ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“-ს მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 17-20 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წერილი
2-12637/24
16-09-2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
შალვა პაპუაშვილს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით
„პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება,
თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს
აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე
(ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის
თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ“ ვსარგებლობთ რა დასახელებული ნორმით და გაცნობებთ რომ, ფრაქცია „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“ პოლიტიკური
შეხედულების გამო მონაწილეობას არ მიიღებს 2024 წლის 17-20 სექტემბრის საშემოდგომო
სესიის პლენარულ სხდომებში.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
თინათინ ბოკუჩავა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge