თემატური მოკვლევა - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“-ს ანგარიშისა და რეკომენდაციების დამტკიცება.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#[51c4]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 97

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3016?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 16 სექტემბერი 2024 12:00 2024 წლის 16 სექტემბერი, 12:00 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი,V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (07-2/387; 01.05.2024); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (07-2/384; 24.04.2024); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით - მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“ (07-2/405; 01.07.2024); მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი 9/16/2024, 1:52 PM https://parliament.ge/print/announcement/3016?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 კაკაურიძე; 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-8469/24; 31.07.202); მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/396; 04.06.2024); მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე; 6. გარემოს ეკონომიკური დაცვისა და ბუნებრივი პოლიტიკის რესურსების, კომიტეტების დარგობრივი ერთობლივი ეკონომიკისა თემატური მოკვლევის და - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“-ს ანგარიშისა და რეკომენდაციების დამტკიცება; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. 9/16/2024, 1:52 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N97 ქ. თბილისი 2024 წლის 16 სექტემბერი, 12:00 სთ სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომას ესწრებოდნენ: ქურასბედიანი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე კომიტეტის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, ხატია წილოსანის უფლებამონაცვლე ირაკლი მეძმარიაშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილის უფლებამონაცვლე ირაკლი შატაკიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანის უფლებამონაცვლე ირაკლი ზარქუა, გიორგი ხახუბიას უფლებამონაცვლე გენრიეტა წიწავა, დავით კირკიტაძე. მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი - დენის სალუქვაძე, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ნათია შამათავა - სხდომის მდივანი დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (07-2/387; 01.05.2024); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (07-2/384; 24.04.2024); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“ (07-2/405; 01.07.2024); მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-8469/24; 31.07.202); მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/396; 04.06.2024); მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე; 6. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“-ს ანგარიშისა და რეკომენდაციების დამტკიცება; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა თავმჯდომარე - მაია ბითაძე. და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის I საკითხი მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე - „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/387; 01.05.2024). როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და სრულად უზრუნველყოფს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, აღნიშნული კანონის მიღებით ჩვენი კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტებს, ეს კი კიდევ ერთხელ მოწმობს იმ დიდ პროგრესს, რაც ჩვენს ქვეყანად აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით ამ კონკრეტულ სექტორში. ამასთან, აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის (დასკვნითი დებულებები) შინაარსით შექმნილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა მარეგულირებელი ორგანოსათვის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო) კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, კანონპროექტი დაიხვეწა სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით და ასახულ იქნა ყველა ის შინაარსობრივი ხასიათის შენიშვნა/მოსაზრება, რომელიც კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვისას გამოითქვა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მის განხილვას. II საკითხი მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ კანონპროექტს კომიტეტი იხილავს მეორე მოსმენით. კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ახალი ფართობი და საზღვრები, მათ შორის, ტბათანის ტერიტორიის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის გაფართოებული ტერიტორიის საზღვრებში დაშვებულ საქმიანობად დადგინდეს აღდგენითი ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს. ასევე, აღნიშნა, რომ სოფელ ტბათანის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნება დაცული ტერიტორია, რომელიც ერთგვარ დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს ბაწარას ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც ბუნების დაცვის კონტექსტში ეკოდერეფნის ფუნქციას ასრულებს. ასეთი დერეფნების არსებობა მნიშვნელოვანია ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების ეფექტურად დაცვისათვის. შესაბამისად, გაფართოვდება თუშეთის დაცული ლანდშაფტი, რაც ჯამში შეადგენს 2 200 ჰექტარ ფართობს და სამართავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეცემა. გადაწყვიტეს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას. III საკითხი მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია წარმოდგენილი სასესხო შეთანხმების თაობაზე. აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება 62 მლნ ევროს ოდენობით, რომელიც ითვალისწინებდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. 2022 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“, რომლის ძირითადი მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განხორციელება. აღნიშნულმა განაპირობა შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლის და სახმელეთო გადამცემი ქსელის გაძლიერების აუცილებლობა. 2024 წლის 24 მაისის საქართველოს მთავრობის N730 განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის N169 ბრძანების საფუძველზე საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2024 წლის ივნისში ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომლის ფინანსური პირობებია:   სესხის თანხა - 32 400 000 ევრო სესხის ხანგრძლიობა - 29 წელი (შეღავათიანი პერიოდი 6 წელი) პროექტი ითვალისწინებს შემდეგი კომპონენტების განხორციელებას:   შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლა იურიდიული და ფინანსური მრჩეველი და ტექნიკური დახმარება პროექტს განახორციელებს ელექტროსისტემა“. სს „საქართველოს სახელმწიფო აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - წარმოდგენილი შეთანხმება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორია ჩვენი სახელმწიფოს ხედვა და ის სამომავლო პოლიტიკური გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს არა მხოლოდ გეგმებისა და პროგრამების განხორციელების კუთხით, არამედ უშუალოდ გვისახავს ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის პერსპექტივას. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველო მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისთვის წარდგენა. IV. Ⴑაკითხი მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა წელსაც გრძელდება. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 8,4% იყო, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,5% იყო. ჯამში, უკვე გვაქვს 9%-ანი ეკონომიკურ ზრდა. შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,7%-ია. გადაიხედება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მატების მიმართულებით და ბიუჯეტთან ერთად, დაკორექტირდება წლევანდელი ზრდის მონაცემებიც. ასევე აღინიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია როგორც მიზნობრივ ინფლაციასთან, ასევე იმ პარამეტრთან მიმართებით, რაც 2023 წელს ბიუჯეტით იყო განსაზღვრული და რაზეც გათვლილი იყო ბიუჯეტი. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, შემცირება დაფიქსირდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო ვალდებულებების გასტუმრებით. წლის პირველ ნახევარში საქართველოს 3 მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 898.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიდან მნიშვნელოვანია გადასახადების მაჩვენებელი. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 11 539 633.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.3%. რვა თვის შესრულება უკვე იმის მაუწყებელია, რომ წლის ბოლოსთვის საგადასახადო შემოსავლებში გადაჭარბება იქნება. ასევე, გადაჭარბება არის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც. რაც შეეხება საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენს 330,482.2 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 326,667.0 ათასი ლარი, რაც 6 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში 98,8 %-ს შეადგენს. გარემოს დაცვის მიმართულებით 6 თვეში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, გარემოს დაცვის სფეროს დასაფინანსებლად დაგეგმილ იქნა 189 343.0 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 78 023.0 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმიური მაჩვენებლის 41.2%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების - 0.7%, მათ შორის:  ნარჩენების შეგროვების, გადამუშავებისა და განადგურების დაფინანსებამ შეადგინა 15 951.3 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (39 500.0 ათასი ლარი) 40.4%-ს შეადგენს;  ჩამდინარე წყლების მართვის დაფინანსებამ შეადგინა 512.7 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (11 200.0 ათასი ლარი) 4.6%-ს შეადგენს;  გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსებამ შეადგინა 634.8 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (1 510.0 ათასი ლარი) 42.0%-ს შეადგენს;  ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 23 589.6 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (59 153.0 ათასი ლარი) 39.9%-ს შეადგენს;  გარემოს დაცვის სფეროში სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობის დაფინანსებამ შეადგინა 37 334.7 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (77 980.0 ათასი ლარი) 47.9%-ს შეადგენს. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით პროგრამებს, ათვისების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აქვს. თუმცა ზოგიერთ პროგრამის ათვისების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ცდება 100 %-ს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ მიზნობრივი გრანტის თანხა არ არის ასახული გეგმაში, თუმცა მონაწილეობს ხარჯში, შესაბამისად ათვისების მაჩვენებელი 100 პროცენტზე მეტია. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ. დადებითად შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების შესრულების მაღალი მაჩვენებლები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა დადებითად შეაფასა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ და ცნობად მიიღო. V. საკითხი მოისმინეს: ნინო ენუქიძის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, აღარ იარსებებს სალიცენზიო მოწმობის ფორმის მატერიალურად დამტკიცების საჭიროება, ვინაიდან იგი ელექტრონულად ხორციელდება. ამასთან, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესი დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - აღნიშნა, რომ დაკავშირებით კომიტეტის ფარგლებში აისახება. წარმოდგენილ კანონპროექტთან შენიშვნები მეორე მოსმენის გადაწყვიტეს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას. VI. Ⴑაკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია თემატური მოკვლევის ანგარიშის თაობაზე. თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჯგუფში წარმოდგენილები იყვნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრები. მომხსენებელმა განაცხადა, რომ თემატური მოკვლევა წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ამიტომ კომიტეტი ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებდა ამ პროცესში მონაწილეობისკენ. მიღებულ იქნა 18 დასაბუთებული პოზიცია. წერილობით მოწოდებული დასაბუთებული მოსაზრებების შესწავლის შემდეგ, გაიმართა 2 ზეპირი მოსმენა დასაბუთებული პოზიციების ავტორებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით საკითხის წამოწევა პირველად განხორციელდა სწორედ წარმოდგენილი თემატური მოკვლევის ფარგლებში და გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრისთვის აუცილებელია, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ასევე ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების ჩამოყალიბება. აღნიშნული თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა 14 რეკომენდაცია. მომხსენებელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტის შემუშავების მნიშვნელობას, რომელმაც სისტემურად უნდა მოაწესრიგოს კლიმატის ცვლილებასა და დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული კანონის მიღება თემატური მოკვლევის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს. ასევე, მომხსენებელმა განაცხადა, რომ გარკვეული რეკომენდაციები ეხება მეცხოველეობასთან და ფერმერულ მეურნეობასთან დაკავშირებით გასახორციელებელ ქმედებს, ენერგოეფექტურობასა და სამშენებლო სექტორში განსახორციელებელ ცვლილებებს. აზრი გამოთქვა: ნინო თანდილაშვილმა - მადლობას გიხდით კომიტეტებს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო მოკვლევის ჩატარებისათვის და ამ პროცესის კოორდინაციისათვის, ვფიქრობ, რომ აღნიშნული მოკვლევის თემა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კლიმატის ცვლილების სფეროში და ევროინტეგრაციის პროცესში ეს გახლავთ ერთ-ერთი ქვაკუთხედი გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. გადაწყვიტეს: კომიტეტმა დადებითად შეაფასა თემატური მოკვლევის ანგარიში და დაამტკიცა რეკომენდაციები.