საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების შესახებ (№1-6549/24; 10.06.2024)საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12743/24
17-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო
აქტის მიღების შესახებ (№1-6549/24; 10.06.2024).
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა, 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება
„სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების
შესახებ.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვერ უზრუნველყოფს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებას და ფაქტიურად წარმოადგენს
ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფებზე მომუშავე ორგანიზაციის არსს.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე საკანონმდებლო წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ
მიზანშეწონილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის („სემეკი“) სახელწოდებას დაემატოს სიტყვა „ტარიფების“ და
შესაბამისად კომისიის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ტარიფების მარეგულირებელი კომისია“.
კომიტეტი არ იზიარებს საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებას, რომ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას
შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ტარიფების მარეგულირებელი კომისია“, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციას არამარტო ელექტროენერგიის, გაზისა და
სასმელი წყლის სექტორებში ტარიფების დადგენა წარმოადგენს, არამედ მის
უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ელექტროენერგიის, გაზის და სასმელი წყლის
სექტორთან დაკავშირებული რეგულაციების დამტკიცება, ამ სექტორებში ლიცენზიების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
გაცემა და ლიცენზიატების საქმიანობის რეგულირება,
რეგულირებული ბაზრის
მონაწილეების დავების გადაწყვეტა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბაზრების
მონიტორინგი და სხვა საკითხები.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად
ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი