საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიშის (№1-4129/24; 04.04.2024) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წერილი
2-12643/24
16-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 341/2, 04.04.2024 გადაწყვეტილებით, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად
გადმოეცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიში (№1-4129/24; 04.04.2024).
ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის მითითებულ ვადაში
განხილვას, შესაბამისად, გთხოვთ უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო
ინიციატივების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge