სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა

მიმოხილვა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.10.2024
ავტორი
სსიპ საპენსიო სააგენტო
ნომერი
#1-10304/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
N გ/6973 01/10/2024 6973-შ-2-202410011533 საქართველოს პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ სსიპ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას. დანართი: 1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 2024 წლის 6 თვის ანგარიში. პატივისცემით, გიორგი ჭიჭინაძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ანგარიში
2024 წლის 6 თვის ანგარიში 2024 წლის 6 თვის ანგარიში სარჩევი 01 საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა 02 03 საოპერაციო საქმიანობა რისკების კონტროლი და ინფორმაციული უსაფრთხოება 04 შიდა აუდიტი 05 საინფორმაციო ტექნოლოგიები 06 საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება 07 საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 08 2024 წლის ბიუჯეტი 09 10 საზოგადოებასთან ურთიერთობა საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტები: 11 ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით 2 2024 წლის 6 თვის ანგარიში წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში (შემდგომში საანგარიშო პერიოდი) საპენსიო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს, ასევე, მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის (შემდგომში - საპენსიო სქემა) მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს. 01 საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა 1.1. საინვესტიციო საბჭოს, საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იყო 4 წევრით: ოლივიერ რუსსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა. აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მიხედვით, საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შედგა საინვესტიიცო საბჭოს - 5 სხდომა, რომელთაგან ერთი გაიმართა თბილისში, ორი კოპენჰაგენში (დანია), ხოლო ორი სხდომა ჩატარდა დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. 2023 წლის ნოემბერში კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის პოზიცია და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საინვესტიციო საბჭომ ღია შესარჩევი კონკურსის ჩატარების გზით შეარჩია და 2024 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე დანიშნა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი. დანიშვნის შემდეგ საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი შეუდგა კანონითა და საინვესტიციო საბჭოს მიერ განსაზღვრული საქმიანობის შესრულებას, რაც საინვესტიციო რისკების დამოუკიდებელ მონიტორინგს გულისხმობს. ამ საქმიანობის ფარგლებში საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მიერ რეგულარულად ხდება საინვესტიციო რისკების ანგარიშის მომზადება და გაზიარება როგორც საინვესტიციო საბჭოსთან, ასევე ეროვნულ ბანკთან. 2023 წელს დაიწყო საინვესტიციო პორტფელის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის მოსაწოდებლად შესაფერისი ვენდორის შერჩევის პროცესი. ბაზრის ჯეროვანი კვლევის შედეგად შერჩეული იქნა ყველაზე შესაფერისი კანდიდატი, 3 2024 წლის 6 თვის ანგარიში რომელთანაც გაგრძელდა კონტრაქტზე მოლაპარაკების პროცესი. 2024 წლის პირველ კვარტალში შერჩეულ ვენდორთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომლის დასრულებაც 2025 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. 1.2. სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანების შესაბამისად, უპირატესმა კანდიდატმა დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების საბოლოო პროექტი კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკთან გააგზავნა და წერილობითი დასტური მიიღო 2024 წლის 2 თებერვალს. 2024 წლის 14 თებერვალს, საინვესტიციო საბჭომ N52 ოქმით დაამტკიცა ხელშეკრულების საბოლოო პროექტი და სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად სს საქართველოს ბანკი გამოაცხადა. 2024 წლის 15 თებერვალს ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას, ისე მის შემდეგაც, უწყვეტად და შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპენსიო სააგენტოსათვის სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების გაწევა, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. 1.3. საინვესტიციო გადაწყვეტილებები 2023 წლის ნოემბერში კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად (კერძოდ, შეიცვალა საინვესტიციო პორტფელებში მონაწილეთა გადანაწილების წესი), 2024 წლის 3 იანვარს, ყველა იმ მონაწილის საპენსიო აქტივები, რომლებმაც არ გამოიყენეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება 2023 წლის აგვისტოდან, დაბრუნდა კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, სხვა პორტფელის არჩევის შესაძლებლობით. შედეგად, 2024 წლის 4 იანვარს, კონსერვატიულმა პორტფელმა მთელი საპენსიო აქტივების 99.1% შეადგინა. კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, 2028 წლის იანვრამდე ამ მონაწილეთა საპენსიო აქტივები ავტომატურად კვლავ კონსერვატიულ პორტფელში განაწილდება, ხოლო 2028 წლის იანვრის შემდეგ აკუმულირებული საპენსიო აქტივები საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილდება შემდეგნაირად: 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები - დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში, 40-50 წლის მონაწილეების საპენსიო აქტივები დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში, ხოლო ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილეების საპენსიო აქტივები კონსერვატიულ 4 2024 წლის 6 თვის ანგარიში (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში. ამასთან, მონაწილეთა ასაკის განსაზღვრა დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1 იანვრამდე გაწევრებული მონაწილის შემთხვევაში − 2028 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხოლო 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის შემთხვევაში − გაწევრების თარიღის მდგომარეობით. საპენსიო აქტივების განაწილება წლების მიხედვით, მილიონი ლარი 507 ₾ 1,163 ₾ 1,980 ₾ 2,947 ₾ 1.0% 10.6% 21.2% 32.6% 7.4% 16.2% 4,358 ₾ 1.6% 5,220 ₾ 1.6% 19.2% 18.5% 18.7% 1.9% 15.0% 6.0% 15.4% 100.0% 78.8% 67.3% 62.9% 59.0% 45.1% 2019 2020 2021 2022 2023 სადეპოზიტო სერთიფიკატები / ვადიანი ანაბრები მიმდინარე ანაგარიშები საქართველოს სახაზინო ობლიგაციები გლობალური აქციები ამერიკის სახაზინო ობლიგაციები სხვა ივნ-2024 სულ წყარო: საპენსიო სააგენტო 2023 წლის აგვისტოდან, კანონში მიმდინარე ცვლილებების მოლოდინის პარალელურად, საინვესტიციო სამსახურმა 2023 წლის დასასრულისთვის დააგროვა მნიშვნელოვანი მოცულობის ფულადი სახსრების რეზერვები, რაც აქტივების გადანაწილების შემდეგ საჭირო საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის იქნებოდა საჭირო. შესაბამისად, 2024 წლის დასაწყისისთვის ჯამურ აქტივებში ფულადი სახსრების წილმა 15.4%-ს მიაღწია. თუმცა, ცვლილებების აღსრულების შემდეგ 2024 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა ინვესტირება საქართველოს სხვადასხვა კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და შედეგად დეპოზიტების წილი ჯამურ აქტივებში 45.1%-დან 59%-მდე გაიზარდა. 2024 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახურმა შესაძლებლობის ფარგლებში განაგრძო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობა და მონაწილეობა მიიღო 5 2024 წლის 6 თვის ანგარიში ადგილობრივ ბაზარზე განთავსებულ რამდენიმე კორპორაციული ობლიგაციაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი ემიტენტების დეტალური ანალიზი იყო. მიუხედავად ამისა, ჯამურ აქტივებში ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების წილი კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება (55 მლნ ლარი ან აქტივების 1.0%). 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის ჯამურ აქტივებში უცხოური აქციების წილმა 18.5% შეადგინა. ამ პერიოდში საინვესტიციო სამსახური ადგილობრივი სავალუტო და უცხოური კაპიტალის ბაზრების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებდა. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ჯამურმა წმინდა ღირებულებამ 5,3218 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 1,152 მლნ ლარია. აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% (გაწლიურებული 3.6%) შეადგინა. საპენსიო აქტივების დინამიკა წმინდა კონტრიბუცია ₾5.3 მლრდ ამონაგები 30 ივნისი 2024 ივნ-24 იან-24 აგვ-23 მარ-23 ოქტ-22 მაი-22 დეკ-21 ივლ-21 თებ-21 სექ-20 აპრ-20 ნოე-19 ივნ-19 იან-19 + ₾1.15 მლრდ წყარო: საპენსიო სააგენტო *საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2024 წლის 30 ივნისის დახურვის ფასებით. 6 2024 წლის 6 თვის ანგარიში 2024 წლის ივნისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 59.0% განთავსებული იყო 9 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 6.0% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 18.5%, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 15.0%-ს შეადგენდა. აქტივების 0.5% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 1.0% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. საკრედიტო ხარისხის მიხედვით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აქტივების 91.6% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებსა და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საინვესტიციო სამსახური თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში. საპენსიო აქტივების განაწილება, 30 ივნისი 2024 წყარო: საპენსიო სააგენტო 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია საქართველოში მნიშვნელოვნად შენელდა, რაც, როგორც ადგილობრივი ისე იმპორტული ინფლაციის შემცირებას უკავშირდება. 7 2024 წლის 6 თვის ანგარიში პირველი 6 თვის მონაცემებით, ინფლაციამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) ჩამოცდა და წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის ივნისისთვის 2.2% შეადგინა. ინფლაციასთან დაკავშირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა 2024 წელს კვლავ გაეგრძელებინა პოლიტიკის შერბილება და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეფინანსირების განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით - 8%-მდე შეამცირა. შემცირებულმა ინფლაციამ დადებითი გავლენა იქონია საინვესტიციო პორტფელის რეალურ ამონაგებზე. კანონის შესაბამისად საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანი საინვესტიციო პორტფელებიდან რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდაა. ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინფლაციისგან დაცული ფინანსური ინსტრუმენტების არ არსებობის პირობებში, 2024 წლის პირველ ნახევარში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი, რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს ინფლაციისგან ირიბი დაზღვევის გზას. ინფლაციისგან ჰეჯირების დამატებით საშუალებას უცხოურ, შედარებით სტაბილურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებაა, რასაც საინვესტიციო სამსახური 2024 წლის პირველ ნახევარში აქტიურად ახორციელებდა. საინვესტიციო ამონაგები და ინფლაცია ამონაგები ინფლაცია 67.9% 38.3% 12.9% 7.0%6.1% 2019 13.9% 9.5% 2.4% 2020 7.3%9.8% 11.9% 0.4% 2021 2022 2023 6.1% 0.4% 6/30/2024 დაარსებიდან წყარო: საპენსიო სააგენტო 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა 3 პორტფელმა - კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური - საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ფონდების გაშვებიდან (2023 წლის 7 აგვისტო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელებისთვის) 30 ივნისამდე დაგენერირებულმა ამონაგებმა შესაბამისად 9.8%, 13.4% და 15.0% შეადგინა. 8 2024 წლის 6 თვის ანგარიში ამონაგები პორტფელის გაშვებიდან დღემდე ნომინალური რეალური 15.0% 13.4% 11.4% 12.5% 11.0% 11.7% 9.3% 9.0% კონსერვატიული დაბალანსებული დინამიკური ჯამური წყარო: საპენსიო სააგენტო * ამონაგები პორთფელის გაშვებიდან დღემდე, 2023 წლის 7 აგვისტოდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით ამონაგები პორტფელის გაშვებიდან დღემდე 19.0% 17.0% 15.0% 13.0% 11.0% 9.0% 7.0% 5.0% 3.0% 1.0% -1.0% კონსერვატიული დაბალანსებული წყარო: საპენსიო სააგენტო *ამონაგები პორთფელის გაშვებიდან დღემდე, 2023 წლის 7 აგვისტოდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით 9 2024 წლის 6 თვის ანგარიში 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების განაწილება კონსერვატიული და დაბალანსებული პორტფელებისთვის აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის წილობრივ ფასიან ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს. დინამიკური პორტფელებისთვის დაცული იყო კანონით განსაზღვრულ ლიმიტები, ხოლო საინვესტიიო პოლიტიკით განსაზღვრული ლიმიტების შემთხვევაში გრძელდებოდა აქტივების განაწილების შესაბამისობაში მოყვანა, რაც გულისხმობდა სადეპოზიტო სერტიფიკატების და ვადიანი ანაბრების წილის მნიშვნელოვან შემცირებას, რომელიც წარმოიქმნა 2023 წლის 7 აგვისტოს სამი პორტფელის ფორმირების შედეგად. საინვესტიციო პორტფელების აქტივების განაწილება კონსერვატიული 1.0% 2.2% 0.5% 3.8% 6.1% დინამიკური დაბალანსებული 0.5% 43.6% 0.5% 0.4% 3.5% 11.3% 15.0% 17.2% 29.9% 18.2% 59.2% 54.4% 32.7% სადეპოზიტო სერთიფიკატები/ვადიანი ანაბრები გლობალური აქციები წყარო: საპენსიო სააგენტო 10 2024 წლის 6 თვის ანგარიში 02 საოპერაციო საქმიანობა 2.1. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი, ხოლო ქალს − 55 წელი. კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდგომში - 002 ინსტრუქცია) თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) დარეგისტრირდა 6,124 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებულ იქნა 114 177 დასაქმებული. შედეგად, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში, დაარსებიდან დღემდე, გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,528 ათასი. ამავე პერიოდში სქემიდან გამოვიდა 173 ათასი მონაწილე, პენსია გავეცით 10 ათას მონაწილეზე და 2024 წლის 30 ივნისის მდგომაროებით საპენსიო სქემაში დარჩა 1,320 ათასი მონაწილე. ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა ჯამში 117 ათას. დამსაქებლის რაოდენობა 2024 6 თვე 116,963 2023 108,047 2022 94,994 2021 82,801 2020 71,600 2019 61,173 - 20,000 40,000 60,000 80,000 100,000 120,000 140,000 წყარო: საპენსიო სააგენტო 11 2024 წლის 6 თვის ანგარიში საპენსიო შენატანები წლების და კატეგორიების მიხედვით (ათასი ლარი) 2024 6 თვე 1,528,449 2023 1,478,720 2022 1,359,035 2021 1,234,732 2020 1,105,041 2019 958,226 - 200,000 400,000 600,000 800,000 1,000,000 1,200,000 1,400,000 1,600,000 1,800,000 წყარო: საპენსიო სააგენტო საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო შენატანების საერთო ოდენობამ (მაკორექტირებელი დეკლარაციების გარეშე) შეადგინა 4,181,726,906.17 ლარი, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით 594,704,553.97 ლარი. 2019 წლიდან საპენსიო სქემაში გაწევრიანებული მონაწილეთა რაოდენობა 900,000 808,576 800,000 700,000 643,629 600,000 500,000 521,946 418,185 476,007 449,545 400,000 300,000 200,000 130,145 124,586 137,727 157,507 195,175 118,697 100,000 2019 2020 2021 კერძო სექტორი 2022 2023 2024 6 თვე საჯარო სექტორი წყარო: საპენსიო სააგენტო 12 2024 წლის 6 თვის ანგარიში საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობიდან გამოტანილ იქნა 116,247,992.27 ლარი, 2024 წლის 6 თვის განმავლობაში - 19,949,455.55 ლარი. აქედან 3 მონაწილეზე პენსია დაინიშნა პროგრამული გატანით, ფონდიდან გამოვიდა 14,073.94 ლარი. საპენსიო ფონდიდან გამოტანილი თანხები წლების მიხედვით (ათასი ლარი) 70,000 60,000 58,437 50,000 40,000 30,000 22,875 19,949 20,000 10,000 4,728 3,318 2020 2021 6,941 2019 2022 2023 2024-6 თვე წყარო: საპენსიო სააგენტო 2.2. საოპერაციო საქმიანობის ძირითადი მონაცემები „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ინსტრუქციის შესაბამისად: ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლების სამუშაო გვერდზე დამატებული საბალანსო თანხის დაბრუნების ფუნქციონალის საფუძველზე 2024 წლის 6 თვის მანძილზე დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ, სისტემის მეშვეობით მოთხოვნილ იქნა 298,008.05 ლარის ოდენობის ჯამური თანხა, 100 დავალების საფუძველზე. აქედან დაკმაყოფილდა 71 მოთხოვნა ჯამური თანხით 163,884.82 ლარი, უარყოფილია 29 მოთხოვნა 134,123.23 ლარი. 13 2024 წლის 6 თვის ანგარიში შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის, მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სისტემის მეშვეობით სულ შემოვიდა 104 მოთხოვნა. 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, დაკმაყოფილდა 91 მოთხოვნა, ჯამური თანხით - 70,783.15 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მაკორექტირებელი დეკლარაციების შედეგად თანხა დაუკორექტირდა 19,851 დასაქმებულს, ჯამური თანხით 2,117,259.29 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უარყოფილი იქნა 279 დეკლარაცია, თანხით 174,253.74 ლარი. მაკორექტირებელი 2024 წლის 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტო განაგრძობდა თანამშრომლობას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საპენსიო სააგენტოსთვის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას. 2024 წლის 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დამსაქმებლების მიერ საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში წარდგენილი ინფორმაციების სისტემატიური შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა. გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ეცნობათ შესაბამის დამსაქმებლებს და დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულებს. საანგარიშო პერიოდში, საპენსიო სააგენტომ გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება სსიპ იუსტიციის სახლთან, რომლის შედეგადაც იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ერთეულებში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება კვლავ არის შესაძლებელი. თანამშროლობის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს და იუსტიციის სახლის 120 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებშია წარმოდგენილი, რაც ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს. 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, სსიპ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვიანობის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: საპენსიო სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში მომსახურებული პირების რაოდენობა: 2 524 საპენსიო სააგენტოს ცხელი ხაზით შემოსული ზარების რაოდენობა: 26 636 ზარი საპენსიო სერვისებთან დაკავშირებით, სსიპ იუსტიციის სახლის მიერ მომსახურებული პირების რაოდენობა: 6 895 საპენსიო სააგენტოს სერვისების მაღალი ხარისხის მიწოდების მიზნით, საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების განყოფილების უფროსის მიერ პერიოდულად ტარდება ტრენინგები/საინფორმაციო შეხვედრები სსიპ იუსტიციის სახლის შესაბამის 14 2024 წლის 6 თვის ანგარიში წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში, სსიპ იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით, დაორგანიზდა და ჩატარდა მსგავსი ხასიათის 6 ტრენინგი. მონაწილეთა მომსახურების სივრცისა და ცხელი ხაზის ოპერატორების სამუშაო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის: მონაწილეთა მომსახურების მონიტორინგის ჩარჩო, ოპერატორების შეფასების ცხრილი, ყოველდღიური/ყოველთვიური ანგარიშგების ფორმა, ზარების შინაარსობრივი მონიტორინგის ფორმა და სხვა. ამგვარი ქმედითი ინსტრუმენტების არსებობა, ხელს უწყობს მონაწილეთა მომსახურების თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაო პროცესის შეფასებას, მათ შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის შესაბამისი პროგრამული და მეთოდური საჭიროებების განსაზღვრას. საანგარიშო პერიოდში, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების განყოფილების თანამშრომლებმა გაიარეს ორდღიანი ტრენინგი „სახელმწიფო სერვისების შექმნის (დიზაინი) საკითხებზე“. ტრენინგი მომზადდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025წწ. სტრატეგიის“ ფარგლებში შემუშავებული სახელმწიფო სერვისების შექმნის (დიზაინის) მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შესაბამისად. 2.3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა კანონისა და სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის“ (შემდგომში - წესი), თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს საპენსიო სქემიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპენსიო სქემაში, სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 490 დასაქმებულმა (რომელთა ჯამური საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენდა 309,215.69 ლარს) ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით (არ მოიცავს მონაწილეთა სტატუსის გაუქმებით გაცემულ თანხებს). საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 454 დასაქმებული. 15 2024 წლის 6 თვის ანგარიში საპენსიო სქემიდან გამოსული დასაქმებულების რაოდენობა 180,000 164,198 160,000 140,000 120,000 100,000 80,000 60,000 40,000 20,000 3,098 1,605 1,218 1,165 490 2020 2021 2022 2023 2024 6 თვე 2019 წყარო: საპენსიო სააგენტო 2019 წლიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებისათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა შეადგინა 59,610,884.73 ლარი. საპენსიო საქმიდან გამოსული დასაქმებულებისათვის ფონდიდან გამოტანილი აქტივები 60,000 57,038 50,000 40,000 30,000 20,000 10,000 913 403 368 580 309 2020 2021 2022 2023 2024 6 თვე 2019 წყარო: საპენსიო სააგენტო 2.4. პენსიების და საპენსიო აქტივების გაცემა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 4,019 პირზე გაცემულმა პენსიამ/საპენსიო აქტივმა შეადგინა 17,433,462.84 ლარი. (ასაკის პენსია, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, ქვეყნის დატოვება და მემკვიდრის მიერ თანხის გატანა) ჯამურად, 2019-2024 წლებში 11,114 პირზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 38,991,007.7 ლარი. 16 2024 წლის 6 თვის ანგარიში პენსიის/საპენსიო 12,639.83 აქტივების დანიშვნა 14,000.00 7,833.83 12,000.00 10,000.00 3,230.30 28.13 1,535.12 2,256.18 86.84 537.50 2020 - 2019 413.34 608.24 208.03 234.96 103.13 2,000.00 40.51 24.29 0.31 14.16 4,000.00 1,579.29 1,868.29 16.28 1,898.62 6,000.00 3,836.94 8,000.00 2023 2024 6 თვე - ასაკი შშმპ 2021 ქვეყნის სამუდამოდ დატოვება 2022 გარდაცვლილი მონაწილე წყარო: საპენსიო სააგენტ 03 რისკების კონტროლი და ინფორმაციული უსაფრთხოება რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, დასახული ამოცანები და დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებლების კომპონენტები სრულად იქნა შესრულებული. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადდა საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიშები, ასევე რისკების კონტროლის დეპარტამენტი მუშაობს სააგენტოს რისკების აგრეგირების პროცედურის შექმნაზე და აგრეგირებული რისკის ანგარიშის მომზადებაზე, რომლის პირველი ვერსიები უკვე მომზადებულია, დარჩენილია შესაბამისი პროცედურის დამტკიცება და ანგარიშის ფორმალიზება. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის საკონტროლო შემოწმება, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში არ დაფიქსირებულა ISO 27001 სტანდარტთან არცერთი ძირითადი ან/და მცირე შეუსაბამობა. რისკების კონტროლის დეპარტამენტის ინიცირებით BDO Consulting-ის მიერ 2024 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში შეფასდა ISMS პროცესები, მათ შორის წინა წელს გაცემული 17 2024 წლის 6 თვის ანგარიში რეკომენდაციების მიხედვით შესრულებული სამუშაოები, არსებული დოკუმენტაცია და რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული პროცესიც წარმატებით განხორციელდა და სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები არსებული და პოტენციური რისკების რეალიზების ალბათობისა და რეალიზების შემთხვევაში შესაძლო ზიანის შემცირების მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. რისკების კონტროლის დეპარტამენტი სისტემატურად განაგრძობს სააგენტოს ყველა თანამშრომლისთვის, საპენსიო სააგენტოში რისკების კონტროლის, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების, ბიზნეს უწყვეტობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით შემუშავებული დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით ცნობიერების ამაღლების ტრეინინგებსა და ტესტირებებს, რომელიც ჩატარდა 2024 წლის მაისში. ამასთან, უფროსი ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის მიერ გადამოწმდა საპენსიო სააგენტოში არსებულ ელექტრონულ სისტემაში მომხმარებელთა წვდომები და უფლებები. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა 2024 წლის მეორე კვარტალში სააგენტოს ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით განახორციელა შემდეგი სამუშაოები: 2024 წლის მეორე კვარტალში სსიპ საპენსიო სააგენტოში ადგილი ჰქონდა, ბიზნეს უწყვეტობასთან დაკავშირებულ სამ ინციდენტს, რომლებიც დარეგისტრირებულ იქნა სააგენტოს შესაბამის პროგრამაში „სერვის დესკი“, სადაც დეტალურად არის აღწერილი თითოეული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული სამივე ინციდენტის შესწავლის ფარგლებში ბიზნეს უწყვეტობის გეგმის აქტივაციის ამოქმედების საჭიროება არ დამდგარა, რაზეც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბიზნეს უწყვეტობის კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრაზე. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა რისკების უფრო ეფექტიანად და ავტომატიზებულად კონტროლისთვის მოამზადა ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაცია სამი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად, რომელთა შეძენა და დანერგვა მოხდება 2024 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში: მობილური მოწყობილობების მართვის სისტემის - MDM); მონაცემთა კლასიფიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის - Data Classification Tool; დაშიფრული ინფორმაციის მატარებლების - Encrypted USB; აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვის მიზანია თანამშრომლების მიერ ყოველდღიურად შექმნილი სხვადასხვა სამუშაო დოკუმენტების მარკირება, ავტომატური კლასიფიკაცია, მონაცემების გაჟონვის პრევენციისთვის, ასევე მონაცემთა კონფიდენციალურობის ხარისხის გაუმჯობესება და ინფორმაციის პორტატული მატარებლებით უსაფრთხოდ გადატანა, ამასთან მობილური მოწყობილობის დაკარგვის/მოპარვის დროს ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. 18 2024 წლის 6 თვის ანგარიში 04 შიდა აუდიტი შიდა აუდიტის სამსახურმა, მეთოდოლოგიის თანახმად, რომელიც ეფუძნება აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს, შეიმუშავა 2024-2026 წლის რისკზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა, რის მიხედვით განისაზღვრა 2024 წლის განმავლობაში სააგენტოში შესასწავლი პროცესები. შიდა აუდიტის სამსახურმა 2024 წელს გეგმის მიხედვით განახორციელა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების დანერგვის, თანამშრომლების მოტივაციის, მმართველობითი პროცესის და ინფორმაციული უსაფრთხოების (მოწვეული ISO-ს სერტიფიცირებული კონსულტანტის მიერ) აუდიტი. ჩატარებული აუდიტის ფარგლებში მოხდა კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება. შემოწმების შედეგად მოპოვებული, გაანალიზებული და შეფასებული ინფორმაციის საფუძველზე გაიცა შესაბამისი დასკვნები. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორების მიმართულებით. კონკრეტული აქტივობების განხორციელებით მოხდა პროცესების ოპტიმიზაცია და დიჯიტალიზაცია, შემუშავდა მნიშვნელოვანი პოლიტიკები და სააგენტოს სტრატეგიული დოკუმენტი და სხვ. სააგენტოს დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელშიც ასახულია შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული მატერიალური მნიშვნელობის მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები. ასევე, შიდა აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შემუშავებაში. შიდა აუდიტის სამსახური აგრძელებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ჰარმონიზაციის ცენტრთან, რომელთა მხარდაჭერით და ორგანიზებით აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიმდინარეობდა პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. 2024 წელს, ჰარმონიზაციის ცენტრის კოორდინირებით, PEMPAL-ის მიერ ორგანიზებული იქნა ვებინარი შიდა აუდიტორთა ახალი გლობალური სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით. ასევე 2024 წლის მაისში შიდა აუდიტის თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ჩაატარებული "ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის" ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება ISO 27001, ISO 27002, ISO 31000, ISO 19011 სტანდარტებს და საქართველოს კანონს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“. 2024 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და OECD/SIGMA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში პირველად დაიწყო შიდა აუდიტორთა 19 2024 წლის 6 თვის ანგარიში სერტიფიცირების პროგრამა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს რაშიც შიდა აუდიტის სამსახური აქტიურადაა ჩართული შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრისა და OECDSIGMA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. 05 საინფორმაციო ტექნოლოგიები სსიპ საპენსიო სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2020 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განმეორებით განხორცილდა საშემოსავლო დეკლარაციების მონაცემების მიღება და არსებულის ახლით ჩანაცვლება. განახლდა ყოველთვიურ რეჟიმში ინტერესის გამოხატვისა და საშემოსავლო დეკლარაციების საპენსიო დეკლარაციებთან შედარების ლოგიკა. ცვლილებები განხორციელდა საპენსიო შენატანების ადმნისტრირების დამსაქმებლებლის ელექტრონულ სისტემაშიც (agency.pensions.ge). კერძოდ, განახლდა საშემოსავლო დეკლარაციასთან შედარების შედეგების წარმოდგენის სტრუქტურა, შეუსაბამობის მიზეზის/თანხის/კომენტარის მითითების, ფაილის ატვირთვისა და ა.შ. ფუნქციონალი. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მონაწილის პირად გვერდზე (my.pensions.ge) მომხმარებლის ახალი მეთოდით კერძოდ, ბანკის (BOG) პარამეტრებით ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები. სიახლის რეალურ გარემოში იმპლემენტაცია განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების მიღების შემდგომ. სააგენტოს რებრენდინგის შესაბამისად განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემებისა და/ან სისტემების მიერ ავტომატურად გენერირებული დოკუმენტების განახლება სააგენტოს ვებგვერდი - pensions.ge მონაწილის პირადი გვერდი - my.pensions.ge დამსაქმებლის გვერდი - agency.pensions.ge საანგარიშო პერიოდში შემუშავდა და შესაბამის სისტემაში (notifications.pensions.ge) იმპლემენტირებულ იქნა შეტყობინებების ჯგუფური დაგზავნის ფუნქციონალი. ასევე, საპენსიო შენატანების ადმნისტრირების დამსაქმებლებლისა და მონაწილის ელექტრონული სისტემების (my.pensions.ge, agency.pensions.ge) ფარგლებში იმპლემენტირებულ იქნა ფუნქციონალი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის სესიის შექმნასა და გარკვეული დროის შემდეგ ავტომატური ლოგაუთს. 20 2024 წლის 6 თვის ანგარიში მიმდინარეობს პენსიის დანიშვნის არსებული ფუნქციონალის მოდიფიცირება და მასში მონიტორინგის წესით გათვალისწინებული ცვლილებების ინტეგრაცია, რომელიც ითვალისწინებს პენსიის დანიშვნის ფარგლებში გადაწყვეტლების მიღებამდე RS-სთან შედარებას და შედარების შედეგების შესაბამისად გასაცემი თანხების ადმინისტრირებას. ასევე, მიმდინარეობს გარდაცვლილი მონაწილის აქტივების მემკვიდრ(ეებ)ისთვის გაცემის ფუნქციონალის შემუშავება და მისი საპენსიო შენატანების ადმნისტრირების ელექტრონულ სისტემაში (FBO) ინტეგრაცია. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარეობს ახალი ტიპის, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების შემუშავება, რომელთა გამოყენებითაც დამსაქმებლები განახორციელებენ RSსთან შედარების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირებას. ასევე, მიმდინარეობს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების დამსაქმებლებლის ელექტრონულ სისტემაში (agency.pensions.ge) არსებული მოდულის მოდიფიცირება, რომელშიც წარმოდგენილია საშემოსავლო დეკლარაციებთან შედარების შედეგები. მოდიფიცირება ითვალისწინებს სქემიდან გასული სუბიექტების შემთხვევაში, შედარების შედეგების ხელმისაწვდომობასა და წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების დამსაქმებლების მიერ ინიცირების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო დეპარტამენტის მიერ რეალიზებულ იქნა გარკვეული ამოცანები, რომელთა დანერგვა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო გადაიდო 2025 წლისათვის ცვლილებები საპენსიო დეკლარაციებში (განაცემის თარიღის დამატება, ახალი ტიპის დეკლარაციები თვითდასაქმებულისა და არასტანდარტული დასაქმებულებისთვის, დეტალური დეკლარაციების გაუქმება) ახალი სერვისების/მომსახურებების ინტეგრაცია (დასაქმებულის ნებაყოფლობითი ნებაყოფლობითი რეგისტრაცია) გაწევრიანება, თვითდასაქმებულის საანგარიშო პერიოდში ქსელური ინფრასტრუქტურის კუთხით განხორციელდა ოფისში დეპარტამენტების მიხედვით ქსელური სეგმენტაცია, რაც უზრუნველყოფს ტრაფიკის იზოლაციას დეპარტამენტებს შორის, ამცირებს კიბერუსაფრთხოების რისკებს და ტრაფიკის ოპტიმიზაციას. განახლდა WAF და Firewall უსაფრთხოების სისტემების ვერსიები, რითაც გაიზარდა ქსელის დაცულობა თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ. ასევე, განახლდა Cisco ISE სისტემა, რაც ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხო წვდომისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას. 21 2024 წლის 6 თვის ანგარიში ქსელური მოწყობილობებიდან SIEM სისტემაზე ლოგების გაგზავნის მიზნით, აეწყო Cisco Streamer-ი, რაც უზრუნველყოფს ქსელური აქტივობების უფრო ეფექტურ მონიტორინგს. სარეზერვო ასლებისთვის შეიქმნა იზოლირებული ქსელი, რაც აძლიერებს სარეზერვო მონაცემების დაცვას კიბერშეტევებისგან. დაინერგა ახალი სარეზერვო ასლების წარმოების სისტემა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სარეზერვო ასლების უფრო უსაფრთხო და ეფექტურ მართვას. გადაიგეგმა და გადაეწყო ყველა ძირითადი ქსელური კავშირი, რამაც გააუმჯობესა როგორც მონაცემთა გადაცემის სისწრაფე, ასევე ტექნიკური პროცესების ეფექტურობა. ამ ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელური ინციდენტების წარმოქმნის რისკი, რაც უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და უსაფრთხო საკომუნიკაციო გარემოს. შემუშავდა და დამტკიცდა განახლებების მართვის პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულ, უსაფრთხო და სტაბილურ განახლებას. შემუშავდა და დამტკიცდა მოწყვლადობების მართვის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს მოწყვლადობების დროულად იდენტიფიცირებას, შეფასებას და მათზე რეაგირებას, რაც ზრდის ორგანიზაციის უსაფრთხოების დონეს. ანტივირუსის, ლოგების მართვის, IT ცვლილებების, ქსელის უსაფრთხოების, დისტანციური მუშაობის და სარეზერვო ასლების პოლიტიკებში განხორციელდა რედაქციული ცვლილებები, რაც უკეთესად ასახავს უსაფრთხოების მოთხოვნებსა და საოპერაციო საქმიანობის პროცესებს. შემუშავებულია SSDLC პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში უსაფრთხოების ელემენტების ინტეგრაციას, რაც ამცირებს პოტენციურ საფრთხეებს განვითარების თითოეულ ეტაპზე. ასევე, მიმდინარეობს: Jira-სისტემის იმპლემენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს პროექტების და დავალებების მართვის ავტომატიზაციას, რაც ხელს შეუწყობს პროცესების უკეთ ორგანიზებას და მოთხოვნებზე რეგისტრაციის და რეაგირების პროცესის დახვეწას. XDR გადაწყვეტილების კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს გაფართოებული საფრთხეების აღმოჩენის და რეაგირების მექანიზმების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას. მოწყვლადობების სკანირების ხელსაწყოს კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის სკანირების ინსტრუმენტის შესყიდვას, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადობების დროულ აღმოჩენას, რეაგირებას და უსაფრთხოების მონიტორინგის გამარტივებას. 22 2024 წლის 6 თვის ანგარიში 06 საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს დელიოტი და ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს დასრულებულ იქნა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IPSAS შესაბამისად, ხოლო საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IFRS-ის შესაბამისად. აღნიშნული აუდიტის დასკვნები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 07 საერთაშორისო თანამშრომლობა და დონორ ორგანიზაციებთან სსიპ საპენსიო სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საპენსიო სააგენტომ „შეფასების ერთიანი სისტემა“ (Common Assessment Framework – CAF) დანერგა. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილი იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის მიერ. საანგარიშო პერიოდისთვის, მიმდინარეობს CAF-ის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი ქმედებების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა შესრულდეს. საანგარიშო პერიოდში, სსგს-ს, UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტის კუთხით დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც მოხდა საპენსიო სააგენტოს მიერ, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და დონორთან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგების წარდგენა კოლეგა უწყებებისთვის. 23 2024 წლის 6 თვის ანგარიში 08 2024 წლის 6 თვის ბიუჯეტი კანონის მე-18 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა მონაწილეთა მომსახურების წლიური საფასური. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 57% განკუთვნილი იყო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, ხოლო 43% საინვესტიციო საქმიანობისთვის. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 35%-ს. გამოყენებული ფულადი სახსრების 36% წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის ხარჯს, რაც მოიცავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის, საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურისა და საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 09 საზოგადოებასთან ურთიერთობა საზოგადოებასთან ურთიერთობა საპენსიო სააგენტოსთვის, სქემაში ჩართული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 499 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა საპენსიო სააგენტოს სოციალური ქსელების, ვებ გვერდის და ბლოგის დახმარებით. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 2024 წლის 4 აპრილს, ჩატარდა 5 წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, ჩატარდა შეხვედრები ბიზნეს ასოციაციასთან და ბუღალტერთა კავშირებთან, ასევე FINEDU-ს კამპანიის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ „ალტე“ უნივერსიტეტის სტუდენტებს. განხორციელდა ვებგვერდის ადაპტირება შშმ პირებზე და განახლებული ბრენდბუქის შესაბამისად განხორციელდა ცვლილება, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ყველა იმ რესურსზე სადაც დატანილი იყო საპენსიო სააგენტოს ლოგოტიპი. ასევე, 2024 წლის მანძილზე ფეისბუქით მოგვმართა 14,049-მა ხოლო ელ.ფოსტაზე 2,105-მა მოქალაქემ. მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელებში საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნება. ასევე, პროაქტიულად ქვეყნდებოდა ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები. 24 2024 წლის 6 თვის ანგარიში 10 საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ) დამტკიცებულ იქნა „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“ (საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 31 მაისის N014 ბრძანება), რომლითაც კანონის შესაბამისად დარეგულირდა გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების ჩატარების, შესამოწმებელი დამსაქმებლების გაფრთხილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, დაჯარიმების და ძირითადი ვალდებულების შესრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურები. საანგარიშო პერიოდში შეტანილ იქნა ცვლილებები „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის № 002 ბრძანებაში (საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 1 მაისის N013 ბრძანება). აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრა დასაქმებულის /პენსიის მიმღები უფლებამოსილება საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით ან ელექტრონულ სისტემაში არსებული სხვა საშუალებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასევე, განისაზღვრა საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილება მონაწილეები/პენსიის მიმღებების ინფორმირების ან/და დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომის ალტერნატიული საშუალებების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი გააფორმოს მესამე პირ(ებ)თან. 25 2024 წლის 6 თვის ანგარიში 11 ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სულ უნიკალური მონაწილე (2019 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებული) 1,528,448 კერძო სექტორი 1,354,603 საჯარო სექტორი 359,923 სულ უნიკალური გასული 176,732 კერძო სექტორი 131,427 საჯარო სექტორი 52,105 დანიშნული პენსიები 11,114 ასაკით 6,020 შშმპ 2,814 ქვეყნის დატოვება 9 გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე 1,478 / 2,271 მლნ ლარი 11,114 სულ აქტივების ღირებულება 6,020 სულ უნიკალური მონაწილე (2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებული) 50,079 კერძო სექტორი 44,980 საჯარო სექტორი 6,159 სულ უნიკალური გასული 515 კერძო სექტორი 432 საჯარო სექტორი 144 დანიშნული პენსიები 4,019 ასაკით 2,921 შშმპ 643 ქვეყნის დატოვება 2 გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე 290 / 453 26