საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე" (წერილი №2-13085/24/10; 23/09/2024).

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.07.2024
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ნომერი
#1-8469/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-09-23

📜 ტექსტი

წერილი
2-13085/24 23-09-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად გიგზავნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს: - საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" (№07-2/394, 31.05.2024). - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვაზე" ((№1-5366/24; 30.04.2024). - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო პატივისცემით, კომიტეტის აპარატის უფროსი ირინა ლომია წარმოდგენილ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე" ((№1-8469/24; 31.07.2024). გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. მიერ
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13082/24 23-09-2024 დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე" საქართველოს მიმდინარე წლის პარლამენტის 16 სექტემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა ფინანსთა საქართველოს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (№1-8469/24; 31.07.2024). 2024 წლის 6 თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0% შეადგინა, რაც წლიურ საგეგმო მაჩვენებელზე (5.2%-ზე) 3.8 პროცენტული პუნქტით. 2024 წლის ივნისში ინფლაციამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 2.2% შეადგინა, რაც წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე (2.8%) 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2024 წლის ივნისში ლარის გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარის მიმართ 2.81 ლარი შეადგინა. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა - 2,847.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა - 7,471.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 4,624.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 3,021,100 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2,860,100 საერთაშორისო ვიზიტორზე) 5.6%-ით მეტია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,898.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2%-ით (93.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამასთან, შემოსავლებმა 2024 წლის 6 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა 2019 წლის შესაბამის პერიოდში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს გადააჭარბა და მისი 130.4% შეადგინა. სახელმწიფოს პროდუქტთან ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა შეფარდების ზღვრული მოცულობა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვარი შეადგენს არაუმეტეს 3%-ს. 2024 წლის სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრა (-)2.5%-ის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი დადებითია, შეადგენს 373.7 მლნ ლარს. საანგარიშო ზღვრულმა პერიოდის მოცულობამ ბოლოს შეადგინა საქართველოს მთლიანი მთავრობის შიდა ვალის პროდუქტის 37% („ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა დადგენილია არაუმეტეს 60%-ისა). 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სახით მობილიზებულია 12,448.4 მლნ ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 106.3%-ია (737.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,732.8 მლნ ლარით მეტია. გადაჭარბებით შესრულდა, ასევე, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ექვსი თვის გეგმა. კერძოდ, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 9,915.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 105.5%- ია და 515.3 მლნ ლარით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,878.4 მლნ ლარით მეტი. გადასახდელების სახით 2024 წლის ბიუჯეტიდან იანვარ-ივნისში გაცემულია 11,799.0 მილიონი ლარი, რაც ექვსი თვის გეგმის (11,869.4 მლნ ლარის) 99.4%-ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,839.2 მლნ ლარით მეტია. მხარჯავი დაწესებულების მიხედვით გადასახდელების ექვსი თვის გეგმა შესრულებული აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ასევე, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 98.2%-ით და ა.შ. ასიგნებების ექვსი თვის გეგმები ვერ შესრულდა ზოგიერთი სამინისტროსა და ცალკეული პროგრამების მიხედვით. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ნაშთის გამოყენება (-) 158.9 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა მოხდა ნაშთის დაგროვება 649.4 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც დაემატა 1 იანვრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებულ ნაშთს - 1,577.3 მლნ ლარს და 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 2,226.7 მლნ ლარი. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმით ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო (დეფიციტი) განსაზღვრული იყო (-) 683.1 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა შესრულების მდგომარეობით დაფიქსირდა (-) 84.5 მლნ ლარი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ მიღებულ იქნა ცნობად. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე
დასკვნა
2-12467/24 11-09-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე, განიხილა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში. აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთლიანობაში დადებითად აფასებს საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ მუშაობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 9.0 პროცენტი შეადგინა. აქედან, 2024 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 8.4 პროცენტი, ხოლო II კვარტალში ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები 104,5%-ით, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები კი 105,3%-ით შესრულდა. 2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: განათლება 29.1 პროცენტი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 18.8 პროცენტი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 16.0 პროცენტი, სახელმწიფო თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 13.0 პროცენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია 12.2 პროცენტი, ხელოვნება, გართობა და დასვენება 11.1 პროცენტი, მშენებლობა 10.3 პროცენტი, ტრანსპორტი და დასაწყობება 9.7 პროცენტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 9.6 პროცენტი. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გათვალისწინებული რესურსების ხარჯვით სამინისტროს მიერ გეგმით ნაწილს, სამინისტროს 2024 წლის 6 თვის ფაქტიური შესრულება შეადგენს 98,8 %-ს. ცალკეული სამსახურების საქმიანობისა და პროგრამების კუთხით მაჩვენებლები პოზიტიურია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პროგრამა შესრულების დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება. კერძოდ: მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა - 9.1%, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) - 42.2%, საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა - 0.0%, კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი (ADB) - 0.0%, საქართველო-ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი (EIB) -0.0%. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მიღებულ იქნა ცნობად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული
დასკვნა
2-12549/24 12-09-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2024 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე (№1-8469/24; 31.07.2024). წლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის 12 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული დოკუმენტი. წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-12677/24 16-09-2024 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის“ (N1-8469/24; 31.07.2024) თაობაზე კომიტეტმა მ/წ 16 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (N1- 8469/24; 31.07.2024). კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და ცნობად მიიღო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-12823/24 18-09-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის“ (1-8469/24; 31.07.2024) თაობაზე საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, 2024 წლის 18 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე, მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (1-8469/24; 31.07.2024). რეგიონში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული და შეადგინა 10,902,546.5 ათასი ლარი, რაც მეორე კვარტლის გეგმის 104.3 %-ია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge კომიტეტის წევრებს, წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვასთან“ დაკავშირებით არსებითი სახის შენიშვნები არ გამოუთქვამთ და ცნობად იქნა მიღებული წარმოდგენილი დოკუმენტი. კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია
დასკვნა
2-12522/24 12-09-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის“ შესახებ (N1-8469/24; 31.07.2024). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“. კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყებების მიერ საბიუჯეტო ასიგნებების ფაქტიური ათვისება დაგეგმილ მაჩვენებლებთან მიმართებაში საანგარიშო პერიოდის მიხედვით არის შემდეგნაირი: თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული გეგმა 830,158,2 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება - 810,529.5 ათასი ლარი (97.6%); შინაგან საქმეთა სამინისტრო: დაზუსტებული გეგმა - 639,222.0 ათასი ლარი, შესრულება - 631,677.5 ათასი ლარი (98.8%); საქართველოს დაზვერვის სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 11,000.0 ათასი ლარი, შესრულება - 9,652.3 ათასი ლარი (87.7%); საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 109,727.8 ათასი ლარი, შესრულება - 97,211.5 ათასი ლარი (88.6%); საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური: დაზუსტებული გეგმა 56,692.2 ათასი ლარი, შესრულება - 44,652.5 ათასი ლარი (78.8%); სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 9,995.0 ათასი ლარი, შესრულება - 9,320.0 ათასი ლარი (93.2%). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-12857/24 18-09-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე (№1-8469/24; 31.07.2024). საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს სხომდაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№18469/24; 31.07.2024). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 9.0 პროცენტი შეადგინა. აქედან, 2024 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 8.4 პროცენტი, ხოლო II კვარტალში ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა. 2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: განათლება 29.1 პროცენტი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 18.8 პროცენტი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 16.0 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 13.0 პროცენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია 12.2 პროცენტი, ხელოვნება, გართობა და დასვენება 11.1 პროცენტი, მშენებლობა 10.3 პროცენტი, ტრანსპორტი და დასაწყობება 9.7 პროცენტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 9.6 პროცენტი და სხვა. 2024 წლის ივნისში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 4.5 პროცენტით გაუფასურდა და 2.81 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებთან, გაუფასურდა 3.0 პროცენტით. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 25 030 420.7 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 11 869 389.3 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 11 799 038.3 ათასი ლარი. საკასო შესრულება 6 თვის გეგმიური მაჩვენებლის 99.4%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 47.1%-ია. უშუალოდ კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყების მიერ საბიუჯეტო ასიგნების ფაქტიური ათვისება გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებით არის შემდეგნაირი:  საქართველოს კულტური, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (33 00) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 261,985.0 ათას ლარს, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 243,496.2 (92.9%);  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (33 01) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 6,664.8 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 5,638.1 ათასი ლარი (84.6%);  სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება (33 02) - 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 8,927.4 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ კი შეადგინა 8,825.0 ათასი ლარი (98.9%);  ინფრასტრუქტურის განვითარება (33 03) - 6 თვის დაზსუტებული გეგმა შეადგენდა 25,714.0 ათას ლარს, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 23,391.0 ათასი ლარი (91.0%);  სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა (33 04) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 3,608.0 ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 3,267.4 ლარი (90.6%);  კულტურის განვითარების ხელშეწყობა (33 05) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 50,148.4 ათას ლარს, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 46,103.5 ლარი (91.9%);  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (33 06) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 25,887.1ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ კი შეადგინა - 22,794.7 ათასი ლარი (88.1%);  კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები (33 08) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 16,721.5 ათას ლარს, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ კი შეადგინა - 18,010.0 ათასი ლარი (107.7%). საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის 2024 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 261 985.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 243 496.2 ათასი ლარი, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 56 206.2 ათასი ლარით მეტია. ამასთან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში „ხარჯების“ მუხლის საკასო შესრულებამ შეადგინა 89.1%, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის - 9.8%, ხოლო ვალდებულებების კლების მუხლის - 1.1%. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კულტურის კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
დასკვნა
2-12842/24 18-09-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე“ (N1-8469/24; 31.07.2024). საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა 2024 წლის 18 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-12360/24 09-09-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის მიმოხილვაზე (№1-8469/24; 31.07.2024) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 9 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მათში შემავალი უწყებების მონაწილეობით, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულება/მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს მიერ 6 თვის ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 3,900,065.0 მლნ ლარი, რაც დაზუსტებული გეგმის 3,902,176.3 მლნ ლარის 99,9 %. კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა“ ცნობად მიიღო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge