ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის აღსრულების კონტროლის" ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#[51da]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 26
შენიშვნა საკითხის განხილვა გადაიდო.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3021?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თარიღი 17 სექტემბერი 2024 10:15 2024 წლის 17 სექტემბერი, 10:15 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურებს (07-2/401; 13.06.2024); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“-ს ანგარიშისა და რეკომენდაციების დამტკიცება; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ცუხივშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის აღსრულების კონტროლის" ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის მოსმენა; 9/17/2024, 2:01 PM https://parliament.ge/print/announcement/3021?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 4. საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“ (1-6056/24; 28.05.2024); პასუხისმგებელი: გ. სირაძე; 5. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების შესახებ (1-6549/24; 10.06.2024); პასუხისმგებელი: გ. სირაძე; 6. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა ცვლილების შეტანის და თაობაზე” წყალმომარაგების საქართველოს შესახებ” კანონის საქართველოს პროექტთან კანონში დაკავშირებით (1-6518/24; 07.06.2024); პასუხისმგებელი: მ. ხურციძე, გ. სირაძე; 7. ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (გიორგი კაპანაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-6932/24; 21.06.2024); პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი. 9/17/2024, 2:01 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N26 ქ. თბილისი 17 სექტემბერი, 2024 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე (გოჩა ენუქიძის უფლებამონაცვლე), გიორგი ბარვენაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, გენრიეტა წიწავა (ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე), გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე (სულ 11 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, აპარატის ორგანიზაციებისა და მასმედიის სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 1 დღის წესრიგი: 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები (№07-2/401; 13.06.2024). მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი 2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“-ს ანგარიშისა და რეკომენდაციების დამტკიცება; მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის აღსრულების კონტროლის" ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 4. საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“ (№1-6056/24; 28.05.2024); 5. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების შესახებ (№1-6549/24; 10.06.2024);. 6. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6518/24; 07.06.2024); 7. ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (გიორგი კაპანაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6932/24; 21.06.2024). 2 მოისმინეს: 1. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის - ვახტანგ ბაჩიაშვილის მოხსენება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურებზე. მომხსენებელმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოადგინა აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები, რომლებიც სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ იქნა შერჩეული. მომხსენებლის ინფორმაციით, აკაკი საღირაშვილმა დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასევე არის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის მაგისტრი. აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, სს „საქართველოს რკინიგზაში“ უძღვებოდა მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო თანამდებობებს. ასევე, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. აქვს მიღებული გამოცდილება აკადემიური საქიანობის სფეროშიც. მომხსენებლის ინფორმაციით, დავით კუპატაძე არის ეკონომისტი. აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქსტატში ეკავა მენეჯერული პოზიცია. კერძოდ, იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი. ბოლოს კანდიდატებმა აკაკი საღირაშვილმა და დავით კუპატაძემ წარმოადგინეს ინფორმაცია საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და ხედვებზე მომავალი საქმიანობის შესახებ. ასევე უპასუხეს სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 3 გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრად დანიშნოს აკაკი საღირაშვილის კანდიდატურა მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“-ს ანგარიშზე და რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშორებით ჩატარდა თემატური მოკვლევა, მომზადებულია რეკომენდაციები, თუმცა საკითხის განხილვა მოხდება მომდევნო კომიტეტის სხდომაზე. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკითხის განხილვის გადადებას. მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, 4 არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის კონტროლის" ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის თაობაზე. აღსრულების მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკითხის განხილვა მოხდება მომდევნო კომიტეტის სხდომაზე. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკითხის განხილვის გადადებას. მოისმინეს: 4. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა განიხილა და არ მიიჩნია მიზანშეწონილად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ინიცირება. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. . 5 მოისმინეს: 5. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა განიხილა და არ მიიჩნია მიზანშეწონილად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ინიცირება. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. მოისმინეს: 6. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა განიხილა და არ მიიჩნია მიზანშეწონილად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ინიცირება. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. 6 მოისმინეს: 7. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (გიორგი კაპანაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა განიხილა და არ მიიჩნია მიზანშეწონილად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ინიცირება. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. . სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 7