საქართველოს ბიზნესომბუდსმენის (ოთარ დანელია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.09.2024
ავტორი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი (ოთარ დანელია)
ნომერი
#1-9933/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
*00000287* № 00000287 10/09/2024 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს ასლი: სსიპ შემოსავლების სამსახურს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა შპს „დიუთი ფრი ალიანსის“ (ს/ნ 205240470) წარმონადგენელმა, ქ. თბილისში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს ,,დიუთი ფრი ალიანსი“ (ს/კ 205240470) საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საქმიანობას ახორციელებს 2009 წლიდან. კომპანიის საკუთრებაშია ,,სადახლო“-ს, „სარფი“-ს, ,,ყაზბეგი“-ს, „წითელი ხიდი“-ს, „ლაგოდეხი“-ს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და ქ. თბილისში ი.ჭავჭავაძის 74/ბ-ში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები (დუთი ფრის მაღაზიები), ასევე ფოთის საზღვაო ნავსადგურში საერთაშორისო რეისებზე მყოფი გემებისათვის შიპ-ჩენდლერული მომსახურების პუნქტი. რაც შეეხება ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის 74/ბ-ში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს იგი ფუნქციონირებს 2011 წლიდან და განკუთვნილია მხოლოდ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტირებული დიპლომატების, მათი ოჯახის წევრების და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირთათვის (რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულებები). როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. აღნიშნული ნორმის მოქმედების ვადად, საქართველოს პარლამეტმა 2022 წლის 16 დეკემბრის კანონით განსაზღვრა 2026 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, აღნიშნული ვადის დადგომისას ქ.თბილისში ი.ჭავჭავაძის 74/ბ-ში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა (გადავადდა) და შესაძლებელია შემდგომი გადავადებაც განხორციელდეს, კომპანიისთვის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად საჭიროა საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ქალაქში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სტატუსი, არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი სტაბილური პერიოდით. სამომავლო გეგმები კი, მოიცავს ობიექტის რეკონსტრუქციას, გაფართოებას, განახლებას, რასაც სჭირდება სოლიდური ინვესტიციის განხორციელება. შესაბამისად, კომპანია ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული დანაწესის ამიღებას. კომპანია განცხადებაში ასევე მიუთითებს იმ ქვეყნების (მათ შორის, ევროპული), არსებული პრაქტიკის შესახებ, რომელთა ტერიტორიებზეც ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის ობიექტები (დუთი ფრის მაღაზიები ქალაქის ცენტრში) სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეუძლიათ საქონლის შეძენა. საილუსტრაციოდ მოჰყავს ესპანეთის (https:/ /diplomatic.com/english/duty-free-shop; C. de Zurbarán, 30, Chamberí, 28010 Madrid, Spain), შვეიცარიის (Aelia Duty Free, Av. de France 27, 1202 Genève, Switzerland), რუმინეთის (https://w ww.diplomaticshop.ro; DIPLOMATIC WORLDWIDE SHOP SRL; Strada Aron Cotruș 47, București 077190, Romania), ამერიკის შეერთებული შტატების (ვაშინგტონი: https://www.dutyfreediploma tic.com/ ;2406, 1818 N St NW suite 101, Washington, DC 20036, USA და ნიუ იორკი: https://shopdd f.com/; 866 2nd Ave 2nd Floor, New York, NY 10017, USA) მაგალითები. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს შპს „დიუთი ფრი ალიანსის“ (ს/ნ 205240470) მიერ დასმული საკითხის მნიშვნელობას. მით უფრო, რომ აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირების გაგრძელების თხოვნა და მხარდაჭერა თავად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდანაც არის. ამდენად, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ საკითხის შემდგომ განხილვაში. პატივისცემით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოს ბიზნესომბუდსმენი დანელია ოთარი