საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (გიორგი კაპანაძე) მიერ წარმოდგენილ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-6932/24; 21.06.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-12746/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12746/24 17-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (გიორგი კაპანაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“ (№1-6932/24; 21.06.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“. კანონის პროექტის სახით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას, რომლის მიზანია დარგში საქმიანობის ევროპული სტანდარტების გაძლიერებით მწეველების ჯანმრთელობის დაცვის საკითხების უფრო მაღალ დონეზე დარეგულირება, ქართული მეთამბაქოების განვითარება და სექტორში დასაქმებული ადამიანების ინტერესების დაცვა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების დებულებები გაზიარებულ და მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 19 ივლისის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აზრს მოკლებულია საკანონმდებლო წინადადების მიღება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge