საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/404; 18.06.2024) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-12596/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383

📜 ტექსტი

წერილი
2-12596/24 13-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/404; 18.06.2024) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-12514/24 12-09-2024 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N367/10, 24.06.2024 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები“ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/404; 18.06.2024). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 17 სექტემბრამდე. ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge