„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტმა 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ
რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგლამენტის 20413
მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტოს
საბჭოს
დაკომპლექტების
მიზნით
სათანადო
ღონისძიებების
განხორციელება.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ რეგლამენტის 1 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან
გამომდინარე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020,
სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეიცვალა სააგენტოს სტურუქტურული
მოწყობის ფორმა. კერძოდ - სააგენტოს მმართველობითი ორგანო გახდება პრემიერმინისტრის წარდგინებით და პარლამეტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო.
კანონის შესაბამისად, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება
გათვალისწინებულია 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, ამავე კანონისმიერი
დათქმის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა
2025 წლის პირველ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით
შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
თუმცა, საბჭოს ტიპის მოწყობაზე გადასვლის მიზნით, მიზანშეწონილია უკეთ იქნას
გაანალიზებული მსგავსი მოდელის აღმასრულებელი უწყებების პრაქტიკა საუკეთესო
გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე გამართულ იქნას შეხვედრები ყველა
დაინტერესებულ მხარესთან. შესაბამისად, ცვლილება შედის „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში და საბჭოს
მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის პირველი
იანვარი (ნაცვლად 2025 წლის პირველი იანვრისა), რათა გატარდეს ზემოთ ჩამოთვლილი
ღონისძიებები.
ამდენად,
მიზანშეწონილია,
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში შევიდეს ცვლილება და საბჭოს
წევრთა არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების
ამოქმედების თარიღად მიეთითოს 2027 წლის პირველი იანვარი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილებებიდან გამომდინარე, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების
თარიღად 2025 წლის პირველი იანვრის განსაზღვრის გამო, „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის ამოქმედების
თარიღი იყო ასევე 2025 წლის პირველი იანვარი.
ამდენად, ძირითად კანონში საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების
ცვლილების გამო, აუცილებელია მოხდეს
რეგლამენტის სპეციალურ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის მე2 მუხლის მე-2 პუნქტში და ეთითება, რომ საქართველოს პარლამენტმა საბჭო უნდა
დააკომპლექტოს 2027 წლის პირველ თებერვლამდე (ნაცვლად 2025 წლის პირველი
თებერვლისა). ასევე, ცვლილება შედის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ეთითება, რომ
საბჭოს წევრთა არჩევის და მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი
ნორმების ამოქმედება უნდა მოხდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან
მიმართებით;
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტის პროექტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება;
რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს რეგლემანტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას).
არ არის მოთხოვნილი.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიანპერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგალმენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
რეგლამენტის პროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგალემტნის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
რეგლამენტის პროექტის შესაბამისად,
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
გადასახდელი, განსაზღვრული არ არის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება;
რეგლამენტის პროექტის
მდგომარეობაზე.
მიღება
არ
მოახდენს
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
პროექტის
ბ2) გენდერული თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
მდგომარეობაზე
რეგლამენტის
რეგლამენტის პროექტის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
არ
ზეგავლენას
გ) რეგლამენტის
სტანდარტებთან:
მიღება
პროექტის
მოახდენს
მიმართება
საერთაშორისო
გენდერული
სამართლებრივ
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; რეგლამენტის
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
რეგლამენტის პროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის
პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი,
გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი,
გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი