„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.10.2024
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/422/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს 825 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 826-827 მუხლები: „მუხლი 826. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე 1. სათბურის ეფექტის დაქვემდებარებული გამომწვევი საქმიანობის გაზების გაფრქვევის განხორციელება ავტორიზაციისადმი ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 827. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა 1. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ანგარიშის წარუდგენლობა - გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. სათბურის ეფექტის დაქვემდებარებული გამომწვევი საქმიანობის გაზების განმახორციელებლის გაფრქვევის მიერ ავტორიზაციას სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“. 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431 −443 , 445 , 447 −4411 , 45-ე−46-ე, 462 −464 , 467 −4611 , 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე−551 , 553 , 554 , 56-ე, 57-ე−59-ე, 593 −მე-60, 603 −611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 , 696 , 71-ე, 711 , 721 −77-ე, 78-ე და 791 −793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე2−მე-5 ნაწილებისა), 795 −მე-80, 821 −827 , 84-ე−86-ე, 871 −893 , 912 , 913 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 100 2 , 1031 , 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 −1286 , 143-ე, 144-ე, 14410 , 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153 7 1 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542 , 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557 −156-ე და 1571 −1581 მუხლებით, 158 5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594 −15910 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 −1653 , 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712 −1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724 −1726 , 173-ე, 1734 −173 7 , 1739 , 17314 , 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 175 2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778 , 1779 , 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791 −1793 , 1816 , 183-ე, 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963 , 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 3. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2-მე-5 ნაწილებით, 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 1764−1766 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127 1 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2-მე-5 ნაწილებით, 1537, 1538, 15310−15312 და 1764−176 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას 6 არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 222-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512 , 514 −532 , 54-ე, 541 , 551 , 554 , 56-ე და 571 მუხლებით, 575 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების ნაწილში) და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581 , 583 , 59-ე, 593 , მე-60, 603 , 611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69ე, 694 –696 , 71-ე, 711 , 721 −77-ე, 78-ე და 791 –793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797 , 798 და 821 –824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 826 და 827 მუხლებით (გარდა საავიაციო საქმიანობებისა), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862 , 871 –873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე3 ნაწილით, 1031 , 1192 და 1282 −1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 3 1 2. ამ კოდექსის 58 , 59-ე, 64-ე და 64 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 3 66 და 696 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 821 და 823 მუხლებით, 826 და 827 მუხლებით (გარდა საავიაციო 4 საქმიანობებისა), 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 841 და 85 მუხლებით, 86-ე მუხლის 2 2 3 3 2 2 6 პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 86 , 87 , 87 , 89 , 119 , 128 და 128 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის ადგილზე საქვეუწყებო დეპარტამენტის განიხილოს დაწესებულების შესაბამისი ადმინისტრაციული − გარემოსდაცვითი თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“. 5. 239-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512 , 514 −532 , 54-ე, 541 , 551 , 554 , 56-ე და 571 მუხლებით, 57 5 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების ნაწილში) და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58 1 −59-ე, 593 , მე-60, 603 , 611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 –696 , 71-ე, 711 , 721 −77-ე, 78-ე და 791 –79 3 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797 , 798 და 821 –82 4 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 826-827 მუხლებით (გარდა საავიაციო საქმიანობებისა), 84-ე−86-ე, 862 , 871 –873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 , 104-ე, 1192 და 1282 –1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“; ბ) 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „47. ამ კოდექსის 826-827 მუხლებით (საავიაციო საქმიანობების ნაწილში), 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ახალი მოთხოვნების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შემოღება შემაკავებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ახალი მოთხოვნების აღსრულებისთვის საჭირო ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბების საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნების აღსრულებისთვის საჭირო ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების სახით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების ვალდებულებას აღნიშნული კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის რიგი ცვლილებები: კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება მუხლი 826, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის მიხედვით კოდექსს ასევე ემატება 827 მუხლი, რომლის შესაბამისადაც სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ანგარიშის წარმოუდგენლობა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლით დგინდება, რომ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაფრქვევის ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 208-ემუხლში - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ემატება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი მუხლები. ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის ასევე 219-ე მუხლში. კერძოდ, 2023 წლის 16 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი (3280-XIმს-Xმპ), რომლითაც ცვლილება შევიდა 219-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებში. ეს კანონი ძალაში შევიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან. 2023 წლის 9 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი (2592-XIმს-Xმპ), რომლითაც ასევე ცვლილება შევიდა 219-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებში და ეს კანონი ამოქმედდა 2024 წლის 1 ივნისიდან, ხოლო მასში 2023 წლის 16 ივნისის ცვლილება გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ხდება აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 222-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს ენიჭებათ 826-827 მუხლებით (გარდა საავიაციო საქმიანობებისა) გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. ცვლილება შედის ასევე 239-ე მუხლის მე-4 და 47-ე ნაწილებში და 826-827 მუხლებით (გარდა საავიაციო საქმიანობებისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შეადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო 826-827 მუხლებით (საავიაციო საქმიანობების ნაწილში) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შეადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები ამოქმედდება 2026 წლის 1 აპრილიდან, რადგან იგი დაკავშირებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესით“ განსაზღვრული არსებული საქმიანობები საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის მიღებას 2026 წლის 1 აპრილამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებიდან გამომდინარე ხარჯების დაფინანსება მოხდება პროექტში აღნიშნული უწყებების შესაბამის წლის ბიუჯეტებიდან, არსებული რესურსების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, რადგანაც კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გადახდილი ჯარიმები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას. თუ რამდენით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დამოკიდებული იქნება გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების რაოდენობაზე. კანონპროექტს არ ექნება გავლენა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების დადება შესაბამისი უწყებების (სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ –სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდება არსებული რესურსების ფარგლებში და დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. კერძოდ, 826 მუხლით დგინდება, ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით. 827 მუხლით კი დგინდება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ანგარიშის წარუდგენლობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში (პირველ შემთხვევაში გაფრთხილებაა). ასევე, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სათბურის ეფექტის გამომწვევის გაზების გაფრქვევის მონიტორინგის ვალდებულებების დარღვევისათვის დგინდება ჯარიმა 800 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას. კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული სამართალდარღვევისათვის ახალი ჯარიმების დაწესებას, რომლის ოდენობებიც განისაზღვრა დარღვევების სიმძიმის, მათი ჩადენის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის/გარემოსთვის მოსალოდნელი რისკების/ზიანის, მსგავსი სახის დარღვევებისთვის კოდექსის სხვა მუხლებით დადგენილი სანქციების ანალიზისა და სანქციების შემაკავებელი ეფექტის მიზნის გათვალისწინებით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.