„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ამავე სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და
საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან
სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან
დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1
აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირებს;“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირიდან
–
დანაშაულის
პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, იმავე სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური
სამსახურიდან (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
პირისა), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან
ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს
ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა ამ პუნქტის პირველი
წინადადებით განსაზღვრული ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო
სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული
დაქვემდებარებისა),
სპეციალური
აგრეთვე
სამსახურის,
შინაგან
საქმეთა,
საქართველოს
იუსტიციის,
დაზვერვის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
სამხედრო,
სამსახურის,
სამსახურის,
სახელმწიფო
სახელმწიფო
პროკურატურის
და
დაცვის
უშიშროების,
სასამართლო
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების
მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს
სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და
საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე
შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) ან სასამართლო
ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში
სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში
ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან,
სპეციალური საგამოძიებო
სამსახურიდან ან პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურიდან
განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის
არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში,
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა,
შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
დეპარტამენტი,
ამავე
და
პრობაციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექცია
სამინისტროს
სპეციალური
პენიტენციური
და
საგამოძიებო
სამსახური,
სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური
პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო
ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (სამხედრო წოდებით ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის
თანაშემწედ მუშაობა.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის,
სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და
სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო
დანაყოფში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო
დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში −
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან/და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ
კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოს შესაბამის საგამოძიებო
დანაყოფში სპეციალობით მუშაობა.“.
4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში
შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის
პრევენციის,
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
და
პრობაციის
ეროვნულ
სააგენტოში,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან
საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე
სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში
კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი
კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილი პირის ნამსახურობის
მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილი პირის შვილებს 18
წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს.“.
მუხლი 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა 2025 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული
აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო)
ზოგიერთი მოსამსახურისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებითა და სააგენტოს
შესაბამის მოსამსახურეთა სათანადო სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობით, მაშინ, როდესაც
სხვა უწყებათა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებიც თვისობრივად
მსგავს
ფუნქციებს
უზრუნველყოფილი
ასრულებენ,
არიან
საამისოდ
სოციალური
დაცვის
აუცილებელი
მნიშვნელოვანი
წინაპირობების
გარანტიით
არსებობისას
−
სახელმწიფო
კომპენსაციით.
სააგენტოს ძირითად ფუნქციებს, სხვებს შორის, წარმოადგენს „დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესითა და პირობებით არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი
აქტების აღსრულება, რასაც სააგენტო ახორციელებს მისი ტერიტორიული ორგანოების − სააგენტოს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ
− პრობაციის ბიურო) მეშვეობით. აღნიშნული ფუნქციების შესრულება თავისი არსით საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს საქმიანობას უკავშირდება და დღის წესრიგში
აყენებს საკითხს ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირთათვის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური
წოდების მინიჭების შესახებ. ამ გარემოების გათვალისწინებით, თვისობრივად მსგავსი ფუნქციების
მქონე სხვა დაწესებულებების მოსამსახურეთა მსგავსად, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეებს სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემდეგ
უნდა გააჩნდეთ ადეკვატური სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობის უფლება. ასევე მნიშვნელოვანია,
რომ სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის
მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვალოთ სააგენტოში სახელმწიფო სპეციალური წოდებით
სამსახურიც. გარდა აღნიშნულისა, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა
გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობის მიღების
უფლება უნდა ჰქონდეთ ასევე გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე მის
შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რათა სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შემდგომ სააგენტოს სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ანალოგიური სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა
ორგანოების მოსამსახურეთა მსგავსად, უზრუნველყოფილ იქნენ სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი
გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით, ასევე, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვალოთ
სააგენტოში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურიც, ხოლო სააგენტოს სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული
ოდენობის მიღების უფლება ჰქონდეთ ასევე გარდაცვლილი მოსამსახურის შვილებმა 18 წლის ასაკის
მიღწევამდე, აგრეთვე მისმა შრომისუუნარო მეუღლემ, მშობლებმა და შვილებმა, აუცილებელია
შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ანალოგიური სტატუსისა
და ფუნქციების მქონე სხვა ორგანოს მოსამსახურეების მსგავსად, სამსახურის გავლისა და სათანადო
წელთა ნამსახურობის დაგროვების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური დაცვის
მნიშვნელოვანი გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით, რომლის ზღვრული ოდენობაც კანონით
განისაზღვრება. ამასთან, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს,
სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ სააგენტოში სახელმწიფო
სპეციალური წოდებით სამსახური.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
კანონით დადგენილი წესით ისარგებლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით. ამასთან,
სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის
მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ სააგენტოში სახელმწიფო სპეციალური წოდებით
სამსახურიც. გარდა ამისა, მითითებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის
კანონით განსაზღვრული ოდენობით მიღების უფლებას მოიპოვებენ ასევე გარდაცვლილი მოსამსახურის
შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე მისი შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლი 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, რათა ამ
დრომდე
შესაძლებელი
გახდეს
შესაბამისი
ფინანსური
და
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ღონისძიებების განხორციელება. ასევე, უკავშირდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების
ამოქმედებას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების წყაროა წლიური საბიუჯეტო
კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები, თუმცა, ამ განმარტებითი
ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში
აღნიშნულის საჭიროება არ წარმოიშობა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეებს, სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების
შემთხვევაში, წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მაგრამ, ამ განმარტებითი
ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით, არა – საშუალოვადიან პერიოდში.
ამასთან, მხედველობაში მისაღებია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი საშუალოვადიან პერიოდში გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ (2025
წლის 1 ივლისი) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შორის წოდებით
მუშაობის ყველაზე მეტი სტაჟის მქონე პირის წელთა ნამსახურობის ხანგრძლივობა 15 წელზე მეტი ქნება
48 თანამშრომელს, ხოლო სააგენტოს შესაბამისი მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომეპენსაციის
დანიშვნის სავალდებულო პირობად წოდებით ნამსახურობის 20 კალენდარული წელი განისაზღვრება,
კანონპროექტის ამოქმედების მომენტისათვის და შემდგომი 6 თვის განმავლობაში, აგრეთვე 2026–2028
წლებში, სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის 20-წლიანი სტაჟი სააგენტოს არცერთ
მოსამსახურეს არ ექნება. აქ არ მოიაზრებიან ის მოსამსახურეები, რომლებიც შეიძლება დაემატონ
სააგენტოს შესაბამის წლებში, რადგან, ამ ეტაპზე, მათი გათვალისწინება შეუძლებელია.
ინფორმაციის
სახით
აღსანიშნავია,
რომ
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
სააგენტოს
სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მოსამსახურეებს გააჩნიათ შემდეგი წელთა
ნამსახურობა და ენიჭებათ შემდეგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები:
სპეციალური წოდება
იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი
იუსტიციის გენერალ-მაიორი
იუსტიციის პოლკოვნიკი
იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
რაოდენობა
−
−
−
6
იუსტიციის მაიორი
იუსტიციის კაპიტანი
იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი
იუსტიციის ლეიტენანტი
იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი
31
30
102
62
72
იუსტიციის ზემდეგი
-
იუსტიციის უფროსი სერჟანტი
-
იუსტიციის სერჟანტი
-
იუსტიციის უმცროსი სერჟანტი
-
იუსტიციის რიგითი
სულ
303
წელთა ნამსახურობა
მოსამსახურეთა
რაოდენობა
1-დან 2 წლამდე
65
2-დან 5 წლამდე
92
5-დან 10 წლამდე
42
10 და მეტი წელი
104
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება სამომავლოდ, თუმცა, არა – საშუალოვადიან პერიოდში, გავლენას
მოახდენს სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვინაიდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სამსახურის გავლის
შემდეგ მათ წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1
იანვრიდან
კომპენსაციის
მაქსიმალური
გასაცემი
ოდენობა
განისაზღვრება
ყოველწლიურად,
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. კომპენსაციის მაქსიმალური
ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის
შესაბამისი ნორმების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის
წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში,
სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით. გარდა ამისა, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ სააგენტოში სახელმწიფო
სპეციალური წოდებით სამსახური, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების
უფლებაზე.
ამასთან,
სააგენტოს
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურის
გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობით მიღების
უფლებით ისარგებლებენ ასევე გარდაცვლილი მოსამსახურის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე,
აგრეთვე მისი შრომისუუნარო მეუღლე და მშობლები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, ვინაიდან სააგენტოს
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის
კანონით განსაზღვრული ოდენობის მიღების უფლება მიენიჭებათ ასევე გარდაცვლილის შვილებს 18
წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.