„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) მე-3 მუხლის:
ა) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:
„34. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსამსახურისათვის წესდება შემდეგი
სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი,
კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის 11, მე-3, 32 და 34 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ წოდებებს წინ ემატება სიტყვა
„იუსტიციის“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ის უწყებები,
რომელთა მოსამსახურეებსაც ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. აქვე მოცემულია მისანიჭებელ
წოდებათა ჩამონათვალი. ამ უწყებებს შორის არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი
სისტემის ცალკეული დაწესებულებების მოსამსახურეებიც.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის
29 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ (2020 წლის 1 იანვარი), როდესაც სსიპ −
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის
ცენტრის გაერთიანების შედეგად შეიქმნა სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), უწინდელი სააგენტოს
მოსამსახურეებისგან განსხვავებით, გაერთიანებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაბამის
მოსამსახურეებს აღარ ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება.
სააგენტოს ძირითად ფუნქციებს, სხვებს შორის, არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის
სამართლებრივი აქტების აღსრულება წარმოადგენს. ამდენად, ის თავისი საქმიანობით უმნიშვნელოვანეს
როლს ასრულებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში, უზრუნველყოფს რა დანაშაულის ჩამდენი
პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. აღნიშნული ფუნქციების შესრულება თავისი არსით
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს საქმიანობას უკავშირდება და დღის
წესრიგში აყენებს საკითხს ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირთათვის შესაბამისი სახელმწიფო
სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფუნქციების მატარებელი სხვა
უწყებების თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. ეს გარემოება სააგენტოს
მოსამსახურეებს (სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე, შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფის
მოსამსახურე, ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის
ელექტრონული ზედამხედველობის განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურე, მსჯავრდებულთა და
ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის
სამმართველოს
უფროსი,
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრის
უფროსი,
პროფესიული
ზედამხედველი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილე,
ჯგუფის უფროსი და პრობაციის ოფიცერი), რომლებსაც თვისობრივად მსგავსი ფუნქციები აქვთ და საკუთარ
უფლებამოსილებებს სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებულ სამუშაო პირობებში, მათ შორის,
არანორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში,
ახორციელებენ, მსგავსი ფუნქციების მქონე
სხვა
დაწესებულებების მოსამსახურეებთან მიმართებით არათანასწორ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.
აქედან გამომდინარე, სააგენტოს შესაბამის მოსამსახურეებს უნდა მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური
წოდება.
ამასთან,
უნდა
განისაზღვროს
ამ
კატეგორიის
პირთა
სამართლებრივი
სტატუსი,
მათი
სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე მათ მიერ სამსახურის გავლის „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან გარკვეულწილად განსხვავებული პირობები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით
განისაზღვრება ის უწყებები, რომელთა მოსამსახურეებსაც ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება,
სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების საკითხის
მოსაწესრიგებლად საჭიროა აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ სააგენტოს ცალკეული მოსამსახურეებისათვის დაწესდება
შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ზოგიერთი მოსამსახურისთვის (სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე,
შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფის მოსამსახურე, ორგანიზაციული მხარდაჭერის
დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის განმახორციელებელი
დანაყოფის მოსამსახურე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
დეპარტამენტის
უფროსი
და
ამავე
დეპარტამენტის
სამმართველოს
უფროსი,
არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრის უფროსი, პროფესიულ ზედამხედველი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, აგრეთვე
პრობაციის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილე, ჯგუფის უფროსი და პრობაციის ოფიცერი) წესდება
სპეციალური წოდებები.
სააგენტოს მოსამსახურეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება:
სპეციალური წოდება
რაოდენობა
იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი
იუსტიციის გენერალ-მაიორი
იუსტიციის პოლკოვნიკი
იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
იუსტიციის მაიორი
იუსტიციის კაპიტანი
იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი
იუსტიციის ლეიტენანტი
იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი
−
−
−
6
31
30
102
62
72
იუსტიციის ზემდეგი
-
იუსტიციის უფროსი სერჟანტი
-
იუსტიციის სერჟანტი
-
იუსტიციის უმცროსი სერჟანტი
-
იუსტიციის რიგითი
სულ
303
სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭებათ სააგენტოს შემდეგ მოსამსახურეებს:
თანამდებობა
რაოდენობა
თანამდებობრივი
სარგოს ოდენობა
(ლარი)
სააგენტოს უფროსი
სააგენტოს უფროსის მოადგილე
შიდა კონტროლის
უფროსი
დეპარტამენტი
მთავარი სპეციალისტი
სპეციალისტი
ორგანიზაციური
უფროსი
მხარდაჭერის
დეპარტამენტი
ელექტრონული
ელექტრონული ზედამხედველობის მენეჯერი
ზედამხედველობი მობილური და სწრაფი რეაგირების ჯგუფის
ს
მენეჯერი
განმახორციელებე
ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის
ლი დანაყოფის
თანამშრომელი
მოსამსახურე
პრობაციის ბიურო
უფროსი
მოადგილე
ჯგუფის უფროსი
1
3
1
3
5
1
8 296
7 300
5 548
2 920
2124-2190(2)-2257(2)
5 548
1
3 650
1
2 336
15
1 825–1 972
10
−
9
(1 ვაკანტურია)
171
(7 ვაკანტური)
1
4 088
−
2 482
სამმართველოს უფროსი
2
3 650
პროფესიული ზედამხედველი
4
2 774
49
(5 ვაკანტური)
15
(3 ვაკანტური)
1
2 336
5 548
2
2 774
4
(4 ვაკანტური)
4
(1 ვაკანტური)
2 336
პრობაციის ოფიცერი
მსჯავრდებულთა და
ყოფილ პატიმართა
რესოციალიზაცია
რეაბილიტაციის
დეპარტამენტი
უფროსი
სოციალური მუშაკი
ფსიქოლოგი
უფროსი
არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრი
პროფესიული ზედამხედველი
სოციალური მუშაკი
ფსიქოლოგი
2 190
5 548
2 336
2 336
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, რაც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების
ამოქმედებას უკავშირდება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით
მოსალოდნელი არ არის.
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
ზეგავლენის
მოხდენა
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.