საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
წერილი
N 2-04/3559
30/09/2024
3559-04-2-202409301632
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის
შესახებ
ბატონო შალვა,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2025-2027 წლების ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს,
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებასთან ერთად.
ამასთან, გიგზავნით განმარტებით ბარათს, რომელშიც აღწერილია საქართველოს
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტები, ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებელი,
მიმდინარე
მაკროეკონომიკური
მაკროეკონომიკური პროგნოზები და არსებული ეკონომიკური რისკები.
დანართი: 13 ფურცელი.
პატივისცემით,
ნათელა თურნავა
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს ეროვნული ბანკი
მდგომარეობა,
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2025-2027 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების
მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2025-2027 წლების განმავლობაში
ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
(რეფინანსირების განაკვეთი) რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა
მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია
ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო
სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით,
სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა
ინსტრუმენტები.
3. 2025-2027 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე
გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო
ბაზრებზე ენერგორესურსებზე, ნედლეულსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების
ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების
ცვლილება,
განვითარებული
ქვეყნების
ცენტრალური
ბანკების
მიერ
მოსალოდნელზე ნელი ტემპით მკაცრი პოლიტიკიდან გამოსვლა და სხვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას
გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი
გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ
გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
დანართი
2025-2027 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებები
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–3
მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი)
ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა
ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და
ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ
საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა
მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად
ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად
გამოიყენებს, და შესაძლო მაკროეკონომიკური რისკების მიმოხილვას.
ფასების
სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად
ეროვნული
ბანკი
მონეტარულ
პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული. ინფლაციის თარგეთირების
რეჟიმი მოიაზრებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ განსაზღვრას, ხოლო
მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში,
ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს.
ეროვნული
ბანკის
შეფასებით,
ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებელი,
რაც
ქვეყნისათვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3 პროცენტს
შეადგენს. ერთი მხრივ, 3 პროცენტი საკმარისად დაბალია და ეკონომიკური აგენტების
გადაწყვეტილებებზე უარყოფითად არ მოქმედებს. მეორე მხრივ, არ არის იმდენად
დაბალი, რომ ეკონომიკური ზრდა დააბრკოლოს.
თავის მხრივ, ინფლაციის ოპტიმალური დონის შეფასება სხვადასხვა გრძელვადიან
ეკონომიკურ ფაქტორებსა და ქვეყნის ეკონომიკის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
ცენტრალური ბანკები სამიზნე მაჩვენებლად ინფლაციის დადებით ნიშნულს ირჩევენ,
რადგან
დეფლაცია
რეცესიასა
და
ეკონომიკური
კეთილდღეობის
დანაკარგს
განაპირობებს. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები,
1
როგორც წესი, 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2-4 პროცენტის
ფარგლებშია განსაზღვრული.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, მონეტარული პოლიტიკა ისე
წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია წინასწარგანსაზღვრულ
სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყოს. მოკლევადიან პერიოდში კი ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებლიდან
გადახრა
შესაძლოა
ეგზოგენურმა
(მონეტარული
პოლიტიკისაგან დამოუკიდებელმა), ერთჯერადმა ფაქტორებმა განაპირობოს.
ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის
მიზნობრივი მაჩვენებელი
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით
მიიღწევა.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა და მისი სამომავლო ტრაექტორიის ცვლილების
შესახებ გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, ინფლაციის
პროგნოზირების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციაზე
მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების
შედეგად მიიღება.
მნიშვნელოვანია
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო
საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს. ამგვარად, საბაზრო საპროცენტო განაკვეთების
ეფექტური მართვა,
საოპერაციო კუთხით
ეროვნული ბანკის მთავარ ორიენტირს
წარმოადგენს. ამისათვის ეროვნულ ბანკს გააჩნია მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო
ჩარჩო, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისაგან შედგება.
მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს პირობებში, ეროვნული ბანკი იყენებს
როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ისე ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტებს. საბანკო
სექტორის ლიკვიდობის სამართავი, ლიკვიდობის მიწოდების მთავარი ინსტრუმენტი,
რეფინანსირების სესხებია. ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს შედარებით უფრო
გრძელვადიან ლიკვიდურ სახსრებს ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტით და მეორად
ბაზარზე მთავრობის ფასიანი ქაღალდების ოპერაციებით აწვდის. თუმცა, 2023 წლის
მეორე ნახევრიდან ამ ინსტრუმენტებით ლიკვიდობის მიწოდება არ განხორციელებულა.
დამატებით, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ეფექტურად სამართავად
ეროვნულის ბანკი ასევე იყენებს მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს - ერთდღიანი სესხები
და ერთდღიანი დეპოზიტები. გარდა აღნიშნული ინსტრუმენტებისა, ეროვნულ ბანკს
გააჩნია ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტი - სადეპოზიტო სერტიფიკატები.
აღნიშნული ინსტრუმენტებით, ეროვნული ბანკი საფინანსო სისტემის ლიკვიდობაზე
მოთხოვნასა და მიწოდებას ისე აბალანსებს, რომ საპროცენტო განაკვეთები მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთთან ახლოს ჩამოყალიბდეს.
ამ მიდგომით, ეროვნული ბანკი საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს ეფექტურად
მართავს. ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის
2
განაკვეთთან ახლოს ყალიბდება (იხ. დიაგრამა N1). და საბაზრო საპროცენტო
განაკვეთებიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორიას მიუყვება (იხ.
დიაგრამა N2,
N3 და N4). ეს კი საბოლოოდ მონეტარული პოლიტიკის გადაცემის
სიძლიერეს განაპირობებს.
დიაგრამა N1 ბანკთაშორისი ბაზარი
400
14%
მონეტარული
პოლიტიკის
ინსტრუმენტები
ს გააქტიურება
12%
10%
350
300
200
150
4%
100
2%
50
0%
0
თებ-09
ივნ-09
ოქტ-09
თებ-10
ივნ-10
ოქტ-10
თებ-11
ივნ-11
ოქტ-11
თებ-12
ივნ-12
ოქტ-12
თებ-13
ივნ-13
ოქტ-13
თებ-14
ივნ-14
ოქტ-14
თებ-15
ივნ-15
ოქტ-15
თებ-16
ივნ-16
ოქტ-16
თებ-17
ივნ-17
ოქტ-17
თებ-18
ივნ-18
ოქტ-18
თებ-19
ივნ-19
ოქტ-19
თებ-20
ივნ-20
ოქტ-20
თებ-21
ივნ-21
ოქტ-21
თებ-22
ივნ-22
ოქტ-22
თებ-23
ივნ-23
ოქტ-23
თებ-24
ივნ-24
6%
TIBR მოცულობა (მარჯვენა ღერძი)
REPO ოპერაციების მოცულობა
TIBR (მარცხენა ღერძი)
პოლიტიკის განაკვეთი (მარცხენა ღერძი)
ერთდღიანი სესხი (მარცხენა ღერძი)
ერთდღიანი დეპოზიტი (მარცხენა ღერძი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დიაგრამა N2 საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე
პოლიტიკის განაკვეთი
30%
ფიზიკური პირების იპოთეკური სესხები
25%
იურიდიული პირების იპოთეკური სესხები
20%
15%
10%
5%
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
3
დეკ-23
აპრ-23
აგვ-22
დეკ-21
აპრ-21
აგვ-20
დეკ-19
აპრ-19
აგვ-18
დეკ-17
აპრ-17
აგვ-16
დეკ-15
აპრ-15
აგვ-14
დეკ-13
აპრ-13
აგვ-12
დეკ-11
აპრ-11
აგვ-10
დეკ-09
0%
მლნ ლარი
250
8%
დიაგრამა N3 საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირის სესხებზე
20%
პოლიტიკის განაკვეთი
საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირების სესხებზე (ნაკადი)
15%
10%
5%
იან-24
ივნ-23
ნოე-22
აპრ-22
სექ-21
თებ-21
ივლ-20
დეკ-19
მაი-19
ოქტ-18
მარ-18
აგვ-17
იან-17
ივნ-16
ნოე-15
აპრ-15
სექ-14
თებ-14
ივლ-13
დეკ-12
მაი-12
ოქტ-11
მარ-11
აგვ-10
იან-10
0%
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დიაგრამა N4 საპროცენტო განაკვეთი რეზიდენტების ვადიან დეპოზიტებზე
14%
12%
10%
8%
6%
4%
რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
2%
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
4
ივნ-24
თებ-24
ოქტ-23
ივნ-23
თებ-23
ოქტ-22
ივნ-22
თებ-22
ოქტ-21
ივნ-21
თებ-21
ოქტ-20
ივნ-20
თებ-20
ოქტ-19
ივნ-19
თებ-19
ოქტ-18
ივნ-18
თებ-18
ოქტ-17
0%
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ (როგორც
გამკაცრების ისე ნორმალიზების თვალსაზრისით) და ასევე არსებული მონეტარული
პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში
ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო. მიუხედავად ბოლო წლების
განმავლობაში ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკებისა, ეროვნულმა ინფლაცია
მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვა. მაშინ როცა ჯერ კიდევ რიგ ქვეყნებში ინფლაცია
მაღალ დონეზე ნარჩუნდება, საქართველოში ინფლაციამ 2023 წლის დასაწყისიდან
შემცირება დაიწყო და 2023 წლის მარტის შემდგომ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
ბოლო მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში მთლიანმა ინფლაციამ 1.0 პროცენტი
შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც ყველაზე მერყევ სურსათისა და
ენერგორესურსების ფასებს გამორიცხავს, 0.9 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკი
მონეტარული პოლიტიკის შედეგად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები
სტაბილურია. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების
ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს,
მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. დაბალ ინფლაციას ეკონომიკაში
გაზრდილი კონკურენციაც უწყობს ხელს. 2024 წლის დასაწყისიდან, ელექტროენერგიის
ტარიფების შემცირება დაბალი ინფლაციის დამატებითი ხელშემწყობია. აღსანიშნავია,
რომ 2023 წლის განმავლობაში ინფლაციაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ასევე
საგარეო შოკების გავლენის მილევამ. ამ ეფექტს
მნიშვნელოვნად აძლიერებდა
გამყარებული გაცვლითი კურსი და იმპორტული არხით ინფლაციაზე შემცირების
მიმართულებით მოქმედებდა. თავის მხრივ, მყარ კურსს ძლიერი საგარეო შემოდინებები
განაპირობებდა.
ამ ტენდენციების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და 2024 წლის სექტემბრის
მდგომარეობით 8.0 პროცენტს შეადგენს.
ინფლაციის თარგეთირების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა და
სამომავლო ტრაექტორიის შესახებ გადაწყვეტილება პროგნოზებზე დაყრდნობით
მიიღება. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია
საშუალოდ 1.9%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი
მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელსაც
ეკონომიკური აქტივობა მაღალია, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი შედარებით
სუსტია, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც
2024 წელის პირველი ნახევრის მდგომარეობით 9%-ს შეადგენს, წამყვანია იმ დარგების
(ტრანსპორტირება და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია და სხვა) წვლილი,
რომლებიც პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და შესაბამისად პოტენციური ზრდის
დაჩქარებას განაპირობებენ. შედეგად, მიწოდების გაუმჯობესების ფონზე, მოთხოვნის
5
მხრიდან წამოსული წნეხი და ფასებზე გადაცემაც სუსტია. პროდუქტიულობის
დაჩქარებასთან ერთად, ბოლო პერიოდში ეკონომიკაში მოგების მარჟების შემცირება
შეინიშნება,
რაც
გარკვეულწილად
კონკურენციის
ხარისხის
გაუმჯობესებას
უკავშირდება. ეს ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელფასების ზრდის წნეხი ფირმებმა
ფასებს არ გადასცეს.
ზემოაღნიშნულ ფაქტორთა ეფექტები, ეტაპობრივად ამოიწურება, რაც ინფლაციის
მიზნობრივ დონესთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, მოსალოდნელია,
რომ საგარეო ფაქტორების მოქმედებაც, 2024 წელს, შედარებით ინფლაციური იქნება და
მთლიანი ინფლაციის მიზნობრივამდე გაზრდაში წვლილს შეიტანს. მიმდინარე წლის
დასაწყისიდან,
გარკვეულ
გართულებული
სურსათის
საერთაშორისო
გლობალური
ნედლეულზე
ავტორიტეტული
კლიმატური
ფასების
ზრდის
ორგანიზაციების
პირობების
ტენდენცია
ამჟამინდელი
ფონზე,
გამოიკვეთა.
პროგნოზებით,
ბრენტის ნავთობის ფასის მოლოდინები, ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური სიტუაციის
ესკალაციის ფონზე, მცირედ ზრდის მიმართულებით გადაიხედა. შედეგად, სხვა
თანაბარ
პირობებში,
როგორც
სურსათის,
ასევე
ნავთობის
ფასების
გავლენა,
გარკვეულწილად, ინფლაციური იქნება (იხ. დიაგრამა N5).
დიაგრამა N5 წლიური ინფლაციის პროგნოზი
14%
90%
75%
12%
50%
25% სანდოობის ინტერვალი
10%
ცენტრალური პროგნოზი
8%
6%
4%
2%
მიზნობრივი ინფლაცია
0%
2021
2022
2023
2024
2025
2026
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
-2%
2027
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო
2024
როგორც აღინიშნა, ეკონომიკური აქტივობა ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, 2024
წლის იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.
6
ეკონომიკური
ზრდის
მთავარი
მამოძრავებელი,
ეკონომიკაში
მიმდინარე
სტრუქტურული ცვლილებებია. ეროვნული ბანკის ამ ეტაპზე არსებული საბაზო
პროგნოზით,
2024
წელს
ეკონომიკა
6.8%-ით
გაიზრდება.
თუმცა
მიმდინარე
ტენდენციების მიხედვით მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
მატების
მიმართულებით
გადაიხედოს.
აღნიშნული,
ძირითადად,
ეკონომიკის
პოტენციალის ზრდის გაუმჯობესებული შეფასებითა და მოსალოდნელზე ძლიერი
ადგილობრივი მოთხოვნით აიხსნება. კერძოდ, ერთი მხრივ, ეკონომიკაში მიმდინარე
სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, საწარმოო ფაქტორების პროდუქტიულობა
მნიშვნელოვნად გაზრდილია ცალკეულ სექტორებში, მათ შორის, ინფორმაციისა და
კომუნიკაციის მიმართულებით. იმავდროულად, მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს,
როგორც შუა დერეფნის ქვეყნის როლი, რაც შესაბამის ასახვას ჰპოვებს დაკავშირებულ
დარგებში სიმძლავრეების გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ
მოხმარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში, რასაც მიმდინარე
პერიოდში მაღალი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს.
აღსანიშნავია,
რომ
გაურკვევლობების
გლობალურად
ფონზე,
ვითარება
და,
კვლავ
განსაკუთრებით,
რეგიონში
სწრაფად ცვალებადია.
მაღალი
ამ ფონზე
მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იყოს ფრთხილი და
მოზომილი. მაღალი გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საყურადღებო რჩება
საფრთხეები როგორც იმპორტირებული სასაქონლო პროდუქციის (სურსათი, საწვავი)
ფასებისა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის, ისე განვითარებული
ქვეყნების (განსაკუთრებით, აშშ) მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ტემპის
კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ დაკრედიტება განსაკუთრებით დაჩქარდა ბოლო
პერიოდში, რაც, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე, საბანკო სექტორის
მხრიდან შერბილებული ფინანსური პირობების ასახვაა. მაკროეკონომიკური რისკების
გათვალისწინებით, მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, ეროვნული ბანკი
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ზომიერი ბიჯებით
განაგრძობს. საშუალოვადიან პერიოდში კი, სხვა თანაბარ პირობებში, განაკვეთი მისი
ნეიტრალური
დონის
(მიმდინარე
შეფასებით
დასტაბილურდება (იხ. დიაგრამა N6).
7
7%-ის
ფარგლებში)
გარშემო
დიაგრამა N6 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი
12%
10%
8%
90%
6%
75%
50%
4%
25% სანდოობის ინტერვალი
ცენტრალური პროგნოზი
2021
2022
2023
2024
2025
2026
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
2%
2027
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო
2024
უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ
წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის მომავალ
გადაწყვეტილებებთან
ტრაექტორიას
იმ
დაკავშირებით.
დაშვებით,
ის
რომ
ასახავს
განაკვეთის
ეგზოგენური
საორიენტაციო
ფაქტორები
პროგნოზში
გათვალისწინებული სცენარით განვითარდება. შესაბამისად, თუკი საგარეო ან/და შიდა
ფაქტორები
მოსალოდნელისგან
განსხვავებული
იქნება,
ეს
საპროგნოზო
მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მომავალ
გადაწყვეტილებებზეც მოახდენს გავლენას. მიუხედავად პროგნოზის თანმხლები
არსებული
გაურკვევლობისა,
საპროცენტო
განაკვეთის
სამომავლო
ტრაექტორია
მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული ლარის
გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები.
ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა
დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება გლობალური
ეკონომიკური მდგომარეობა და გეოპოლიტიკური ვითარება. საქართველო მცირე ზომის,
ღია ტიპის ეკონომიკაა, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის დონით და შესაბამისად
მოწყვლადია
საგარეო
შოკების
მიმართ.
მაკროეკონომიკურ პროგნოზების რისკების ანალიზი.
8
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების
კატეგორიას განეკუთვნება გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან მომდინარე რისკები.
გლობალურად მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მაღალი გაურკვევლობა
ნარჩუნდება
საერთაშორისო
ბაზრებზე
ნედლეულების
ფასების
მოსალოდნელი
ტენდენციების გარშემო. შესაბამისად, რისკის მატარებელია, ენერგომატარებლებსა და
სურსათის ნედლეულზე ფასების, ასევე ტრანსპორტირების ღირებულების ცვლილება,
რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების
მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის ცვლილება და სხვა. ამასთან, უნდა
აღინიშნოს, რომ რისკები, შესაძლოა, მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ასევე
შემცირებისაკენ.
საქართველოს
მონეტარული
ტიპის
პოლიტიკის
მნიშვნელოვანია,
ეკონომიკური
მცირე
ღია
ეკონომიკის
ინფლაციის
მქონე
თარგეთირების
ქვეყნის
შემთხვევაში,
რეჟიმის
რათა
მონეტარული
პოლიტიკის
რეაგირება
ციკლების
შესაბამისად
წარიმართოს
და
არსებობა
საქართველოს
მაქსიმალურად
იქნეს
შენელებული ბიზნეს ციკლით გამოწვეული ეკონომიკური მერყეობა. შედეგად,
ინფლაცია და დასაქმება უფრო სტაბილურია, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა
და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წინაპირობაა. ამავდროულად, ქვეყანაში
პროდუქტიულობის
ზრდისა
და
შედეგად,
გრძელვადიანი
ეკონომიკური
განვითარებისთვის აუცილებელია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა
კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. გაცვლითი კურსი
შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც, უარყოფითი (დადებითი)
საგარეო
შოკის
შემთხვევაში,
გაცვლითი
კურსის
ცვლილება
ქვეყნის
კონკურენტუნარიანობას (სამომხმარებლო ფასების სტაბილურობას) ინარჩუნებს და ამ
გზით ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს.
მცურავი გაცვლითი კურსის ჩარჩოს პირობებში სავალუტო ინტერვენცია ძირითადი
ინსტრუმენტი არ არის, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ის მაინც გამოიყენება, როგორც
პოლიტიკის დამატებითი ინსტრუმენტი. ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების
რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს: (ა) წესებზე დაფუძნებულ ინტერვენციას, რომელსაც
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებისა და გაცვლითი
კურსის ჭარბი მერყეობის შერბილებისთვის ახორციელებს და (ბ) დისკრეციულ
ინტერვენციას, რომელიც სავალუტო ბაზრის პირობების გაუარესების შემთხვევაში
(მაგალითად, კაპიტალის ნაკადების დროებით მომატებული მერყეობისას) იყენებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის
მნიშვნელოვანი გარანტორია. 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით საერთაშორისო
რეზერვების მოცულობამ 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან მნიშვნელოვანია
საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით,
საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის
9
სტრატეგიული
ინფლაციურ
გადაწყვეტილებაა,
რისკებთან
და
რომელიც
რეზერვების
დაკავშირებულია
გლობალურ
მსყიდველუნარიანობის
დაცვასთან.
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის მზარდია და სებ-ის ოქროს ზოდების საბაზრო
ღირებულების ზრდა დაახლოებით 77 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ
ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე ორიენტირებული რჩება.
შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 2023
წელს 1.28 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2024 წელს იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით 109.8
მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მონეტარული
პოლიტიკის
ეკონომიკაზე
გადაცემის
გაძლიერებისათვის
და
ფინანსური სტაბილურობის გასამყარებლად ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს
ლარიზაციის ღონისძიებებს. მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის
არაჰეჯირებული სესხების ლიმიტი, ჯერ 2024 წლის 1 იანვრიდან 300,000-მდე, ხოლო
დამატებით კი ამავე წლის 1 მაისიდან 400,000-მდე გაზარდა. როგორც მოსალოდნელი
იყო, გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია გაიზარდა. ივლისის
მდგომარეობით, მთლიანი სესხების პორტფელის 56 პროცენტი ლარშია. განსაკუთრებით
აღსანიშნავია ფიზიკურ პირების სესხების ლარიზაციის მაღალი დონე. კერძოდ,
ფიზიკური
პირების
სესხების,
73
პროცენტი
ეროვნული
ვალუტით
არის
დენომინირებული. მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციებისა, დოლარიზაცია კვლავ
მაღალია და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად რჩება. ამდენად, ეროვნული ბანკი
დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში
შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა მხოლოდ ცალკეული მსესხებლების
სავალუტო და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებს ამცირებს, არამედ ასევე
ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც
საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. ივლისის
მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების 52 პროცენტი ეროვნული ვალუტაშია
დენომინირებული, ხოლო რეზიდენტი მდგომარეობით, დეპოზიტების ნახევარზე მეტი
ლარშია. რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაცია 59 პროცენტია.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ეფექტურობას გარკვეულწილად დოლარიზაცია
ამცირებს. დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გამოწვევაა. მაღალი დოლარიზაცია, ვალუტის კურსის მერყეობისადმი მოწყვლადობის
ზრდასა
და
მონეტარული
პოლიტიკის
ეფექტიანობის
შეზღუდვასთან
ერთად,
ფინანსური სტაბილურობის რისკებსაც შეიცავს. გარდა ამისა, ის ქვეყნის რისკიანობაზეც
აისახება და საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას უშლის ხელს.
ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას საშუალოვადიან
პერიოდში. შესაბამისად,
ის
გაზრდის
საქართველოს
10
ეკონომიკის
მდგრადობას
პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და
გრძელვადიან ზრდას.
11
დანართი
30/09/2024
N 387
2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების
საფუძველზე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების (2024 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი N7) შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი და არაუგვიანეს 1
ოქტომბრისა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
2. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ნათელა თურნავა
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს ეროვნული ბანკი