საქართველოს პარლამენტის წევრის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სალომე ქურასბედიანის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 11-13 სექტემბერს, ერევანში, სომხეთის რესპუბლიკაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მეათე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე ქურასბედიანი
ნომერი
#2-12747/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384

📜 ტექსტი

წერილი
2-12747/24 17-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 11-13 სექტემბერს, სამსახურეობრივი მივლინებით ვიმყოფებოდი ერევანში, სომხეთის რესპუბლიკაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მეათე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 1 (სამი) ფურცელი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა 12-14 სექტემბერი მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მეათე მსოფლიო კონფერენციაში განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდა თაობისთვის სალომე ქურასბედიანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი ბროკიშვილი - მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი. 12-14 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია, რომლის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში, ასევე, მონაწილება მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა. ღონისძიების მთავარ განსახილველ თემას ახალგაზრდა თაობისთვის განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ისეთი კრიზისები, როგორიცაა ომები, კონფლიქტები, პანდემია, კლიმატის ცვლილება და ეკონომიკური გამოწვევები, მნიშვნელოვნად აისახება ახალგაზრდების შესაძლებლობაზე მიიღონ ხარისხიანი განათლება და იპოვონ ღირსეული სამუშაო. პარლამენტების წევრებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული პრაქტიკები გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს. სალომე ქურასბედიანმა, მომხსენებლის რანგში, მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში, სადაც ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა შეიმუშავეს სამუშაო დოკუმენტი, გზამკვლევი, რომელიც აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და სხვა და სხვა წამახალისებელი ინსტრუმენტის გამოყენებას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის შედეგები სალომე ქურასბედიანმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდების სამომავლო ხელშეწყობის გზები სხვადასხვა მიმართულებებით. მათ შორის, გაიმართა პანელური დისკუსიები თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის თემებზე, რაც ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება