„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი
ნომერი
#07-3/467/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო საკანონმდებლო კოდი: მაცნე 240140000.05.001.020181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2027 წლის პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის პირველი−მე-8 და მე-12 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) (შემდგომში - კანონი) ცვლილებები შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად შეიცვალა სააგენტოს სტურუქტურული მოწყობის ფორმაც. კერძოდ - სააგენტოს მმართველობითი ორგანო გახდება პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის პირველი იანვრიდან (მუხლი 2-3). ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2025 წლის 1 თებერვლამდე. თუმცა, საბჭოს ტიპის მოწყობაზე გადასვლის მიზნით, მიზანშეწონილია უკეთ იქნას გაანალიზებული მსგავსი მოდელის აღმასრულებელი უწყებების პრაქტიკა საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე გამართულ იქნას შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შესაბამისად, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწიოს 2027 წლის პირველ იანვრამდე, რათა გატარდეს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევა აუცილებელია, რათა გატარდეს საჭირო ღონისძიებები, კერძოდ მოძიებულ/გაანალიზებულ იქნას მსგავსი მოდელის აღმასრულებელი უწყებების პრაქტიკა საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად და დასამერგად, რათა არ შეფერხდეს სააგენტოს საქმიანობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 1 კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდეგ, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, 2025-2026 წლები გამოყენებულ იქნას პრაქტიკის მოძიების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების გავლისათვის, რათა სააგენტოს ახალ მოწყობაზე გადასვლამ არ გამოიწვიოს მისი საქმიანობის შეფერხება, არამედ პირიქით, ხელი შეუწყოს მისი ეფექტურობის გაზრდას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საბჭოს მარეგულირებელი ნორმების, კერძოდ - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-19 პუნქტების ამოქმედების თარიღად ეთითება 2027 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 2 გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ამოქმედდება 2024 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფა 2024-2026 წლებში არ მოხდება, ხოლო 2027 წელს საჭირო იქნება ბიუჯეტიდან შესაბამისი ხარჯების გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ 2025-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება საბჭოს წევრების და მათი მძღოლების მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენს წელიწადში დაახლოებით 84 000 ლარს. 2027 წლიდან კი ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და, ამ ცვლილების საფუძველზე, იგი გაიზრდება წელიწადში დაახლოებით 84 000 ლარით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რესპუბლიკის დღეის მდგომარეობით, სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომლის თანამდებობაც საბჭოს ნორმების ამოქმედების შემდეგ გაუქმდება და სააგენტოს ეყოლება კოლეგიური მმართველობის ორგანო. ამასთან, საბჭოს გარდა, დამატებით გათვალისწინებულია აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია (ადმინისტრაციული ფუნქციებით), რომლის სახელფასო ანაზღაურებაც, დაახლოებით იქნება სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის ანაზღაურების შესაბამისი (6500 ლარამდე). ამდენად, სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის და ახალი აღმასრულებელი დირექტორის სახელფასო ანაზღაურება არ იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული და არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. თავის მხრივ, სააგენტოს ახალი მმართველობითი ორგანოს - საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევის შემდეგ დაიზოგება 2025-2026 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოსაყოფი თანხა. კერძოდ, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდება დაახლოებით 965 000 ლარის გამოყოფა (გამოიყოფა 2027 წელს): • თანამდებობრივი სარგოსთვის უნდა გამოიყოს 420 000 ლარი (აქედან საბჭოს 5 წევრის ხელფასი ჯამურად - 384 000 ლარი (საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6300 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის - 6600 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 6500 ლარს); საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი ჯამურად - 36 000 ლარი); • არაფინანსური აქტივებისთვის - (ავტომობილები) - 300 000 ლარი; • საქონლისა და მომსახურებისთვის - 145 000 ლარი (აქედან ინვენტარი - 60 000 ლარი; საწვავის ხარჯი - 45 000 ლარი; მივლინება - 40 000 ლარი); • სხვა ხარჯებისთვის - 30 000 ლარი; • იჯარა (საჭირო გახდება დამატებითი ფართის გამოყოფა საბჭოს წევრებისთვის) 3 – 70 000 ლარი; ხოლო, 2026 წლისთვის დაიზოგება დაახლოებით 600 000 ლარი (965 000 ლარს გამოაკლდება ავტომობილებისა და ინვენტარის ხარჯი) და მისი გამოყოფა საჭირო იქნება 2026 და მომდევნო წლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს გავლენა ექნება პოტენციურ საბჭოს წევრებზე. კერძოდ, აღნიშნულ პოზიციაზე მათი დასაქმება მოხდება 2027 წელს (ნაცვლად 2025 წლისა). შესაბამისად, 20252026 წლებში არ მოხდება მათზე შესაბამისი ანაზღაურების გაცემა (საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6300 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის - 6600 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 6500 ლარს). ამასთან, ცვლილება შეეხება სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის პოზიციასაც ვინაიდან 2025 წლიდან უნდა მომხდარიყო ამ თანამდებობის გაუქმება, თუმცა ამ კანონპროექტის თანახმად ეს განხორციელდება 2027 წლიდან და მისი უმეტესი ფუნქციები გადავა საბჭოზე. თავმჯდომარის პოზიციის გაუქმების შემდეგ გათვალისწინებულია აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის შექმნა (ადმინისტრაციული ფუნქციებით), რომლის სახელფასო ანაზღაურებაც, დაახლოებით იქნება სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის ანაზღაურების შესაბამისი (6500 ლარი). თავმჯდომარის მოქმედი პოზიცია შენარჩუნებული იქნება 2027 წლამდე და შენარჩუნებული იქნება მისი თანამდებობრივი სარგოც (ანაზღაურება). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; 4 კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 5 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი 6