე გათავისუფლებულ პირს შეუძლია პრობაციის ბიუროში გამოცხადდეს საქართველოს მასშტაბით.
კანონით
დადგენილი
რეჟიმი,
ასევე
შესაძლოა
მოიცავდეს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს
უფლებამოსილი პირი ადგენს რეჟიმის დარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან
ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მსჯავრდებული უფლებამოსილია რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის
გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან. პრობაციის ბიუროს
უფროსი
საკითხს
განიხილავს
და
წყვეტს
15
სამუშაო
დღის
ვადაში.
რეჟიმის
დარღვევის
ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
მიღებამდე აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინებას.
7. მსჯავრდებული ვალდებულია რეჟიმის დარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს
მისთვის დაკისრებული ჯარიმა.“.
8. 121 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, შვილი,
ნაშვილები, გერი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, ბიძა (დედის ძმა ან მამის ძმა),
დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, მეუღლე) ან მსჯავრდებულთან მუდმივად
მცხოვრები პირის გარდაცვალება;“.
9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმი და დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის
დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი
1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს
უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ადგენს რეჟიმის დარღვევის
ოქმს.
2. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და
შედგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის
თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები რეჟიმის დარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; რეჟიმის
დარღვევის
ჩადენის
ადგილი,
დრო
და
არსი;
ამ
კანონის
მუხლი,
რომელიც
ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას ამ რეჟიმის დარღვევისათვის; რეჟიმის დარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის
გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის
ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი
სააღსრულებო ფურცლის გამოცემით უზრუნველყოფს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად
მიქცევას.
5. ჯარიმის გადახდის იძულებითი აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება:
შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი
მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების
სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები;
გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით
არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით
და ხელმოწერით.“.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის ბათილად ცნობა და
ძალადაკარგულად გამოცხადება
1. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმი ბათილია, თუ იგი
ეწინააღმდეგება ამ კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით
დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის მომზადების ან გამოცემის
წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება მისი გამოცემა ამ კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის
შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმს ბათილად ცნობს პრობაციის
ბიუროს უფროსი.
4. პრობაციის ბიუროს უფროსი დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის
ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ
ოქმის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.
5. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმს/გაფრთხილების შესახებ ოქმს ძალადაკარგულად აცხადებს
პრობაციის ბიუროს უფროსი.
6. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის
მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
7. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმი/გაფრთხილების შესახებ ოქმი შეიძლება ძალადაკარგულად
გამოცხადდეს თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც პრობაციის
ბიუროს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ოქმი და ოქმის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი
ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
8. დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის ძალადაკარგულად
გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების
გაუქმებას.
9. პრობაციის ბიუროს უფროსი გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი ფორმით, რომელიც
მსჯავრდებულს ეცნობება ამ კანონის 171 მუხლით დადგენილი წესით.
10. პრობაციის ბიუროს უფროსის დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ
ოქმის ბათილად ცნობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური წესით
გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოში.“.
11. მე-14 მუხლის:
ა) 11 პუნქტის:
ა.ა) „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ მისი ახლო ნათესავი (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, შვილი, ნაშვილები,
გერი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე ან მსჯავრდებულთან მუდმივად
მცხოვრები პირი) შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეა − შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის (90
დღე) ვადამდე. საამისოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის ახლო ნათესავის შესაბამისი უცხო
ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მისი მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ან მსჯავრდებულის ახლო
ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, შვილი, ნაშვილები, გერი, მინდობით
აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირი)
მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია, რომ მსჯავრდებული
ახლდეს თავის ახლო ნათესავს. მსჯავრდებულის თანხლების აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების
გარდა, განპირობებული უნდა იყოს იმ დასაბუთებული გარემოებით, რომ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს
არ ჰყავს მის გარდა სხვა ახლო ნათესავი, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისას უპატრონებს.
მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა უნდა
დასტურდებოდეს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების/დაწესებულების მიერ
გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით. თუ მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში
მკურნალობას საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო
აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტი;
დ) მისი გარდაცვლილი ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, შვილი,
ნაშვილები, გერი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე ან მსჯავრდებულთან
მუდმივად მცხოვრები პირი) უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში
გადასვენების/დაკრძალვის მიზნით. მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ფაქტი უნდა
დასტურდებოდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით;“;
ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) თუ იგი საზღვარგარეთ მიემგზავრება სამსახურებრივი მივლინებით, რაც დასტურდება
უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით.“;
ბ) მე-9–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან მისი გადაკვეთის
მცდელობის შემთხვევაში, შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის
ზედამხედველობისთვის
გამოყოფილი,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სისტემის
უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია შეამოწმოს, აქვს თუ არა მსჯავრდებულს
საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა, ხოლო ამ ნებართვის არარსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულს არ
მისცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ
აცნობოს სააგენტოს.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღების შემდეგ პრობაციის ოფიცერი
არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმს, რომლის
საფუძველზეც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის
ვალდებულება.
11. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა, აგრეთვე ნებართვის
ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში დაუბრუნებლობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას:
ა) პირველ შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით;
ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას
(მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას) – 2000 ლარის ოდენობით.“.
12. 141 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას
განიხილავს და 5 სამუშაო დღის ვადაში გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს
უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
3. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.“.
13. 151 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
მსჯავრდებული,
მისი
სამართლებრივი
მდგომარეობიდან
გამომდინარე,
ვალდებულია
დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს,
შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა
უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია
პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ:
ა) იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც მხოლოდ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სასჯელს იხდიან;
ბ) იმ პირობით მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კონტროლსა და დახმარებას
სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ახორციელებს.“.
14. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და ჩაბარების წესი
1. ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება, გაფრთხილება, საჯარიმო ქვითარი, გადაწყვეტილება
და სხვა დოკუმენტი, როგორც წესი, ადრესატს ბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე.
2. დოკუმენტი იგზავნება ტექნიკური საშუალებით ან ფოსტით. თუ ფოსტით პირველად გაგზავნისას
დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი ადრესატ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით
ერთხელ მაინც, დოკუმენტის დაბრუნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე ან
პრობაციის ბიუროსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
3. დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მითითებულ მისამართზე ადრესატს დოკუმენტი ვერ
ჩაჰბარდა (მათ შორის, იმ მიზეზით, რომ მითითებული მისამართი არასწორია) ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.
4. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება:
ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული
დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
5. მსჯავრდებული ვალდებულია აცნობოს პრობაციის ბიუროს საქმის წარმოების განმავლობაში თავისი
მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას დოკუმენტი გაიგზავნება პრობაციის
ბიუროსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ
მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
6. გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარების მიმღების ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში ეს
ხელმოწერა ნამდვილად მიიჩნევა მაშინაც, თუ იგი ელექტრონული ან/და სხვა ტექნიკური საშუალების
გამოყენებითაა შესრულებული.“.
15. 21-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) შინაპატიმრობით შეცვლილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი
ნაწილის აღსრულების შესახებ.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის
(მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით, 275-ე და 276-ე მუხლებით,
აგრეთვე, 381-ე მუხლით („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევის საფუძველზე) გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისთვის მსჯავრდებული პირისთვის − სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს
სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ −
მუდმივმოქმედი კომისია).“.
16. 448 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს/ადგილობრივი საბჭოს მიერ
დადგენილი შინაპატიმრობის დროისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობების)
არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი სასჯელის მოხდის ადგილის
მიხედვით, შესაბამისი წარდგინებით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.“.
მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2025 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს:
ა) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის კონკურსის ჩატარებისა
და კანდიდატის შერჩევის წესი და ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად წარსადგენ დოკუმენტთა
ნუსხა;
ბ) სააგენტოს შესაბამის მოსამსახურეთა სასწავლო კურსის სახეები, აგრეთვე, სასწავლო კურსის
გავლისა და მოსამსახურის სერტიფიცირების წესი;
გ) სპეციალურ საშუალებათა სახეები და მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი;
დ) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი;
ე) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წახალისების წესი;
ვ) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები და
დისციპლინური წარმოების წესი;
ზ) სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუში და მისი
გამოყენების წესი;
თ) დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ფორმა და მისი შედგენის წესი;
ი) იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა დასაკავებლად პრობაციის სპეციალური სასწავლო
კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა საჭირო არ არის;
კ) პრობაციის სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი;
ლ) სააგენტოში სტაჟიორის შრომის ანაზღაურების წესი.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სათანადო
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2007 წელს მიღებულ იქნა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონი, რომელმაც ამავე სახელწოდების 2001 წლის 19 ივნისის კანონი ჩაანაცვლა. ახალმა
კანონმა
განსაზღვრა
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
და
პრობაციის
ღონისძიებების
განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სამსახურისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სისტემა, სტატუსი და მათი საქმიანობის
სამართლებრივი საფუძვლები, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების
გამოყენებაზე უფლებამოსილი პირების მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი სოციალური და
სამართლებრივი დაცვის გარანტიები, მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობები, კანონით დადგენილი
რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი და პირობები, აგრეთვე უშუალოდ
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების განხორციელების წესი და
პროცედურა.
მომდევნო წლების განმავლობაში „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონმა, რომელიც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
საკითხებთან ერთად ამ ღონისძიებათა განმახორციელებელი დაწესებულებისა და მის მოსამსახურეთა
სამართლებრივ სტატუსსაც აწესრიგებდა, არაერთი შესწორება განიცადა. 2009 წლიდან არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური საქართველოს სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნა, ხოლო 2010 წლიდან სამსახურს შეეცვალა სამართლებრივი
სტატუსი და გახდა ამავე სამინისტროს (2014 წლიდან – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 2018 წლიდან, საქართველოს იუსტიციისა და
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროების
გაერთიანების
შედეგად,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტო, 2020 წლიდან კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ერთმანეთს შეერწყა და მათი
უფლებამოსილებები გადაეცა გაერთიანებულ სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შესაბამისი სააგენტოსა და ცენტრის
უფლებამონაცვლედ ჩაითვალა.
სააგენტოს მოსამსახურე
სახელმწიფო სპეციალური წოდება
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019
წლის 29 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ (2020 წლის 1 იანვარი), როდესაც
სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის
პრევენციის ცენტრის გაერთიანების შედეგად შეიქმნა სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), უწინდელი სააგენტოს
მოსამსახურეებისგან განსხვავებით, გაერთიანებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაბამის
მოსამსახურეებს აღარ ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება.
სააგენტოს ძირითად ფუნქციებს, სხვებს შორის, არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის
სამართლებრივი აქტების აღსრულება წარმოადგენს. ამდენად, ის თავისი საქმიანობით უმნიშვნელოვანეს
როლს ასრულებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში, უზრუნველყოფს რა დანაშაულის ჩამდენი
პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. აღნიშნული ფუნქციების შესრულება თავისი არსით
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს საქმიანობას უკავშირდება და დღის
წესრიგში აყენებს საკითხს ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირთათვის შესაბამისი სახელმწიფო
სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფუნქციების მატარებელი სხვა
უწყებების თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. ეს გარემოება სააგენტოს
მოსამსახურეებს (სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს, შიდა კონტროლის განმახორციელებელი
დანაყოფის
მოსამსახურეს,
ორგანიზაციული
მხარდაჭერის
დეპარტამენტის
უფროსსა
და
ამავე
დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურეს,
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსსა და
ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსს,
პროფესიულ ზედამხედველს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფროსსა და
მის მოადგილეს, ჯგუფის უფროსს და პრობაციის ოფიცერს), რომლებსაც თვისობრივად მსგავსი ფუნქციები
აქვთ და საკუთარ უფლებამოსილებებს სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებულ სამუშაო პირობებში, მათ
შორის, არანორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში, ახორციელებენ, მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა
დაწესებულებების მოსამსახურეებთან მიმართებით არათანასწორ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.
აქედან გამომდინარე, სააგენტოს შესაბამის მოსამსახურეებს უნდა მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური
წოდება. ამასთან, უნდა განისაზღვროს ამ კატეგორიის პირთა სამართლებრივი სტატუსი, მათი
სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე მათ მიერ სამსახურის გავლის „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან გარკვეულწილად განსხვავებული პირობები.
შრომის ანაზღაურება და სახელმწიფო კომპენსაცია
სააგენტოს მოსამსახურეთა ნაწილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება, თვისობრივად
მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებების მოსამსახურეთა მსგავსად, მათთვის „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული
შრომის ანაზღაურების სისტემის შემოღებას განაპირობებს. ზოგადად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების
დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები სპეციალური
კანონმდებლობით წესრიგდება, ხოლო შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვის სისტემა უფრო მეტი
კომპონენტისგან შედგება (წელთა ნამსახურობის დანამატი, წოდებრივი სარგო და სხვ.). ამდენად,
მნიშვნელოვანია სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის
დაახლოება სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ანალოგიური ფუნქციების მქონე მოსამსახურეთა შრომის
ანაზღაურების სისტემასთან და ამ გზით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ
ორგანოთა მოსამსახურეების თანაბარ პირობებში ჩაყენება. აქედან გამომდინარე, საჭიროა სააგენტოს
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავდეს არა „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
თანამდებობრივ სარგოს, არამედ იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ
თანამდებობრივ სარგოს, ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა
ნამსახურობის დანამატს. გარდა ამისა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურის
გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემდეგ უნდა გააჩნდეს ადეკვატური სახელმწიფო
კომპენსაციით, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით, სარგებლობის უფლება და
სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
სპეციალური საშუალებების გამოყენება
არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულება გარკვეულ
საფრთხეების შეიცავს - სააგენტოს მოსამსახურეებს ურთიერთობა აქვთ სხვადასხვა სიმძიმის რისკის მქონე,
მათ შორის, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებთან, უწევთ მათ საცხოვრებელ ადგილას ვიზიტების
განხორციელება, რაც შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ამ
საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად კი საჭიროა სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს
ფიზიკური ძალა, ასევე, შეინახოს, ატაროს და კანონმდებლობით დადგენილი წესით (სათანადო კურსის
გავლის შემდეგ) გამოიყენოს სპეციალური საშუალებები.
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით პრობაციის ოფიცერი თანამდებობაზე ინიშნება 3 თვის
გამოსაცდელი ვადით. პრობაციის ოფიცერი ამ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში იუსტიციის სასწავლო
ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს და მისი დასრულებისას აბარებს
შესაბამის გამოცდას. გამოცდის ჩაუბარებლობა არის მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
შესაბამისად, პრობაციის ოფიცერი ჯერ ინიშნება, ხოლო შემდგომ გადის სპეციალურ სასწავლო კურს. ამ
კურსის მიმდინარეობის დროს იგი სრულად ასრულებს პრობაციის ოფიცრის უფლებამოსილებას,
აღასრულებს საქმეებს, კურსის გავლის შემდგომ აბარებს გამოცდას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში
სამსახურიდან თავისუფლდება. შედეგად ვიღებთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც პრობაციის ოფიცერს,
რომლის კომპეტენციაც და უნარ-ჩვევებიც შეფასებული და დადასტურებული არ არის სასწავლო კურსით,
წინასწარ, სრულად ენიჭება პრობაციის ოფიცრისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები. აღნიშნული
მიდგომის შესაცვლელად და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეს, სოციალურ და სამართლებრივი დაცვის ბენეფიტებთან ერთად, მეტი პასუხისმგებლობა და
ვალდებულებებიც ეკისრება, აუცილებელია ამ პირებს შესაბამისი თანამდებობებისათვის სათანადო
კომპეტენცია და უნარ-ჩვევები სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებამდე გააჩნდეთ.
აქედან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია,
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
ვაკანტურ
თანამდებობებზე მისაღები კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის ვაკანტური თანამდებობის
დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, სააგენტოში დაინიშნოს სტაჟიორად 3 თვის ვადით, რომლის
განმავლობაშიც იგი სსიპ – იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაივლის პრობაციის სპეციალურ სასწავლო
კურსს, ხოლო ამ კურსის გავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მას მიეცეს სასწავლო
კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სააგენტოში შესაბამის თანამდებობაზე დაინიშნოს.
ამასთან, სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს და მას უკვე ექნება აღნიშნული
სერტიფიკატი, სააგენტოში შესაბამის თანამდებობაზე სტაჟირების გარეშე დაინიშნოს.
არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის აქტების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები
პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით
განსაზღვრულია რეჟიმი, რომელიც მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და
ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა, მოიცავდეს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
მოვალეობების
შესრულებას.
მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი
დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს. შესაბამისად, პრობაციის ოფიცერს არ აქვს საკმარისი ვადა იმისთვის,
რათა საკმარისი ინფორმაცია მოიძიოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის კერძო/საჯარო
დაწესებულებებში. ხშირ შემთხვევაში ვლინდება, რომ მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა
საპატიო
მიზეზით
ხდება.
ამის
გამო
პრობაციის
ოფიცერს
უწევს
უკვე
შედგენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება, რაც არამიზნობრივ შრომასა და
ადმინისტრაციულ ხარჯთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია,
სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის, ნაცვლად არსებული ვადისა, დაწესდეს 5 სამუშაო
დღე, რაც ოპტიმალური ვადაა იმისათვის, რომ პრობაციის ოფიცერმა მოიძიოს მსჯავრდებულის
შესახებ საკმარისი ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს სამართლებრივი
რეაგირება.
როგორც აღინიშნა, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში
პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს,
რომელიც იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი. მიზანშეწონილია, დადგენილი რეჟიმის
დარღვევის შემთხვევაში, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის“ ნაცვლად, შედგეს
„დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმი“. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე
გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის
მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადების ვალდებულებას. ამ ვალდებულების დარღვევა
თავისი შინაარსით არ მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო შესაბამისი
საქმის
წარმოების
პროცესი
გათვალისწინებულია
არა
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით, არამედ სისხლის სამართლის საქმის წარმოების სფეროში
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მიიღება.
მნიშვნელოვანია, რომ დაბალი რისკის შეფასების მქონე პირობით მსჯავრდებულ და პირობით
ვადამდე გათავისუფლებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა, რეგისტრაციის გავლის მიზნით
პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ საქართველოს მასშტაბით, რის შესაძლებლობასაც მოქმედი
კანონი არ ითვალისწინებს. ეს ცვლილება გააუმჯობესებს მსჯავრდებულთა უფლებრივ
მდგომარეობას და გაუმარტივებს მათ დადგენილი რეჟიმის შესრულებას.
კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პრობაციის ბიუროს უფროსის
სასამართლოსადმი მიმართვის წარდგინების სახეებს. აღნიშნულ წარდგინებათა ჩამონათვალს
უნდა დაემატოს წარდგინება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ
შინაპატიმრობით შეცვლილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი
ნაწილის აღსრულების შესახებ, რათა ეს უკანასკნელი გაიმიჯნოს სასამართლოს მიერ დანიშნული
შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ წარდგინებისაგან. დღეის მდგომარეობით,
იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი
შეცვლილია შინაპატიმრობით და მსჯავრდებული არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,
შესაბამის წარდგინებაში ვერ ხერხდება მსჯავრდებულისთვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა
სახის სასჯელით შეცვლის შესახებ მითითება, ვინაიდან „დანიშნული“ გულისხმობს სასამართლოს
მიერ სასჯელის სახით დანიშნულ შინაპატიმრობას. აქედან გამომდინარე, მოსამართლეები
განუხილველად ტოვებენ მსგავსი შინაარსის წარდგინებას;
მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში
პრობაციის ბიურო შესაბამისი წარდგინებით მიმართავს სამართლებრივი აქტის გამომტან
სასამართლოს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტი გამოტანილი არ არის
აღნიშნული პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, სააღსრულებო საქმის მასალები
წარდგინებასთან ერთად მატერიალურად უნდა გაიგზავნოს სამართლებრივი აქტის გამომტან
სასამართლოში, ხოლო შესაბამისი თანამშრომელი მივლინებულ იქნეს სასამართლო პროცესზე
წარმომადგენლობისთვის. ამდენად, მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის არასაპატიო
მიზეზით დარღვევის შემთხვევაში უმჯობესია ბიურომ წარდგინებით მიმართოს სასამართლოს
სამართლებრივი აქტის აღსრულების ადგილის მიხედვით. აღნიშნული ცვლილებით დაიზოგება
ადმინისტრაციული/ფინანსური რესურსები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული
საჭიროებებით. იმისათვის, რათა სააგენტომ შეძლოს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით
არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების ფუნქციების
ეფექტიანად განხორციელება, საჭიროა აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად:
დაზუსტდება
სააგენტოს
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეთა
სამართლებრივ სტატუსთან, აგრეთვე მათ მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული
საკითხები;
აღმოიფხვრება აღსრულების პროცესში არსებული ცალკეული ხარვეზები და უზრუნველყოფილი
იქნება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების
ეფექტიანი აღსრულება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს:
სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება: სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს, შიდა
კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურეს, ორგანიზაციული მხარდაჭერის
დეპარტამენტის
უფროსი
და
ამავე
დეპარტამენტის
ელექტრონული
ზედამხედველობის
განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურეს, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
დეპარტამენტის
უფროსსა
და
ამავე
დეპარტამენტის
სამმართველოს უფროსს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსს, პროფესიულ
ზედამხედველს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფროსსა და მის
მოადგილეს, ჯგუფის უფროსს და პრობაციის ოფიცერს. ამასთან, აღნიშნულ პირთა შრომის
ანაზღაურება მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატსა და სახელმწიფო
სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;
კანონში გაიწერება სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი და მისი სამართლებრივი
დაცვის გარანტიები, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ
სააგენტოში
სამსახურის
გავლასთან
დაკავშირებული
საკითხები;
იცვლება
სააგენტოში
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ვაკანტურ თანამდებობაზე მიღების წესი;
სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას ექნება უფლება, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, ასევე, შეინახოს, ატაროს და
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სპეციალური საშუალებები;
დაბალი
რისკის
შეფასების
მქონე
პირობით
მსჯავრდებულს
და
პირობით
ვადამდე
გათავისუფლებულ პირს ექნება შესაძლებლობა, პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე გამოცხადდეს
საქართველოს მასშტაბით;
მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს
უფლებამოსილი პირი, ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა, შეადგენს
დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმს. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევის
შემთხვევაში პრობაციის ოფიცერს ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილად მოიძიოს მის შესახებ
ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინოს რეჟიმის დარღვევის ოქმი;
კანონში გაიწერება დადგენილი რეჟიმის დარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის
ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. შედეგად, აღნიშნული
ოქმების ბათილობისა თუ ძალადაკარგულად გამოცხადებისას პრობაციის ბიუროს უფროსი
იხელმძღვანელებს უშუალოდ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში,
პრობაციის ბიურო შესაბამისი წარდგინებით სასამართლოს მიმართავს სამართლებრივი აქტის
აღსრულების ადგილის მიხედვით, რაც დაზოგავს დროს და ადმინისტრაციულ რესურსს;
პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის
(მათ შორის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით და 381-ე
მუხლით, ასევე 275-ე (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების
ან
ექსპლუატაციის
წესის
დარღვევა)
და
276-ე
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მუხლებით
(„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის საფუძველზე) გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისთვის მსჯავრდებული პირისთვის − სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ
გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში
მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ
შუამდგომლობით მიმართავს სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ
მუდმივმოქმედ კომისიას;
კანონის მე-14 მუხლი (მსჯავრდებული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა) ითვალისწინებს
შემთხვევას, როდესაც მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა მიეცემა, თუ ის
მუშაობის ან სწავლის მიზნით მიიწვია უცხოურმა კომპანიამ, რომელიც გასცემს შესაბამის
დოკუმენტს. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მსჯავრდებულს
სამსახური მივლინებით აგზავნის საზღვარგარეთ, რის გამოც ამ მიზეზით სააგენტოში მიმართვათა
რაოდენობა პრაქტიკაში ძალიან მაღალია. იმისათვის, რათა მსჯავრდებულს ხელი არ შეეშალოს
სამსახურებრივ საქმიანობაში და მიეცეს საშუალება, საზღვარგარეთ წავიდეს მისი სამსახურებივი
მიზნებიდან გამომდინარე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მსჯავრდებულს საზღვარგარეთ
გამგზავრების ნებართვა მიეცემა, თუ იგი საზღვარგარეთ მიემგზავრება სამსახურებრივი
მივლინებით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით.
მსჯავრდებულის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან მისი გადაკვეთის მცდელობის
შემთხვევაში, შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის
ზედამხედველობისთვის გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის
უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი შეამოწმებს, აქვს თუ არა მსჯავრდებულს საზღვარგარეთ
გამგზავრების ნებართვა, ხოლო ამ ნებართვის არარსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულს არ
მისცემს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას და აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ შეატყობინებს სააგენტოს;
პირები, რომელთაც სასჯელის სახით დაკისრებული აქვთ იარაღთან დაკავშირებული უფლების
შეზღუდვა,
გათავისუფლდებიან
საზღვარგარეთ
გამგზავრების
ნებართვის
აღების
ვალდებულებისაგან. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია უცხოელისა და საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით
დატოვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის საჭიროებით;
მსჯავრდებული დაჯარიმდება არა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე
საქართველოს საზღვრის კვეთის ან მისი კვეთის მცდელობის, არამედ ამ ნებართვის ვადის გასვლის
შემდეგ საქართველოში დაუბრუნებლობის შემთხვევაშიც;
სასამართლოსთვის მიმართვის წარდგინების სახეებს ემატება პრობაციის ბიუროს უფროსის
წარდგინება შინაპატიმრობით შეცვლილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის
მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ;
ზუსტდება სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და
ადრესატისთვის ჩაბარების წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონის პირველი მუხლი 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, ვინიდან, კანონპროექტის
მიღებიდან მის ამოქმედებამდე გასული დრო გამოყენებული იქნება სათანადო ორგანიზაციული
ღონისძიებების განსახორციელებლად და იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების გამოსაცემად.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება 2025 და შემდგომ
წლებში წლიური საბიუჯეტო კანონით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. იმის
გათვალისწინებით, რომ ამ პაკეტში შემავალი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროქტის თანახმად, აღნიშნული კანონი არ გავრცელდება
სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე. ამ პირების შრომის ანაზღაურების სტრუქტურა
განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, რომელიც მითითებული კანონისგან განსხვავებული
იქნება, კერძოდ, სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, თანამდებობრივი სარგოს გარდა
(რომელიც კვლავ მითითემული კანონით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით განისაზღვრება და
მისი ცვლილებაც არ იგეგმება), მიიღებენ წოდებრივ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, კანონის
ამოქმედების შემდეგ, პირველ ეტაპზე (2025 წელი), დაფინანსებისათვის საჭირო თანხები (იხ. განმარტებითი
ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტი) გამოყოფა დაგეგმილია სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან (რაც
გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით) და საკუთარი შემოსავლებიდან,
ხოლო შემდგომ ეტაპზე, შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საჭირო გახდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი თანხის გამოყოფა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
კანონპროექტის მიღების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მიერ განისაზღვრება სააგენტოს სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი. აღნიშნული მოსამსახურეები
მიიღებენ წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელიც საქართველოს საგადასახადო
კოდექსის V კარიდან (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) გამომდინარე, წარმოადგენს ფიზიკური
პირის დასაბეგრ შემოსავალს და ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადის სახით (20%-ის
ოდენობით. ამასთან, ამ ეტაპზე, არ არის გამოკვეთილი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში
გავრცელდება ამავე კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები).
განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შემთხვევაში მოსამსახურეს მიეცემა
შრომის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
შრომის ანაზღაურების
კომპონენტის სახე
თანხის ოდენობა (ლარი)
თვეში
2025 წლის ივლისიდან
2026 და ყოველი
დეკემბრის ჩათვლით
მომდევნო წელი
წოდებრივი სარგო
9 160
54 960
109 920
წელთა ნამსახურობის დანამატი
95 570
573 420
1 146 840
სულ
104 730
628 380
1 256 760
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის თანახმად (1.1 პუნქტი), საშემოსავლო გადასახადი,
გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ
გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა, მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქედან
გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წოდებრივი სარგოსა და წელთა
ნამსახურობის დანამატიდან დაბეგრილი შემოსავლის სახით გაიზრდება შემდეგი ოდენობით:
შრომის ანაზღაურების
კომპონენტის სახე
თანხის ოდენობა (ლარი)
თვეში
2025 წლის ივლისიდან
2026 და ყოველი
დეკემბრის ჩათვლით
მომდევნო წელი
წოდებრივი სარგო
1 832
10 992
21 984
წელთა ნამსახურობის დანამატი
19 114
114 684
229 368
სულ
20 946
125 676
251 352
ამავდროულად, იმის გამო, რომ კანონპროექტით სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
წოდებრივ სარგოს მიიღებს საკლასო დანამატის ნაცვლად, ხოლო განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის
მიხედვით, 2024 წელს საკლასო დანამატის უფლების მქონე 175 მოსამსახურის მიერ ყოველთვიურად
მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა თვეში შეადგენს 3 692 ლარს, 2025 წლის ბოლო 6 თვეში – 22
152 ლარს, ხოლო 2025 და ყოველ მომდევნო წელს – 44 304 ლარს (2025 წლისა და მომდევნო წლების
გაანგარიშება ეფუძნება 2024 წელს მოქმედ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომლის მიხედვითაც
გაანგარიშდება საკლასო დანამატი), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი საკლასო
დანამატიდან დასაბეგრი შემოსავლის სახით შემცირდება შემდეგი ოდენობით:
შრომის ანაზღაურების
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიუღებელი საშემოსავლო
კომპონენტის სახე
გადასახადის ჯამური ოდენობა (ლარი)
თვეში
საკლასო დანამატი
2025 წლის ივლისიდან
2026 და ყოველი
დეკემბრის ჩათვლით
მომდევნო წელი
4 431
8 862
738,5370,4
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი
თვეში გაიზრდება 20 207,5 ლარით (20 946 – 738,5), 2025 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში – 123 453,6 ლარით
(121 245 – 4 431), ხოლო 2026 და ყოველ მომდევნო წელს – 242 490 ლარით (251 352 – 8 862).
აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო
პერიოდში მომუშავე იმ მოსამსახურეთა რაოდენობაზე, რომლებიც აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამსახურეთა მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინური სახდელის
ზომებს ემატება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება. რაც სააგენტოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს და მისი მოცულობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული ზომის
გამოყენების რაოდენობაზე.
ფართოვდება პირთა წრე, რომელთა გარდაცვალების გამოც მსჯავრდებულს შეიძლება საპატიოდ
ჩაეთვალოს
კანონით
დადგენილი
რეჟიმის
დარღვევა
და
აღარ
დაეკისროს
დარღვევის
გამო
პასუხისმგებლობა (ჯარიმა 100 ლარი, ხოლო თუ რეჟიმი იმ მსჯავრდებულმა დაარღვია, რომელიც
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება – გაფრთხილება). აღნიშნული ცვლილების
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენა დამოკიდებული იქნება ჯარიმების რაოდენობაზე.
კანონპროექტით მსჯავრდებული დაჯარიმდება (1000 ლარის ოდენობით, ხოლო მაკვალიფიცირებელი
გარემოების არსებობისას – 2000 ლარის ოდენობით) არა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის
გარეშე საქართველოს საზღვრის კვეთის ან მისი კვეთის მცდელობის, არამედ ამ ნებართვის ვადის გასვლის
შემდეგ საქართველოში დაუბრუნებლობის შემთხვევაშიც. აღნიშნული ცვლილების საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენა დამოკიდებული იქნება დაჯარიმების რაოდენობაზე.
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს 2025 წლისა და შემდგომი წლების ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს 2025 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით, რომლითაც 2025 წლის 1
ივლისამდე დამტკიცდება სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოსა და
წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, აღნიშნული მოსამსახურეები მიიღებენ სპეციალური წოდების
შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ამდენად, კანონპროექტის გავლენა
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, სააგენტოს სპეციალური
წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიღების უფლების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე,
ხოლო
მეორე
მხრივ,
კონკრეტულ
მოსამსახურეთა
ნამსახურობის
წელთა
ხანგრძლივობაზე,
თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივი სარგოს ოდენობებზე.
დღეს არსებული მდგომარეობით, სააგენტოში დასაქმებულია 475 მოსამსახურე, რომელთაგან
სახელმწიფო სპეციალურ წოდებას მიიღებს 303 მოსამსახურე. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეთა 2025 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა:
თანამდებობა
რაოდენობა
თანამდებობრივი
სარგოს ოდენობა
(ლარი)
სააგენტოს უფროსი
1
8 296
სააგენტოს უფროსის მოადგილე
3
7 300
შიდა კონტროლის
უფროსი
1
5 548
დეპარტამენტი
მთავარი სპეციალისტი
3
2 920
სპეციალისტი
5
2124-2190(2)-2257(2)
უფროსი
1
5 548
ელექტრონული ზედამხედველობის მენეჯერი
1
3 650
მობილური და სწრაფი რეაგირების ჯგუფის
განმახორციელებელი მენეჯერი
1
2 336
დანაყოფის
ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის
15
1 825–1 972
მოსამსახურე
თანამშრომელი
უფროსი
10
4 088
მოადგილე
−
−
ჯგუფის უფროსი
9
2 482
ორგანიზაციური
მხარდაჭერის
დეპარტამენტი
ელექტრონული
ზედამხედველობის
პრობაციის ბიურო
(1 ვაკანტურია)
პრობაციის ოფიცერი
171
2 190
(7 ვაკანტური)
უფროსი
1
5 548
ყოფილ პატიმართა
სამმართველოს უფროსი
2
3 650
რესოციალიზაცია
პროფესიული ზედამხედველი
4
2 774
მსჯავრდებულთა და
რეაბილიტაციის
სოციალური მუშაკი
49
დეპარტამენტი
2 336
(5 ვაკანტური)
ფსიქოლოგი
2 336
15
(3 ვაკანტური)
არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრი
უფროსი
1
5 548
პროფესიული ზედამხედველი
2
2 774
სოციალური მუშაკი
4
2 336
(4 ვაკანტური)
ფსიქოლოგი
4
2 336
(1 ვაკანტური)
სააგენტოს
სპეციალური
წოდების
მქონე
წოდებრივი
მოსამსახურეთა
სარგოს
ოდენობა
დიფერენცირებული იქნება შესაბამისი წოდებებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით:
წოდებრივი
1 თვის
1 წლის
სარგო (ლარი)
ფონდი
ფონდი
−
110
−
−
იუსტიციის გენერალ-მაიორი
−
100
−
−
იუსტიციის პოლკოვნიკი
−
70
−
−
6
60
360
4 320
იუსტიციის მაიორი
31
50
1 550
18 600
იუსტიციის კაპიტანი
30
40
1 200
14 400
102
30
3 060
36 720
62
25
1 550
18 600
72
20
1 440
17 280
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
იუსტიციის რიგითი
-
-
-
-
სულ
303
-
9 160
109 920
სპეციალური წოდება
რაოდენობა
იუსტიციის გენერალლეიტენანტი
იუსტიციის ვიცეპოლკოვნიკი
იუსტიციის უფროსი
ლეიტენანტი
იუსტიციის ლეიტენანტი
იუსტიციის უმცროსი
ლეიტენანტი
იუსტიციის ზემდეგი
იუსტიციის უფროსი
სერჟანტი
იუსტიციის სერჟანტი
იუსტიციის უმცროსი
სერჟანტი
შენიშვნა: უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს წოდებრივი სარგო არ მიეცემათ.
სააგენტოს
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეთა
წელთა
ნამსახურობის
დანამატი
გამოითვლება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის შესაბამისი
პროცენტული ოდენობით (მაგალითად, თუ მოსამსახურის (პრობაციის ოფიცრის – 145 პირი)
თანამდებობრივი სარგო არის 2 190 ლარი, მისი წოდებრივი სარგო − 60 ლარი (შესაბამისად, შრომის
ანაზღაურების ამ კომპონენტების ჯამი 2250 ლარია), ხოლო მისი სამუშაო სტაჟი 10 წელზე მეტია (104 პირი),
მისი წელთა ნამსახურობის დანამატი შეადგენს 2250 ლარის 20%-ს − 450 ლარს):
წელთა ნამსახურობა
მოსამსახურეთა
თანამდებობრივი
თანხის ოდენობა
რაოდენობა
სარგოსა და წოდებრივი
თვე (ლარი)
სარგოს ჯამის %
1-დან 2 წლამდე
65
5
8 450
2-დან 5 წლამდე
92
10
22 080
5-დან 10 წლამდე
42
15
15 120
10 და მეტი წელი
104
20
49 920
აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოსამსახურის (პრობაციის ოფიცრის) რეგულარულად
(ყოველთვიურად) მისაღები ჯამური შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო (2190 ლარი),
წოდებრივი სარგო (60 ლარი), წელთა ნამსახურობის დანამატი (450 ლარი)) იქნება 2 700 ლარი.
ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე 303
მოსამსახურის წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გასაცემად, არსებული
მდგომარეობით, საჭირო იქნება შემდეგი ოდენობის თანხების გამოყოფა:
შრომის ანაზღაურების
თანხის ოდენობა (ლარი)
კომპონენტის სახე
თვეში
2025 წლის ივლისიდან
2026 და ყოველი
დეკემბრის ჩათვლით
მომდევნო წელი
წოდებრივი სარგო
9 160
54 960
109 920
წელთა ნამსახურობის დანამატი
95 570
573 420
1 146 840
სულ
104 730
628 380
1 256 760
ზემოაღნიშნული თანხები არის მიახლოებითი მონაცემები, რადგან დამოკიდებულია შესაბამის
საანგარიშო პერიოდში არსებულ
მოსამსახურეთა რაოდენობაზე.
მოსამსახურეთა
სპეციალურ
წოდებაზე,
შრომით
სტაჟსა
და
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტით სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურე წოდებრივ სარგოს მიიღებს საკლასო დანამატის ნაცვლად. 2024 წლის მდგომარეობით,
შესაბამისი მოსამსახურეებიდან საკლასო დანამატს (პირველი კლასი) იღებს 175 მოსამსახურე. საკლასო
დანამატის ოდენობა დიფერენცირებულია და განისაზღვრება მოხელის კლასის მქონე კონკრეტული
მოსამსახურის სარგოს 1%-ით. 2024 წელს სააგენტოს მოსამსახურეები იღებენ შემდეგ საკლასო დანამატს:
მოსამსახურეთა
საკლასო დანამატი
რაოდენობა
2024 წელს (ლარი)
მოხელის კლასი
3
152
პირველი კლასი
1
33
პირველი კლასი
3
76
პირველი კლასი
27
575
პირველი კლასი
129
2574
პირველი კლასი
9
203
პირველი კლასი
3
80
პირველი კლასი
2024 წელს 175 მოსამსახურის მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა
შეადგენს 3 692 ლარს. აქედან გამომდინარე, საკლასო დანამატის ნაწილში 2025 წლის ბოლო 6 თვის
განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი ხარჯები შემცირდება 22 152
ლარით, ხოლო 2026 წელსა და შემდეგ წლებში საკლასო დანამატის სახით არ გაიცემა 44 304 ლარი.
აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგანაც დამოკიდებულია კანონპროექტის ამოქმედების
მომენტისათვის მომუშავე შესაბამის მოსამსახურეთა რაოდენობაზე.
ამდენად, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურებისათვის
2025 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში დამატებით საჭირო იქნება 606 228 (628 380 –22 152) ლარის გამოყოფა,
2026 და შემდგომ წლებში – 1 212 456 (1 256 760 – 44 304) ლარის გამოყოფა.
კანონპროექტით სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელიც
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო
საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საწვავის წლიური ხარჯი შესაძლოა გაიზარდოს დაახლოებით 20 000
ლარით, რაც საბიუჯეტო ასიგნებით საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებული ხარჯის 2%-ს შეადგენს. დაფინანსება განხორციელდება სააგენტოსთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
კანონპროექტით სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ვაკანტურ თანამდებობებზე
მისაღები კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
გამოცხადებულ კონკურსს სააგენტოში დაინიშნება სტაჟიორად 3 თვის ვადით, რომლის განმავლობაშიც
სსიპ – იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაივლის სასწავლო კურსს. სასწავლო კურსის გავლისა და გამოცდის
წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მას ეძლევა სასწავლო კურსის გავლისა და ჩაბარების დამადასტურებელი
სერტიფიკატი და დაინიშნება სააგენტოში შესაბამის თანამდებობაზე. აღნიშნული სასწავლო კურსი
დაფინანსდება სააგენტოს ბიუჯეტიდან. ხარჯი გაწეული იქნება სააგენტოს საბიუჯეტო გეგმისა და ასევე,
საკუთარი სახსრების გეგმის ფარგლებში, სადაც შესაბამისად, 2025 წლისათვის განსაზღვრულია 40 000 ლარი
(საბიუჯეტო გეგმა) და 120 000 ლარი (საკუთარი სახსრების გეგმა). აღნიშნული ბიუჯეტით დაფინანსება
განსაზღვრულია და მოიცავს სააგენტოს კადრების მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირებებისათვის
განსაზღვრულ ხარჯს. შესაბამისად, სააგენტოს ხარჯი იზრდება 60 000 ლარით, რაც დაფინანსდება მისი
საკუთარი სახსრებიდან. რაც შეეხება სტაჟიორის ანაზრაურებას, ის განსხვავებული იქნება თანამდებობაზე
დანიშნული პირის ანაზღაურებისაგან – „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტო მოსამსახურეს უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოწმობით,
ხოლო პრობაციის ოფიცერსა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ცალკეულ მოსამსახურეს –
სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლითა და სამსახურებრივი მოწმობით. აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი
ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფა სააგენტოს დებულებაც განსაზღვრავს, რომლის თანახმად,
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრებს, ხოლო სააგენტოს უფროსის
გადაწყვეტილებით, სააგენტოს ცალკეული მოსამსახურეები ატარებენ სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც
მათ უზრუნველყოფს სააგენტო“. ეს ვალდებულება კანონითაც იქნება განსაზღვრული. 2024 წელს
სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისათვის 400 000 ლარია განსაზღვრული. აქედან 150 000 ლარი
გამოყოფილია ბიუჯეტიდან, ხოლო 250 000 - სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. რაც შეეხება
სამსახურებრივ მოწმობებს, მათი უზრუნველყოფა ახლაც ხდება სააგენტოს ბიუჯეტიდან და კანონპროექტის
ამოქმედების შემდეგ მისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება სააგენტოში
მიღებულ და სააგენტოდანმ გათავისუფლებულ მოსამსახურეთა რაოდენობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, პრობაციის ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
შესაძლებელია აღჭურვილი იყოს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოაუდიო გადამღები ტექნიკით, რისთვისაც 2025 წლის ბიუჯეტით (პროექტი) უკვე განსაზღვრულია 50 000
ლარი (ერთეულის ღირებულება იქნება არაუმეტეს 500 ლარისა).
კანონპროექტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის
შესაბამისად შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სპეციალური საშუალებები (სპეციალური ხელკეტი და
ელექტროშოკური მოწყობილობა), რისთვისაც საჭირო იქნება 50 000 ლარის გამოყოფა, რაც სააგენტოს
საუთარი სახსრებიდან დაფინანსდება.კანონპროექტის მიხედვით, მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს
სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული ცვლილება
საშუალოვადიან პერიოდში გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ,
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ (2025 წლის 1 ივლისი) სააგენტოს
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შორის წოდებით მუშაობის ყველაზე მეტი
სტაჟის მქონე პირის წელთა ნამსახურობის ხანგრძლივობა 15 წელზე მეტი ქნება 48 თანამშრომელს, ხოლო
სააგენტოს შესაბამისი მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომეპენსაციის დანიშვნის სავალდებულო
პირობად წოდებით ნამსახურობის 20 კალენდარული წელი განისაზღვრება, კანონპროექტის ამოქმედების
მომენტისათვის და შემდგომი 6 თვის განმავლობაში, აგრეთვე 2026–2028 წლებში, სახელმწიფო სპეციალური
წოდებით მუშაობის 20-წლიანი სტაჟი სააგენტოს არცერთ მოსამსახურეს არ ექნება. აქ არ მოიაზრებიან ის
მოსამსახურეები, რომლებიც შეიძლება დაემატონ სააგენტოს შესაბამის წლებში, რადგან, ამ ეტაპზე, მათი
გათვალისწინება შეუძლებელია.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2025 წლისა და შემდგომი წლების ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეებს, რომლებიც ამ კანონის მიღების შედეგად მიენიჭებათ
სახელმწიფო სპეციალური წოდება, წარმოეშობათ წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის
მიღების უფლება, რომლის ოდენობა და გაცემის წესიც შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
ამასთან, აღნიშნული მოსამსახურეები აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს.
მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სამსახურის გავლის შემდეგ მათ
წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან
კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება,
როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური
ოდენობით. გარდა ამისა, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს მუშაობის
სტაჟში ჩაეთვლებათ სააგენტოში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, რაც გავლენას იქონიებს
სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებაზე. ამასთან, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული
ოდენობით მიღების უფლებით ისარგებლებენ ასევე გარდაცვლილი მოსამსახურის შვილები 18 წლის ასაკის
მიღწევამდე, აგრეთვე მისი შრომისუუნარო მეუღლე და მშობლები.
კანონპროექტის თანახმად, დაბალი რისკის შეფასების მქონე პირობით მსჯავრდებულსა და პირობით
ვადამდე გათავისუფლებულ პირს შეუძლია პრობაციის ბიუროში გამოცხადდეს საქართველოს მასშტაბით,
რითაც მათ მნიშვნელოვნად დაეზოგებათ ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ხარჯები.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამსახურეთა მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინური სახდელის
ზომებს ემატება: 1) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება და 2) უფრო დაბალ
თანამდებობაზე
გადაყვანა.
აქედან
გამომდინარე,
ცვლილება
ფინანსურ
გავლენას
იქონიებს
მოსამსახურეებზე, თუ მათ აღნიშნული ზომები შეეფარდებათ.
ფართოვდება პირთა წრე, რომელთა გარდაცვალების გამოც მსჯავრდებულს შეიძლება საპატიოდ
ჩაეთვალოს
კანონით
დადგენილი
რეჟიმის
დარღვევა
და
აღარ
დაეკისროს
დარღვევის
გამო
პასუხისმგებლობა (ჯარიმა 100 ლარი, ხოლო თუ რეჟიმი იმ მსჯავრდებულმა დაარღვია, რომელიც
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება – გაფრთხილება).
კანონპროექტით მსჯავრდებული დაჯარიმდება (1000 ლარის ოდენობით, ხოლო მაკვალიფიცირებელი
გარემოების არსებობისას – 2000 ლარის ოდენობით) არა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის
გარეშე საქართველოს საზღვრის კვეთის ან მისი კვეთის მცდელობის, არამედ ამ ნებართვის ვადის გასვლის
შემდეგ საქართველოში დაუბრუნებლობის შემთხვევაშიც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი უშუალოდ არ ითვალისწინებს
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.