საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/407; 05.07.2024) მეორე მოსმენით განხილვის ვადის 45 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
წერილი
2-13380/24
30-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“
და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N072/407; 05.07.2024).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 45
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge