საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07-3/352; 06.09.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-12681/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383

📜 ტექსტი

წერილი
2-12681/24 16-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის „საქართველოს მიერ საკანონმდებლო პარლამენტის ინიციატივის რეგლამენტში წესით ცვლილების წარმოდგენილია შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (№07-3/352; 06.09.2023). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 11 სექტემბრის N280/3 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე წამყვანი კომიტეტია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ხოლო იმ კომიტეტად, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს პროექტს განსაზღვრულია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, რომელსაც პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 1 აპრილის N337/6 გადაწყვეტილებით განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2024 წლის 16 ოქტომბერი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2024 წლის 12 სექტემბრის N212540/24 წერილის საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილია განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება, გთხოვთ, აღნიშნული რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადა გააგრძელოთ 2024 წლის 16 ოქტომბრიდან (იმ კომიტეტისთვის, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს კანონპროექტს) და შესაბამისად 29 ოქტომბრიდან (წამყვანი კომიტეტისთვის) 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge