საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 9-10 და 16 სექტემბერს ქალაქ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა კომიტეტის სხდომებზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-12730/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383

📜 ტექსტი

წერილი
2-12730/24 17-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ ა.წ 9-10 და 16 სექტემბერს, მივლინებით ვიმყოფებოდი ქალაქ პარიზში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა კომიტეტის სხდომაში მივიღე მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამი სად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს დანართი: 1 ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ ა.წ 9-10 და 16 სექტემბერს, მივლინებით ვიმყოფებოდი ქალაქ პარიზში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა კომიტეტის სხდომაში მივიღე მონაწილეობა. კერძოდ: 1. 9 სექტემბერს მონაწილეობა მივიღე პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაში, რომელზეც აქტიურად ვიყავი ჩართული რეზოლუციის „პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა და ზიზღის ენა - გამოწვევა დემოკრატიისთვის” პროექტის განხილვაში; 2. 10 სექტემბერს მონაწილეობა მივიღე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მსჯელობა გაიმართა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წევრების შესარჩევი კრიტერიუმების დასახვეწად ცვლილებებთან დაკავშირებით, რასთან დაკვშირებითაც სიტყვით გამოვედი; 3. 16 სექტემბერს მონაწილეობა მივიღე ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაში, სადაც გასაუბრება ჩაუტარდა კვიპროსის, პოლონეთისა და სლოვენიის მოსამართლეობის კანდიდატებს, რის შემდეგაც განხორციელდა ფარული კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგები გადაეგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საბოლოო კენჭისყრისთვის ასამბლესი საშემოდგომო სესიაზე. პატივისცემით, გივი მიქანაძე .