„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-41 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:
„მუხლი 42. სინდისის, ნამუსისა და ზნეობის პოლიცია; ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის
კორპუსი
„1. სამართალდამცავ სისტემაში იქმნება სინდისის, ნამუსისა და ზნეობის პოლიცია, აგრეთვე
ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი.
2. სინდისის პოლიცია მიხედავს უსინდისოებს, ნამუსის პოლიცია უნამუსოებს, ხოლო
ზნეობის პოლიცია უზნეოებს.
3. ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი მოემსახურება მრავალი საუკუნის
განმავლობაში, ფეოდალური წყობილებიდან დღემდე, ქართველი კაცის მიერ შექმნილი
ტრადიციების შენარჩუნებასა და დაცვას.
4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
გლობალიზაციამ შეარყია ზნეობა. უზნეობიდან გააზრებულ ბოროტებამდე ერთი
ნაბიჯია. უნდა დავიცვათ ქვეყანა საზოგადოების გადაგვარებისგან. ოჯახის სიწმინდე
ქვეყნის სიწმინდეა. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში
გვერდში გვიდგას დედა ეკლესია, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს სახელმწიფო
რელიგიის სტატუსს. ეს ქვეყნის რეალური მმართველის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის
სიტყვებია, რომელსაც სრულიად ვეთანხმებით. ტრადიციულ ღირებულებათა
დასაცავად კონტროლი უნდა დაწესდეს საზოგადოების გარეგნულ იერსახეზე. უნდა
შეიქმნას
შესაბამისი
სამსახურები,
რათა
ყურადღება
მიექცეს
მოქალაქეთა
ჩაცმულობას, ვარცხნილობას, გარეგნული იერსახის სხვა ატრიბუტებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ერის
ზნეობრივი
გადაგვარების
აღსაკვეთად
დაუყოვნებლივ
არის
მისაღები
საკანონმდებლო ნორმები, კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივით დამატებით
შეიქმნება სამი პოლიცია: სინდისის პოლიცია, ნამუსის პოლიცია და ზნეობის
პოლიცია, აგრეთვე ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი. სინდისის
პოლიცია მიხედავს უსინდისოებს, ნამუსის პოლიცია უნამუსოებს, ხოლო ზნეობის
პოლიცია უზნეოებს.
გარდა ამ სამი ახალი უწყებისა, შეიქმნება ტრადიციულ
ღირებულებათა დაცვის კორპუსი, რომელიც დაიცავს მამა-პაპურ ადათ-წესებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტით მოხდება დამატებითი უწყებების შექმნა, კერძოდ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ჩამოყალიბდება სინდისის პოლიცია,
ნამუსის პოლიცია და ზნეობის პოლიცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული ინიციატივით დამატებით შეიქმნება სამი პოლიცია: სინდისის
პოლიცია, ნამუსის პოლიცია და ზნეობის პოლიცია. გარდა ამ სამი ახალი უწყებისა,
შეიქმნება ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი. მსგავსი რამ წარმატებით
საქმიანობს ჩვენს მეზობელ ირანში, რომელიც აკვირდება მოქალაქეთა ჩაცმულობას,
ვარცხნილობას და სხვა ტრადიციულ ატრიბუტებს. იგი გააკონტროლებს აგრთვე
ხელოვნების სფეროსაც. მაგალითად, აიკრძალება ისეთი ტექსტები, როგორიცაა
“მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს” ან “ცანგალა და გოგონაო” და ასე შემდეგ.
პარლამენტარიზმის
ისტორიაში
ეს
იქნება
პირველი
ტროლი-კანონპროექტი,
რომელიც ამხელს და დასცინის უზნეო ხელისუფლებას და ამით ხელს უწყობს მის
დასუსტებას. ეს კანონპროექტი საქართველოს გაუთქვამს სახელს და მოხვდება
გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პირველი ფეიკ-კანონპროექტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ.
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ)
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას გამოქვეყნებისთანავე, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის
ამოქმედების
წელი
და
შემდგომი
3
წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ახალი სამსახურების დაფინასების მიზნით
წელიწადში 41 მილიონი ლარის გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ახალი სამსახურების დაფინასების მიზნით
წელიწადში 41 მილიონი ლარის გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლებელია ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე,
რომლებსაც შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმა დაეკისრებათ.
ამით იხეირებს ქვეყნის ბიუჯეტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაძლიერდება ქალისა და მამაკაცის კავშირზე
დაფუძნებული ოჯახები, აგრეთვე არასრულწლოვნების დაცვის მექანიზმები.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რაც
ნაწილობრივ
გავლენას
იქონიებს
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ)
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
კონსულტაციები გავლილია ირანის, ავღანეთისა და ნიგერიის ხელისუფლების
წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ნიგერიის ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის სააგენტომ მოიწონა აღნიშნული
კანოპროექტი.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
მსგავსი კანონმდებლობა არსებობს ირანში, ტალიბანის ავღანეთში, აზიისა და აფრიკის
მეგობარ სახელმწიფოებში. ეს ქვეყნები გადაურჩნენ ზნეობრივ გადაგვარებას და
შეინარჩუნეს ტრადიციული ფასეულობები.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე