საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოს, ვახტანგ მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/299; 01.03.2023) საქართველოს კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, სალომე სამადაშვილის და არმაზ ახვლედიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/287; 07.02.2023) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (295 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (295 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (218 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (222 KB)
📄 წერილი (108 KB)
📄 დანართი (108 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წერილი
2-12721/24
16-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/299; 01.03.2023);
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-3/287; 07.02.2023).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-12539/24
12-09-2024
იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოს, ვახტანგ
მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონის
პროექტზე
,,საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე’’(N07-3/299; 01.03.2023) საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 1 აპრილის N337/7
გადაწყვეტილებით, სავალდებულო კომიტეტების (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების) განხილვის ვადად განისაზღვრა 08.04. –
18.10.2024.
ხოლო, საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, სალომე სამადაშვილის და
არმაზ ახვლედიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (N07-3/287; 07.02.2023) საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2024 წლის 8 აპრილის
N 342/8 გადაწყვეტილებით, სავალდებულო კომიტეტის (თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის) განხილვის ვადად განისაზღვრა 22.04. -31.10.2024.
ობიექტურ მიზეზთა გამო კომიტეტი ვერ ახერხებს მითითებული საკითხის დადგენილ ვადაში
განხილვას. შესაბამისად, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის
განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ალექსანდრე ტაბატაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge