„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე(www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020179 )
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1
იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან
გამომდინარე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020,
სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეიცვალა სააგენტოს სტურუქტურული
მოწყობის ფორმა. კერძოდ - სააგენტოს მმართველობითი ორგანო გახდება პრემიერმინისტრის წარდგინებით და პარლამეტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო.
ასევე, შემოღებულია სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. ამავე კანონით
გათვალისწინებულია საბჭოს, საბჭოს თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის
ფუნქციები.
ძირითად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 პუნქტებით ცვლილება შევიდა „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის 234 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში (რომელიც
ითვალისწინებს რომ აპარატის თანამშრომელთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას და
წახალისების თაობაზე შუამდგომლებებს განიხილავს სააგენტოს აღმასრულებელი
დირექტორი) და 235 მუხლის მე-3 (რომლებიც ითვალისწინებს, რომ აპარატის სტრუქტურას
განსაზღვრავს
სააგენტოს
საბჭო)
და
მე-5
(რომელიც
ითვალისწინებს,
რომ
მატერიალურტექნიკური საშუალებების გამოყენებისთვის აპარატი ანგარიშვალდებულია
სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე) პუნქტებში.
თუმცა, საბჭოს ტიპის მოწყობაზე გადასვლის მიზნით, მიზანშეწონილია უკეთ იქნას
გაანალიზებული მსგავსი მოდელის აღმასრულებელი უწყებების პრაქტიკა საუკეთესო
გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე გამართულ იქნას შეხვედრები ყველა დაინტერესებულ
მხარესთან. შესაბამისად, ცვლილება შედის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში და საბჭოს მარეგულირებელი
ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2025
წლის პირველი იანვრისა).
ამდენად, მიზანშეწონილია ანალოგიური ცვლილება შევიდეს „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონში და ძირითად კანონთან შესაბამისობის მიზნით.
1
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტის შემოთავაზებული ფორმით მიღება აუცილებელია იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით, საბჭოს და აღმასრულებელი დირექტორის მარეგულირებელი ნორმების
ამოქმედების თარიღი იცვლება და ეთითება 2027 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2025 წლის
პირველი იანვრისა).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის დებულებათა
თავსებადობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე2 პუნქტში და კანონის ამოქმედების თარიღად ეთითება 2027 წლის პირველი იანვარი
(ნაცვლად 2025 წლის პირველი იანვრისა).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
2
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
რესპუბლიკის
სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
3
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი,
განსაზღვრული არ არის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის
მდგომარეობაზე.
თანასწორობის
მიღება
არ
მდგომარეობაზე
მოახდენს
კანონპროექტის
ზეგავლენას
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
4
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გიორგი
ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გიორგი
ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი
5