„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.020173) მე-2
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლში
განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საგამონაკლისო საჯარო იურიდიული პირის
სახით (რომლის ხელმძღვანელსაც არ ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი) მიეთითა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული განპირობებული იყო იმ
გარემოებით, რომ
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი
ცვლილებებიდან გამომდინარე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეიცვალა სააგენტოს
სტურუქტურული მოწყობის ფორმა. კერძოდ - 2023 წლის პირველი იანვრიდან სააგენტოს
მმართველობითი ორგანო გახდება პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამეტის მიერ 5
წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. თავის მხრივ, ძირითად, „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის ცვლილების ამოქმედების თარიღად ასევე
მითითებული იყო 2025 წლის პირველი იანვარი.
თუმცა, საბჭოს ტიპის მოწყობაზე გადასვლის მიზნით, მიზანშეწონილია უკეთ იქნას
გაანალიზებული მსგავსი მოდელის აღმასრულებელი უწყებების პრაქტიკა საუკეთესო
გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე გამართულ იქნას შეხვედრები ყველა დაინტერესებულ
მხარესთან. შესაბამისად, ცვლილება შედის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში და საბჭოს მარეგულირებელი
ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2025
წლის პირველი იანვრისა), რათა გატარდეს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები.
ამდენად, მიზანშეწონილია ანალოგიური ცვლილება შევიდეს „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020,
სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.020173) და სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის
საგამონაკლისო სახით დაშვების უფლების მიმნიჭებელი ნორმაც (მუხლი 101) ამოქმედდეს
2027 წლის პირველი იანვრიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.020173) ამოქმედების
თარიღის შეუცვლელობის შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ სააგენტოს
ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება აღარ ექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2025 წლის
პირველი იანვრიდან.
მაშინ როდესაც, სააგენტოს მმართველობითი ორგანოს საბჭოს
მარეგულირებელი ნორმები ძალაში შევა 2027 წლის პირველი იანვრიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოს ფორმირებამდე სააგენტოს მართვას ისევ
განახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
ამოქმედების თარიღის შეცვლის გარეშე, 2025 წლის პირველი იანვრიდან 2027 წლის პირველ
იანვრამდე პერიოდში ღიად დარჩება სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე(www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი:
040030000.05.001.020173) დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
მეორე მუხლში და კანონის ამოქმედების თარიღად ეთითება 2027 წლის პირველი იანვარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
2
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
3
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი,
განსაზღვრული არ არის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება;
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
4
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გიორგი
ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გიორგი
ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი
5