„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.09.2024
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/420/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი: „ზ2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“. მუხლი 2 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ძირითად ფუნქციებს, სხვებს შორის, არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულება წარმოადგენს, რასაც სააგენტო ახორციელებს მისი ტერიტორიული ორგანოების − სააგენტოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ − პრობაციის ბიურო) მეშვეობით. საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულია სააგენტოს მოსამსახურეთა ნაწილისთვის (სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე, შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურე, ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი, პროფესიულ ზედამხედველი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილე, ჯგუფის უფროსი და პრობაციის ოფიცერი) სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება. ეს უკანასკნელი გარემოება, თვისობრივად მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებების მოსამსახურეთა მსგავსად, სააგენტოს მოსამსახურეებისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული შრომის ანაზღაურების სისტემის შემოღებას განაპირობებს. ზოგადად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება, ხოლო შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვის სისტემა უფრო მეტი კომპონენტისგან შედგება (წელთა ნამსახურობის დანამატი, წოდებრივი სარგო და სხვ.). „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამავე კანონის მოქმედება არ ვრცელდება, სხვებს შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებზე, აგრეთვე, პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე. ამდენად, მნიშვნელოვანია სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის დაახლოება სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ანალოგიური ფუნქციების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემასთან და ამ გზით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოთა მოსამსახურეების თანაბარ პირობებში ჩაყენება. აქედან გამომდინარე, საჭიროა სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავდეს არა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოს, არამედ იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სტატუსი, ფუნქციები და საქმიანობის წესი თვისობრივად განსხვავდება სხვა საჯარო მოსამსახურეებისგან, რის გამოც საჭიროა შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც საჯარო დაწესებულებათა მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედების ფარგლებს განსაზღვრავს და მიეთითება, რომ, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მისი მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, თუ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ დადგინდება, ამავე კანონის მოქმედება არ გავრცელდება სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გამოიცემა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი. ამავე ნორმატიული აქტის საფუძველზე სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის გარდა, მიიღებენ სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, თუ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე კანონის მოქმედება არ ვრცელდება, მათ შორის, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლი, რომელიც სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიმართ შრომის ანაზღაურების განსხვავებული წესის დადგენას უკავშირდება, 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, რათა ამ დრომდე შესაძლებელი იყოს შესაბამისი ფინანსური და ორგანიზაციულსამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება და ასევე უკავშირდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების ამოქმედებას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები, რაც გამოწვეული იქნება იუსტიციის მინისტრის იმ ნორმატიული აქტით, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი (შესაბამისი მოსამსახურე მიიღებს წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს), დაფინანსდება 2025 და შემდგომ წლებში წლიური საბიუჯეტო კანონით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ვინაიდან სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები მიიღებენ წოდებრივ სარგოს, კანონის ამოქმედების შემდეგ, პირველ ეტაპზე, დაფინანსებისათვის საჭირო თანხები (იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტი) გამოიყოფა სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო შემდგომ ეტაპზე, შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საჭირო გახდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მიერ განისაზღვრება სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი. აღნიშნული მოსამსახურეები მიიღებენ წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის V კარიდან (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) გამომდინარე, წარმოადგენს ფიზიკური პირის დასაბეგრ შემოსავალს და ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით (20%-ის ოდენობით. ამასთან, ამ ეტაპზე, არ არის გამოკვეთილი ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ვრცელდება ამავე კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები). განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შემთხვევაში მოსამსახურეს მიეცემა შრომის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე თვეში წოდებრივი სარგო წელთა ნამსახურობის დანამატი სულ 9 160 95 570 104 730 თანხის ოდენობა (ლარი) 2025 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით 54 960 573 420 628 380 2026 და ყოველი მომდევნო წელი 109 920 1 146 840 1 256 760 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის თანახმად (1.1 პუნქტი), საშემოსავლო გადასახადი, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა, მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატიდან დაბეგრილი შემოსავლის სახით გაიზრდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე თვეში წოდებრივი სარგო წელთა ნამსახურობის დანამატი სულ 1 832 19 114 20 946 თანხის ოდენობა (ლარი) 2025 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით 10 992 114 684 125 676 2026 და ყოველი მომდევნო წელი 21 984 229 368 251 352 აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოს მოხელეებს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით განსაზღვრული აქვთ მოხელის კლასი, სარგებლობენ საკლასო დანამატის მიღების უფლებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდება სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმად, აღნიშნული მოსამსახურეები ამ წესით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის გარდა, აგრეთვე მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს და წოდებრივ სარგოს, თუმცა, აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს, რადგან განსხვავებული იქნება მათი, როგორც მოხელის, სამართლებრივი სტატუსი (მაგალითად, აღარ მოხდება მათთვის მოხელის კლასის მინიჭება), ასევე – შრომის ანაზღაურების სისტემაც, რომელიც მათზე გავრცელდება. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე წოდებრივ სარგოს მიიღებს საკლასო დანამატის ნაცვლად, ხოლო განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2024 წელს 82 მოსამსახურის მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა თვეში შეადგენს 1 852 ლარს, 2025 წლის ბოლო 6 თვეში – 11 112 ლარს, ხოლო 2026 და ყოველ მომდევნო წელს – 22 224 ლარს (2025 წლისა და მომდევნო წლების გაანგარიშება ეფუძნება 2024 წელს მოქმედ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომლის მიხედვითაც გაანგარიშდება საკლასო დანამატი), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი საკლასო დანამატიდან დასაბეგრი შემოსავლის სახით შემცირდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიუღებელი საშემოსავლო კომპონენტის სახე გადასახადის ჯამური ოდენობა (ლარი) თვეში საკლასო დანამატი 370,4 2025 წლის ივლისიდან 2026 და ყოველი დეკემბრის ჩათვლით მომდევნო წელი 2 222,4 4 444,8 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი თვეში გაიზრდება 20 575,6 ლარით (20 946 – 370,4), 2025 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში – 123 453,6 ლარით (125 676 – 2 222,4), ხოლო 2026 და ყოველ მომდევნო წელს – 246 907,2 ლარით (251 352 – 4 444,8). აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან მათი ოდენობა დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომუშავე იმ მოსამსახურეთა რაოდენობაზე, რომლებიც აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ან/და კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს 2025 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით, რომლითაც დამტკიცდება სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, აღნიშნული მოსამსახურეები მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ამდენად, კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, სააგენტოს სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიღების უფლების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტულ მოსამსახურეთა ნამსახურობის წელთა ხანგრძლივობაზე, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივი სარგოს ოდენობებზე. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (303 მოსამსახურე) არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა: თანამდებობა რაოდენობა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა (ლარი) სააგენტოს უფროსი სააგენტოს უფროსის მოადგილე შიდა კონტროლის უფროსი დეპარტამენტი მთავარი სპეციალისტი სპეციალისტი ორგანიზაციური უფროსი მხარდაჭერის დეპარტამენტი ელექტრონული ზედამხედველობის მენეჯერი ელექტრონული 1 3 1 3 5 1 8 296 7 300 5 548 2 920 2124-2190(2)-2257(2) 5 548 1 3 650 ზედამხედველობის მობილური და სწრაფი რეაგირების ჯგუფის განმახორციელებელი მენეჯერი დანაყოფის ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მოსამსახურე თანამშრომელი 1 2 336 15 1 825–1 972 10 − 9 (1 ვაკანტურია) 171 (7 ვაკანტური) 1 4 088 − 2 482 2 3 650 პრობაციის ბიურო უფროსი მოადგილე ჯგუფის უფროსი პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა უფროსი სამმართველოს უფროსი 2 190 5 548 რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტი პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაკი ფსიქოლოგი უფროსი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი 2 774 49 (5 ვაკანტური) 15 (3 ვაკანტური) 1 2 336 5 548 2 2 774 4 (4 ვაკანტური) 4 (1 ვაკანტური) 2 336 პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაკი ფსიქოლოგი სააგენტოს 4 სპეციალური წოდების მქონე 2 336 2 336 წოდებრივი მოსამსახურეთა სარგოს ოდენობა დიფერენცირებული იქნება შესაბამისი წოდებებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით: წოდებრივი 1 თვის სარგო (ლარი) ფონდი იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი − 110 − იუსტიციის გენერალ-მაიორი − 100 − იუსტიციის პოლკოვნიკი − 70 − იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 6 60 360 იუსტიციის მაიორი 31 50 1 550 იუსტიციის კაპიტანი 30 40 1 200 იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი 102 30 3 060 იუსტიციის ლეიტენანტი 62 25 1 550 იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი 72 20 1 440 იუსტიციის ზემდეგი იუსტიციის უფროსი სერჟანტი იუსტიციის სერჟანტი იუსტიციის უმცროსი სერჟანტი იუსტიციის რიგითი სულ 303 9 160 შენიშვნა: უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს წოდებრივი სარგო არ მიეცემათ. სპეციალური წოდება სააგენტოს სპეციალური რაოდენობა წოდების მქონე მოსამსახურეთა წელთა 1 წლის ფონდი − − − 4 320 18 600 14 400 36 720 18 600 17 280 109 920 ნამსახურობის დანამატი გამოითვლება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის შესაბამისი პროცენტული ოდენობით (მაგალითად, თუ მოსამსახურის (პრობაციის ოფიცრის – 145 პირი) თანამდებობრივი სარგო არის 2 190 ლარი, მისი წოდებრივი სარგო − 60 ლარი (შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ამ კომპონენტების ჯამი 2250 ლარია), ხოლო მისი სამუშაო სტაჟი 10 წელზე მეტია (104პირი), მისი წელთა ნამსახურობის დანამატი შეადგენს 2250 ლარის 20%-ს − 450 ლარს): წელთა ნამსახურობა მოსამსახურეთა რაოდენობა 1-დან 2 წლამდე 2-დან 5 წლამდე 5-დან 10 წლამდე 10 და მეტი წელი 65 92 42 104 აქედან შესაბამისი გამომდინარე, თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის % 5 10 15 20 მოსამსახურის (პრობაციის თანხის ოდენობა თვე (ლარი) 8 450 22 080 15 120 49 920 ოფიცრის) რეგულარულად (ყოველთვიურად) მისაღები ჯამური შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო (2190 ლარი), წოდებრივი სარგო (60 ლარი), წელთა ნამსახურობის დანამატი (450 ლარი)) იქნება 2 700 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე 303 მოსამსახურის წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გასაცემად, არსებული მდგომარეობით, საჭირო იქნება შემდეგი ოდენობის თანხების გამოყოფა: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე თვეში წოდებრივი სარგო წელთა ნამსახურობის დანამატი სულ 9 160 95 570 104 730 თანხის ოდენობა (ლარი) 2025 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით 54 960 573 420 628 380 2026 და ყოველი მომდევნო წელი 109 920 1 146 840 1 256 760 ზემოაღნიშნული თანხები არის მიახლოებითი მონაცემები, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში არსებულ მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, შრომით სტაჟსა და მოსამსახურეთა რაოდენობაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტით სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე წოდებრივ სარგოს მიიღებს საკლასო დანამატის ნაცვლად. 2024 წლის მდგომარეობით, შესაბამისი მოსამსახურეებიდან საკლასო დანამატს (პირველი კლასი) იღებს 82 მოსამსახურე. საკლასო დანამატის ოდენობა დიფერენცირებულია და განისაზღვრება მოხელის კლასის მქონე კონკრეტული მოსამსახურის სარგოს 1%-ით. 2024 წელს სააგენტოს მოსამსახურეები იღებენ შემდეგ საკლასო დანამატს: მოსამსახურეთა რაოდენობა 2 2 6 72 საკლასო დანამატი 2024 წელს (ლარი) 101.08 66.5 151.62 1532.8 მოხელის კლასი პირველი კლასი პირველი კლასი პირველი კლასი პირველი კლასი 2024 წელს 82 მოსამსახურის მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა შეადგენს 1 852 ლარს. აქედან გამომდინარე, საკლასო დანამატის ნაწილში 2025 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი ხარჯები შემცირდება 11 112 ლარით, ხოლო 2026 წელსა და შემდეგ წლებში საკლასო დანამატის სახით არ გაიცემა 22 224 ლარი. აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგანაც დამოკიდებულია კანონპროექტის ამოქმედების მომენტისათვის მომუშავე შესაბამის მოსამსახურეთა რაოდენობაზე. ამდენად, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურებისათვის 2025 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში დამატებით საჭირო იქნება 617 268 (628 380 – 11 112) ლარის გამოყოფა, 2026 და შემდგომ წლებში – 1 234 536 (1 256 760 – 22 224) ლარის გამოყოფა. კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2025 წლისა და შემდგომი წლების ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის გარდა, მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ამასთან, აღნიშნული მოსამსახურეები აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი უშუალოდ არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.