საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე იაკობ დოლიძის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-5627/24; 16.05.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13766/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13766/24 07-10-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე იაკობ დოლიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-5627/24; 16.05.2024). წინადადების ავტორი ითხოვს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან 2005 წლის 15 ივნისიდან 2006 წლის 18 სექტემბრამდე დათხოვნილი პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭებას, მიუხედავად აღნიშნულ პერიოდში სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე სამსახურის გავლისა. აგრეთვე, აღნიშნული პერიოდის კალენდარულ/საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლას. წინადადების ავტორი, ასევე თვლის, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული სამხედრო და სპეციალური წოდების არმქონე მოსამსახურეებიც პირობებით უნდა სარგებლობდნენ, როგორითაც საქართველოს შინაგან იმავე საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში მომუშავე სამხედრო ან სპეციალური წოდების არმქონე პირები. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი - საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში. საკანონმდებლო წინადადებით კი წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან დათხოვნილი, სავარაუდო პირთა რაოდენობის და შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური ხარჯების შესახებ. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ამ ეტაპზე უარყოფილად მიიჩნევს საკანონმდებლო წინადადებას, თუმცა მხარს უჭერს წინადადებით წარმოდგენილ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელებას მათი სამართლებრივი და საფინანსო-ეკონომიკური შედეგების განსაზღვრის მიზნით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე