საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-23
კომიტეტის სხდომის ნომერი 155
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3024?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
23 სექტემბერი 2024 12:00
2024 წლის 23 სექტემბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2.
საქართველოს
მოქალაქე
მაგული
გოგოლიძის
მიერ
წარმოდგენილ
პეტიციაზე
(1-9685/24;12.09.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
9/23/2024, 3:19 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 23 სექტემბერი, 12.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N155
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, ლევან მგალობლიშვილის
უფლებამონაცვლე ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი შატაკიშვილის უფლებამონაცვლე
გიორგი ჩაკვეტაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს მოქალაქე მაგული გოგოლიძის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე (N19685/24;12.09.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის
განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი
განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან
მგალობლიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის
გამო.
დადასტურდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 18
სექტემბრის N13-ს დადგენილებით, ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან
მგალობლიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
1
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 4 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის
ლევან მგალობლიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
ირაკლი ქდაგიშვილმა
კენჭისყრის დასრულების შემდგომ აღნიშნა, რომ ლევან
მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
თანამდებობაზე
მნიშვნელოვან
წვლილს
შეიტანს
საქართველოსათვის
არსებითი
გეოპოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტაში - ქვეყნის ერთიანობის აღდგენაში.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე მაგული გოგოლიძის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე (N19685/24;12.09.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი განიხილავს მოქალაქე მაგული გოგოლიძის მიერ წარმოდგენილ
პეტიციაზე (N1-9685/24; 12.09.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების
შედეგებს.
სულ წარმოდგენილი 1 061 პეტიციის მხარდამჭერიდან (41 ფურცელი) იმ ხელმოწერების
რაოდენობამ, რომელიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 112
ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად,
ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის
შესრულებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი
ხელმოწერების
რაოდენობამ
შეადგინა
112
ხელმოწერა,
თუმცა
წარმოდგენილი
ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (949 ხელმოწერა) აღემატება 300
ხელმოწერას.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნას მოქალაქე მაგული გოგოლიძის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-9685/24;
12.09.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების თაობაზე?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 4 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2