საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-12736/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 154

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3009?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 17 სექტემბერი 2024 11:00 2024 წლის 17 სექტემბერი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 9/13/2024, 11:43 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 17 სექტემბერი, 11.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N154 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა და განიხილავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში - 2024 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით სულ გაიგზავნა 121 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 91 წერილობით კითხვაზე (75%), ხოლო 30 წერილობით კითხვაზე არ არის გაცემული პასუხი, რაც გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვების საერთო რაოდენობის 25%-ს წარმოადგენს. კითხვები ადრესატების მიხედვით ნაწილდება შემდეგი სახით: მთავრობა/პრემიერმინისტრი/სამინისტრო/მინისტრი/სსიპ - სულ გაგზავნილი იყო 87 (72%) კითხვა; მუნიციპალიტეტები - სულ გაგზავნილი იყო 9 (7%) კითხვა; სხვა დაწესებულებები - სულ გაგზავნილი იყო 25 (21%) კითხვა. გაგზავნილ კითხვებზე რეაგირების შედეგები 2024 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოიყურება შემდეგი სახით: საქართველოს მთავრობა/საქართველოს პრემიერ-მინისტრი/სამინისტრო მინისტრი/ სსიპ პასუხგაცემული 63 (72%); პასუხგაუცემელი 24 (28%); მუნიციპალიტეტები - პასუხგაცემული 5 (56%); პასუხგაუცემელი 4 (44%); სხვა დაწესებულებები - პასუხგაცემული 23 (92%); პასუხგაუცემელი 2 (8%). როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღეში. კომიტეტმა შეისწავლა ვადის დაცვის საკითხი და დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით 1 გამოვლინდა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით პასუხი გაცემულია 53 შემთხვევაში, ხოლო პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხი გაცემულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დარღვევით 38 შემთხვევაში. წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, რომ გარკვეულ შემთხვევებში დარღვეულია პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადები . მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მონაცემების თანახმად, სულ პასუხგაცემული 91 კითხვიდან 18 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, ასევე, კომიტეტი განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. მომხსენებელმა დამატებით ხაზი გაუსვა რომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, 2022 წლის დეკემრიდან დღემდის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ჩატარებული სისტემატური მონიტორინგი ცხადყოფს, რომ გარკვეული დონე აღნიშნული მექანიზმის მოქმედების უკვე მიღწეულია. პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა უმეტესად მერყეობს 23-25 % ფარგლებში და ეს მონაცემი, რომლის მნიშვნელოვანი დაკლება ვერ ხერხდება, აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. ამ გარემოების გათვალისწინებით, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოუწევს უფრო მკაფიო რეაგირება, კერძოდ, საკითხის კომიტეტის სხდომაზე განხილვა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისი მითითებების მიცემა. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2