საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თამაზ სეფაშვილი, ნინო დარჩია, კლარა ბაქაქური, ზურაბ პაპიაშვილი, მარი მიქიაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6528/24; 07.06.2024); ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი“-ს (ზვიად კვირიკაძე) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და მასთან არსებული ტელეკომპანია PKTV-ს (ქეთევან სესიაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6445/24; 06.06.2024).
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წერილი
2-12725/24
16-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის
როგორც
ცნობილია,
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:
თამაზ სეფაშვილის, ნინო დარჩიას, კლარა ბაქაქურის, ზურაბ პაპიაშვილის
და მარი მიქიაშვილი მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-6528/24; 07.06.2024) (განხილვის ბოლო ვადაა 2024 წლის
24 სექტემბერი);
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს
სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირის (ზვიად კვირიკაძე) და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ჟურნალისტები და
იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის და მასთან
არსებული ტელეკომპანია PKTV-ს (ქეთევან სესიაშვილი) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6445/24;
06.06.2024) (განხილვის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 სექტემბერი).
აღნიშნულ
საკანონმდებლო
წინადადებებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო
წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო
განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge