საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412412794842
30.09.2024
საქართველოს პარლამენტი
სათაური: აუდიტორის პროფესიის თავისუფალ პროფესიად გამოცხდება
შინაარსი: გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად,
"ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში
შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც აუდიტორის პროფესიას გამოაცხადებს
თავისუფალ პროფესიად და უზრუნველყოფს აღნიშნული პროფესიის სახელმწიფოს
მხრიდან უხეში ჩარევისგან განთავისუფლებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება
გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს, ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა უფლებების
დაცვას. როგორც მოგეხსენებათ, "ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც
ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში." ადვოკატის პროფესიასთან საკმაოდ
დაახლოებული - აუდიტორის პროფესია არ გახლავთ თავისუფალი. მას არეგულირებს
სახელმწიფო, რაც განაპირობებს ამ პროფესიაში გაწევრიანებული პირთა ყოფნას
დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი წნეხის ქვეშ: მათ არამარტო პროფესიულ
ასოციაციაში (ფედერაციაში) მოეთხოვებათ წევრობა, არამედ მათ დამატებით "ჟანდარმად"
მიჩენილი ჰყავთ სარას-ი, რომელიც არც ეთიკურობით არ გამოირჩევა და არც
პროფესიონალიზმით: იგი ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალებს ეპყრობა სრულიად
წარმოუდგენელი დიქტატორულ-ვოლუნტარისტულ-კრიმინალური მეთოდებით: ერთი და
იგივე საჯარო მოხელეები ჯერ საკუთარ თავს აწევრიანებენ მოკვლევის ჯგუფებში, შემდეგ ადგენენ მოკვლევის დასკვნებს და შემდეგ - თავადვე რეაგირებენ მასზე, სარას-ის სახელით.
ამის დასტურია 129 აუდიტორის მიმართ დისციპლინური სახდელის დადების ეპიზოდები,
განხორციელებული 2021-2024 წლებში. აღნიშნული ნეო-ალკატრასი სახელწოდებით "სარას"ი მოსაკვეთია საქართველოს პოლიტიკური სხეულიდან, ხოლო აუდიტორის პროფესია უნდა
გამოცხადდეს თავისუფალ პროფესიად.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: