საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთან (№1-8532/24; 02.08.2024) დაკავშირებით
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთან (№1-8532/24; 02.08.2024) დაკავშირებით
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთან (№1-8532/24; 02.08.2024) დაკავშირებით (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევის საკითხი წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წერილი
2-12598/24
13-09-2024
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
2024 წლის 2 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს
პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა (N1-8532/24; 02.08.2024) საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.
გიგზავნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12597/24
13-09-2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ (N1-8532/24; 02.08.2024)
2024 წლის 2 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს
კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა (N1-8532/24; 02.08.2024) საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.
2024 წლის 2 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება და
თანდართული მასალები საქართველოს პარლამენტის ბიუროს N378/9 გადაწყვეტილებით
გადაეცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
I. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მისთვის წარდგინებისა და თანდართული მასალების
გადაცემიდან 3 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2041 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
შექმნა სამუშაო ჯგუფი.
კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლის დასახელება და ამ ჯგუფში მონაწილეობის
მიღება შესთავაზა ყველა საპარლამენტო ფრაქციას, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ
ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრთა ჯგუფს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
დირექტორსა
და
აკადემიური
წრეების
წარმომადგენლებს. აღნიშნული სუბიექტების ნაწილმა წარადგინა წარმომადგენელი სამუშაო
ჯგუფის წევრად და, შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ შემდეგი
წევრები:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანრი ოხანაშვილი − სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
რატი იონათამიშვილი (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
ალექსანდრე ტაბატაძე (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე,
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
დავით მათიკაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
თენგიზ შარმანაშვილი (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
ირაკლი შატაკიშვილი (საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
სალომე ქურასბედიანი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
არჩილ გორდულაძე (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის
პირველი მოადგილე);
გენრიეტა
წიწავა
(საპარლამენტო
ფრაქცია
„ქართული
ოცნების“
თავმჯდომარის
მოადგილე);
ირაკლი კირცხალია (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე);
ლევან მაჭავარიანი (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე);
ქეთევან ჩარკვიანი (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
იმედა ნიკურაძე (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);
გურამ მაჭარაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი);
ფრიდონ ინჯია (საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“
თავმჯდომარე);
დავით სიმონია (საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების
სამსახურის დირექტორი);
თამარ
ზარანდია
(ივანე
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი).
სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა 2024 წლის 12 სექტემბერს. შეხვედრის ფარგლებში
სამუშაო
ჯგუფის
მოსამართლეობის
წევრებმა
იმსჯელეს
საქართველოს
კანდიდატის
თაობაზე.
ამასთანავე,
უზენაესი
სამუშაო
სასამართლოს
ჯგუფმა
შეიმუშავა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ სამუშაო
ჯგუფის წევრების შემაჯამებელი მოსაზრება და სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი სხდომის
ოქმი.
სამუშაო ჯგუფის წევრთა აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
საქართველოს
პარლამენტისთვის
ასარჩევად
წარდგენილი
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დამატებით წარმოდგენილი ცალკეული
დოკუმენტების
გათვალისწინებით,
შეესაბამება
კანონით
დადგენილ
ფორმალურ
მოთხოვნებს.
II. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის
კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე კომიტეტის
თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2041 მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა;
კერძოდ, კანდიდატს განესაზღვრა 5-წუთიანი დრო კომიტეტისთვის თავის წარსადგენად,
ხოლო საპარლამენტო და არასაპარლამენტო სუბიექტებს კანდიდატთან კომიტეტის
სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრათ შემდეგი დრო:
−
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი,
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის
პროცედურის მსგავსად, თითოეულ საპარლამენტო ფრაქციასა და საპარლამენტო
პოლიტიკურ ჯგუფს კანდიდატთან გასაუბრებისთვის განესაზღვრა იმდენი წუთი,
პარლამენტის
რამდენი
წევრიც
არის
გაერთიანებული
აღნიშნულ
ფრაქციაში/საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75
წუთისა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-9
პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი
მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად, პარლამენტის იმ წევრთა ჯგუფს,
რომლებიც
არ
არიან
გაერთიანებული
არცერთ
საპარლამენტო
ფრაქციასა
თუ
საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, კანდიდატთან გასაუბრებისთვის განესაზღვრა
იმდენჯერ 3 წუთი, პარლამენტის რამდენი უფრაქციო წევრიც არის ამჟამად საქართველოს
პარლამენტში.
−
კანდიდატისთვის შეკითხვების დასმისა და მისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა
მიეცათ აგრეთვე არასაპარლამენტო სუბიექტების − საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ამ
არასაპარლამენტო სუბიექტებიდან თითოეულს კანდიდატისთვის შეკითხვების დასმისა
და მისგან პასუხების მიღებისთვის 15 წუთი განესაზღვრა.
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატის
იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროობის
უმაღლესი სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით
წარიმართა. ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნა კომიტეტის სხდომის პროცესში ყველა
შესაბამისი სუბიექტის მონაწილეობის შესაძლებლობა.
კანდიდატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცესი ე. წ.
live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და შესაბამისი
youtube-გვერდის მეშვეობით.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე მოუსმინა.
III. კენჭისყრის შედეგები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეფასდა საქართველოს
კონსტიტუციის
შესაბამისად.
მისი
შეფასებისას
გათვალისწინებულ
იქნა
კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის 12
სექტემბრის
სხდომაზე
კენჭისყრისას
დაფიქსირდა
შემდეგი
შედეგი:
კანდიდატი
საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია
კომიტეტის
8
წევრმა
(კანდიდატმა
მოიპოვა
კომიტეტის
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა).
IV. რეკომენდაცია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის მიერ ჩატარებული
კენჭისყრის შედეგად გასცა რეკომენდაცია, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი არჩეულ იქნეს
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლედ.
ამასთანავე,
კომიტეტი
მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
აღნიშნულ კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყაროს კენჭი.
კომიტეტი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი