საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურების შესახებ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (№07-2/401; 13.06.2024);

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-12734/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურების შესახებ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (№07-2/401; 13.06.2024);

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383

📜 ტექსტი

წერილი
2-12734/24 17-09-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში კენჭისყრისთვის შესატანად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები (№07-2/401; 13.06.2024). ასევე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12733/24 17-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურებზე (№07-2/401; 13.06.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა და საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრად დანიშნოს აკაკი საღირაშვილის კანდიდატურა. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება აკაკი საღირაშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2, მე6 და მე-11 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204 12 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს აკაკი საღირაშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის საბჭოს წევრად 4 წლის ვადით დანიშვნაზე. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2024 წლის --- სექტემბერი. №--- შალვა პაპუაშვილი