საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-9269/24; 02.09.2024) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12805/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 11
შენიშვნა პლენარული სხდომის შესვენების დროს ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N120 აუდიო ჩანაწერი არ გაკეთებულა

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 10/4/24, 1:13 PM დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 17 სექტემბერი 2024 15:00 2024 წლის 17 სექტემბერი პლენარული სხდომის შესვენების დროს ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N120 (C კორპუსი, I სართული) დღის წესრიგი საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-9269/24; 02.09.2024) განხილვა; მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია. https://parliament.ge/print/announcement/3023?local=true 1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N11 2024 წლის 17 სექტემბერი პლენარული სხდომის შესვენების დროს ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N120 (C კორპუსი, I სართული) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, რესან კონცელიძე, ფრიდონ ინჯია, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, აბდულა ისმაილოვი, კობა ნაყოფია, თამარ ჩარკვიანი. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-9269/24; 02.09.2024) განხილვა. მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9269/24; 02.09.2024). კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა - ბექა ოდიშარიამ კომიტეტის წევრებს გააცნო საკითხი, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი და ინიციატორი ნიკოლოზ ნიკოლაძე ითხოვს “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, კანონით იქნება განსაზღვრული ქართული დიასპორის დღის აღნიშვნა 27 მაისს. ინიციატორს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია ამ ცვლილებით, ამავდროულად, განისაზღვროს საქართველოს მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების/სტრუქტურების ვალდებულებებიც, დიასპორის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვმა-განხორციელების თაობაზე. სხდომაზე მომხსენებელმა ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე სასესიო მუშაობის გრაფიკიდან გამომდინარე, კომიტეტი, როგორც წამყვანი კომიტეტი, ვერ ახერხებს წარმოდგენილი წინადადების განხილვას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლით დადგენილ გამოც, ეთხოვოს ვადაში, რის მიზანშეწონილია აღნიშნული ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პარლამენტის ბიუროს კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას და შესაბამისი თხოვნით ბიუროსთვის მიმართვას. სხდომის თავმჯდომარე: ბექა ოდიშარია სხდომის მდივანი: ნათია გოგუა