საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (№1-6518/24; 07.06.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-12788/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12788/24 17-09-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6518/24; 07.06.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მიღებულ უნდა იქნეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაავალდებულებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ გაზის, ელექტროენერგიის ან წყლის დატაცების შემთხვევაში გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიანტებს არ გააჩნდეთ შესაძლებლობა, მარეგულირებელ კომისიაში წარადგინონ როგორც ქსელში დაკარგული და ამ საბაბით მოითხოვონ ტარიფის გაზრდა მოსახლეობისათვის. „ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის სექტორებში ტარიფების გაანგარიშების დისკრეციული უფლებამოსილება. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფების დადგენის წესი და პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის დადგენილებებით (2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილება; 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილება; 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილება) დამტკიცებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების შესაბამისად. მეთოდოლოგიების საფუძველზე, სემეკი სათანადო დადგენილებით ადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობებს. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი დანაკარგი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge აღემატება შესაბამისი საწარმოსათვის დადგენილ ნორმატიულ დანაკარგს, სხვაობით მიღებული ზენორმატიული დანაკარგის ღირებულება არ იქნება გათვალისწინებული ტარიფის გაანგარიშებისას და არ აუნაზღაურდება საწარმოს. შესაბამისად, გამოირიცხება ის ფაქტი, რომ დატაცებული ბუნებრივი გაზი, ელექტროენერგია ან წყალი მარეგულირებელ კომისიაში წარედგინოს, როგორც ქსელში დაკარგული და ამ საბაბით მოხდეს ტარიფის გაზრდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი