საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა (№2-9012/22; 20.06.2022) და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის (№2-9248/22; 23.06.2022) კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.10.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-13809/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
2-13809/24 08-10-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ - ანგარიშს. დანართი: 55 (ორმოცდათხუთმეტი) ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ თემატური მოკვლევის ანგარიში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს პარლამენტი იანვარი, 2024 ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ თემატური მოკვლევის ანგარიში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს პარლამენტი იანვარი, 2024 დოკუმენტი მომზადდა ავტორების მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. აღნიშნულ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲯᲒᲣᲤᲘ საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ თემატური მოკვლევის ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომი- ტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის წევრებით: 1. მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე 2. დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 3. ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომა- 4. ეკა სეფაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 5. გიორგი ცაგარეიშვილი - აგრარულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი; 6. თეონა აქუბარდია - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის წევრი; (მთავარი მომხსენებელი); კომიტეტის თავმჯდომარე; რის პირველი მოადგილე; თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ᲗᲔᲛᲐᲢᲣᲠ ᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐᲖᲔ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲓᲜᲔᲜ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი: დენის სალუქვაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია შამათავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატი: თამილა შაბაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსი ირინე ცუხიშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ექსპერტები: კახაბერ ბახტაძე, გიორგი მუხიგულიშვილი, გიორგი ღამბაშიძე, ირაკლი ქობულია ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 3 ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ ᲗᲔᲛᲐᲢᲣᲠᲘ ᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐ������������������������������������������������������������������������������ 5 ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲘᲚᲘ ᲓᲐᲡᲐᲑᲣᲗᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲡᲐᲖᲠᲔᲑᲔᲑᲘ����������������������� 9 ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲛᲘᲒᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲘᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ���������������������������������������������������������������������������� 10 ᲖᲔᲞᲘᲠᲘ ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲔᲑᲘ���������������������������������������������������������������������������������� 45 ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ����������������������������������������������������������� 47 4 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 5 1. ᲗᲔᲛᲐᲢᲣᲠᲘ ᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას საქართველო 1994 წელს მიუერთდა, ხოლო კონვენციის კიოტოს ოქმის რატიფიკაცია პარლამენტმა 1999 წელს მოახდინა. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პარიზის შეთანხმება. ამ შეთანხმებების ძირითადი მიზანი ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება - დეკარბონიზაციაა, რაც ეროვნულ დონეზე ცალკეულ სექტორებში სხვადასხვა საშუალებებით მიიღწევა. საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევა 2017 წელი 17,766 გგ CO2 1990 წელთან შედარებით 61%-იანი შემცირება ენერგეტიკის სექტორი 60% სოფლის მეურნეობა 20% მრეწველობა 11% ნარჩენების სექტორი 9% 2017 წელს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევებმა 17,766 გგ CO2-ის ეკვივალენტი შეადგინა, რაც 1990 წელთან შედარებით 61%-იანი შემცირებაა. 2017 წელს გაფრქვევების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის სექტორზე მოდიოდა (60%), რომელსაც მოყვება სოფლის მეურნეობა (20%), მრეწველობა (11%) და ნარჩენების სექტორი (9%). გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული – „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“ დოკუმენტი, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021 – 2023 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს დაამტკიცა. 6 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტის მიხედვით საქარ თველომ აიღო უპირობო ვალდებულება, 35%-ით (20.5 Mt CO2 eq.) შეამციროს 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲣᲚᲘ სათბურის აირების გაფრქვევების ჯამური მაჩვენებელი ᲬᲕᲚᲘᲚᲘ (NDC) 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით1. საქართველომ ასევე აიღო პირობიანი ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების გაფრქვევების ჯამური მაჩვენებელი 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით 50-57%-ით შეამციროს, იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიღებს საერთაშორისო მხარდაჭერას. 50%იანი შემცირება იქნება საჭირო, თუ მსოფლიო გაჰყვება გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2˚C სცენარს, ხოლო 1.5˚C-მდე ტემპერატურის შეზღუდვის სცენარის, შემთხვევაში, საჭირო იქნება 57%-ით შემცირება 1990 წლის დონესთან შედარებით. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ 2021 ᲬᲔᲚᲘ ცალკეული სექტორისთვის განისაზღვრა შემდეგი სამიზნე მაჩვენებლები: საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის, 15%-ით შეზღუდოს სათბურის აირების ემისიები ტრანსპორტის სექტორში საბაზისო დონის საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზებთან მიმართებით. NDC მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას შენობების სექტორში, მათ შორის, საჯარო და ტურისტული დანიშნულების შენობების მიმართულებით კლიმატის მიზნებზე მორგებული ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურეობების წახალისების გზით. 15%-ით შეზღუდოს სათბურის აირების ემისიები ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან მიმართებით. NDC მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას სოფლის მეურნეობის სექტორში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და აგრო-ტურიზმის წახალისების გზით. სამრეწველო სექტორში ემისიების 5%-იანი შეზღუდვა, კლიმატის მიზნებზე მორგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების წახალისების გზით. 1 ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2022 წლის 8 ივლისის ოქმი. განახლებული სამიზნე მაჩვენებელი LULUCF-ის სექტორის გათვალისწინებით. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 7 NDC მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას ნარჩენების სექტორში, კლიმატის მიზნებზე მორგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მომსახურების წახალისების გზით და განცალკევებული შეგროვების პრაქტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობით. საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის, 10%-ით გაზარდოს ნახშირ ბადის შთანთქმის უნარი სატყეო სექტორის მიერ 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით. საქართველომ 2023 წელს დაამტკიცა გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია (LT-LEDS), რომელიც განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების გაფრქვევების შემცირების ხედვას 2050 წლამდე. 2017 წელს საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულ უფლებიანი წევრი, რაც მოითხოვს ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმო ნიზაციას ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან მკაცრად განსა ზღვრულ ვადებში. საქართველო ვალდებულია შეიმუშაოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა (NECP), რომლის ერთ-ერთ მიმართულებას დეკარბონიზაცია წარმოადგენს. საქართველოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე საჯარო უწყებებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის 2020 წლის 23 იანვრის საქართველოს მთავრობის N54 დადგენილებით შეიქმნა კლიმატის ცვლილების საბჭო. დადგენილების თანახმად, საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს გარე მოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, წევრები არიან დარგობრივი სამინისტროების მინისტრები. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ ასევე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმების“ (Covenant of Mayors / CoM) ხელმომ წერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი. კლიმატის ცვლილების მმართველობის სფეროში, 2022 წლის 3 ოქტომბრიდან დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი, კერძოდ საქათველოს კლიმატის კანონზე მუშაობა. აღნიშნულ პროცესს ხელმძღვანელობს და წარმართავს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისდა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ვესტმისნტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ტექნიკური და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 8 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ საქართველოს კლიმატის კანონის შემუშავება თვისებერივად ახალი მიდგომით მიმდინარეობს, რაც კანონპროექტის მომზადებამდე ფართო საზოგადოებრივ დიალოგსა და კონსულტაციებს გულისხმობს. საზოგადოებრივი დიალოგი წარიმართება საკონსულტაციო დოკუმენტების, კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე და თეთრი წიგნების მომზადების და წარდგენის გზით. წინამდებარე ანგარიშის მომზადების პერიოდისათვის უკვე დასრულებულია კლიმატის კანონის მწვანე წიგნზე მუშაობა და საჯარო კონსულტაციების პროცესი. დეკარბონიზაციის ეროვნული მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება დაეხმარება საქართველოს მთავრობას, ერთი მხრივ, ეფექტიანად განახორციელოს დეკარბონიზაციის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტს, ეფექტიანად განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობის მიერ დეკარბონიზაციის გრძელვადიანი მიზნების და ამოცანების შესრულებაზე. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 9 2. ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲘᲚᲘ ᲓᲐᲡᲐᲑᲣᲗᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲡᲐᲖᲠᲔᲑᲔᲑᲘ თემატური მოკვლევის („საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“) ფარგლებში თავიანთი დასაბუთებული პოზიციები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა პირებმა: N მოსაზრების ავტორი 1 გიორგი აბულაშვილი - ორგანიზაციის დასახელება: ა.ა.ი.პ ‘ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო’/ეეცს 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 ამირან აფციაური - შპს ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია ნინო ჩხობაძე, მამუკა გვილავა, აკაკი ფანჩულიძე - ა(ა)იპ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველო“ მედეა ინაშვილი - დამოუკიდებელი ექსპერტი ლევან ბურდილაძე - სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია კასპის მუნიციპალიტეტის მერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თემატური მოკვლევის ფარგლებში წერილობით მიღებული დადასტურებული პოზიციები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. 10 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 3. ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲛᲘᲒᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲘᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილ მოსაზრებათა გაანალიზებით, ასევე, ზეპირ მოსმენებზე მოწოდებულ დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისას. სექტორთაშორისი საკითხები: 1. ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ/ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ? Ô არასამთავრობო სექტორის, ქუთაისის ტექნიკური აკადემიის წარმომად გენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებული მოსაზრებებით დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევის მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს შემდეგი: y y საქართველოში არ ხდება დეკარბონიზაციის საკითხის სათანადო პრიორიტეტიზაცია როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ დონეზე, სექტორულ და მუნიციპალურ განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიებში. არასაკმარისია კოორდინაცია კლიმატის შესახებ სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების პროცესში (NDC/CSAP/LT-LEDS/NECP) სამუშაო ჯგუფებს შორის, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც განსხვავებული დროითი ჩარჩოებია. y კლიმატის ცვლილების საკითხებზე სამთავრობო უწყებებს შორის მაღალი დონის კოორდინაციის ნაკლებობაა მიუხედავად კლიმატის ცვლილების საბჭოს არსებობისა. y სუფთა, განახლებადი, ენერგოეფექტური და მდგრადი ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე და ტექნიკური პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია და უნარები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. y კლიმატის ცვლილების მიმართულებით და უფრო კონკრეტულად დეკარბონიზაციის შესახებ სამეცნიერო კვლევები საქართველოში ფაქტობრივად არ ხორციელდება. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 11 y Ô ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრებით დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევის მთავარი გამოწვევებია: y y y Ô გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პროცედურები არ მოითხოვს კლიმატთან დაკავშირებულ კვლევებს. როგორც საჯარო უწყებებში, ისე კერძო სექტორსა და საზოგადოებაში ცნობიერების დაბალი დონე დეკარბონიზაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების არარსებობა ან მათი შემუშავების პროცესის დროში გაჭიანურება. უკვე არსებული საკანონმდებლო ნორმებისა და პოლიტიკის დოკუმენტების ეფექტიანი აღსრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძირითად პრობლემას ხედავს მწვანე ტექნოლოგიებისთვის ფინან სური რესურსების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაში, კერძო სექტორის მხრიდან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ნაკლებობაში, ტექნოლოგიების საერთაშორისო გადაცემის მექანიზმის სირთულეში. ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტები ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტო რიების ოკუპაციას, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტები ვერ ახორციელებენ დაკისრებულ მოვალეობებს, მათ შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით. ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსაზრებით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს დეკარბონიზაციის პროცესს ქვეყანაში. 12 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 2. ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ ᲠᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲓᲐ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲣᲠ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ? Ô არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევისთვის ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე შემდეგი პრობლემები არსებობს: y y y y y დეკარბონიზაციის, როგორც ინტერსექტორული საკითხის არასათანადო ინსტიტუციონალიზაცია ცენტრალურ დონეზე და მისი არარსებობა მუნიციპალურ დონეზე. ადგილობრივი (მუნიციპალური) ბიუჯეტების სიმწირე. შეღავათიანი ფინანსური რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე. შეზღუდული უფლებამოსილებები / თვითმმართველობა მუნიციპა ლურ დონეზე და ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის დაბალი ინდექსი ცენტრალურ ხელისუფლებაზე (განსაკუთრებით საშუალო და პატარა მუნიციპალიტეტები). მუნიციპალურ დონეზე სათბურის აირების ინვენტარიზაციის სირთულე, კვალიფიციური სპეციალისტების და საჭირო მონაცემების არარსებობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ასევე სხვა საჯა რო უწყებების მოსაზრებით მუნიციპალიტეტებში მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამიზნე მაჩვენებლების დად გენა, დამტკიცება და განხორციელება გამოწვევად რჩება. მუნიციპალურ დონეზე კიდევ უფრო დაბალია საზოგადოების ინფორმირება და ცნობი ერება დეკარბონიზაციის შესახებ. პრობლემად რჩება, ეროვნული და მუნიციპალურ დონეზე კოორდინაცია, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი არის ადამიანური რესურსების სიმცირე. მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ცალკე კადრები კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგეტიკის მიმართულებით. ამას ადასტურებენ მუნიციპალიტეტებიც, დამატებით აღნიშნავენ რომ, მუნიციპალურ დონეზე საზოგადოების ნაკლები ჩართულობაა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კადრების დაბალი კვალიფიკაცია. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 13 3. ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲔᲤᲔᲥᲢᲘᲐᲜᲘᲐ ᲘᲜᲢᲔᲠᲡᲔᲥᲢᲝᲠᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲘᲜᲢᲔᲠᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲣᲠᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲬᲐᲮᲐᲚᲘᲡᲔᲑᲐ? Ô არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით ინტერსექტორული და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა დეკარბონიზაციის მიზნების განხორციელებისთვის არ არის ეფექტური შემდეგი მიზეზების გამო: y y y Ô ინტერსექტორული და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა დეკარბონიზაციის კუთხით სამწუხაროდ არ არსებობს ან თუ არის ძალიან სუსტია. ინტერსექტორული თანამშრომლობა ხშირ შემთხვევაში დროებითია და დამოკიდებულია ცალკეულ დონორულ პროექტებზე. კლიმატის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი უნდა ქონდეს ამ პროცეს ში. საჭიროა მის ქვეშ არსებული მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფის (26 მუნიციპალიტეტი) გაძლიერება. საჭიროა საბჭოს მუშაობის საჯაროობა, ფორმალურია საბჭოში დარგობრივი სამუშაო ჯგუფების მუშაობა, საჭიროა დარგობრივი ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა. გამომდინარე იქიდან რომ საბჭო უფლებამოსილია განიხილოს შესაბამის ფონდებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში წარსადგენ კლიმატთან დაკავშირებული პროექტები და გასცეს რეკომენდაციები გარემოს დაცვისა და სოფ ლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, აღნიშნული პროექტების მხარდაჭერაზე, მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს დეკარბონიზაციის პროცესში როგორც საკანონმ დებლო ინიციატივების, ასევე აღმასრულებელ დონეზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით მე რების შეთანხმების ფარგლებში ეფექტურად მიმდინარეობს თანამშრომ ლობა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან, თუმცა თემატური შეხვედრების ნაკლებობაა მუნიციპალურ დონეზე. საჭიროა დონორებთან უფრო აქტიური კოორდინაცია მუნიციპალური პროექტების ხელშეწყობისათვის. 4. ᲠᲐ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ ᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲣᲬᲧᲔᲑᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲝᲜᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲪᲘᲐᲡ, ᲗᲐᲜᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲣᲚᲝᲑᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲓᲔᲒᲖᲔ ᲝᲠᲘᲔᲜᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ? Ô გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით საჯარო უწყებებისა და დონორების კოორდინაციას, თანმიმდევრულობასა და შედეგზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას დეკარბონიზაციის მიმართულებით აბრკოლებს შემდეგი ფაქტორები: 14 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ y y საჯარო უწყებებსა და დონორებს შორის სუსტი კოორდინაცია, დეკარბონიზაციის მიმართულებით საკოორდინაციო პლატფორმა არ არსებობს. სამინისტრომ NDC Partnership-თან ერთად ინიცირება გაუწია ასეთი პლატფორმის ჩამოყალიბების. ცალკეულ შემთხვევებში არსებობს შეუთავსებლობა დონორთა ინტერესებსა და დეკარბონიზაციის ეროვნულ პრიორიტეტებს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრებით დონორებთან კოორდინაციის კუთხით არსებობს რამდენიმე გამოწვევა. გარკვეულ შემთხვევებში ხდება დონორი ორგანიზაციების სამუშაოებს შორის გადაფარვა, მაშინ როცა, გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები დონორების ინტერესის სფეროს მიღმა რჩება. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოს და დონორების ხედვა კონკრეტული საკითხების მიმართ ერთმანეთისგან განსხავებულია. ამასთან, შედეგზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებისთვის ბარიერია შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსები. მნიშვნელოვანია რომ მოხდეს იმ კანონმ დებლობის, სტრატეგიებისა და გეგმების დროული მიღება, ამოქმედება და განხორციელება, რომელიც გულისხმობს დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევას. 5. ᲠᲐ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ ᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲨᲔᲡᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘᲡᲐᲡ ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲨᲔᲡᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲙᲠᲘᲢᲔᲠᲘᲣᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲜᲔᲠᲒᲕᲐᲡ? სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, სახელმწიფო შესყიდ ვების სააგენტოს მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, შემდგომი მსვლელობისთვის, 2022 წლის მაისის თვეში, წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი — „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე, ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების დამტკიცების შესახებ“2. დადგენილების პროექტით განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც შესყიდვების პროცესში ე.წ. „მწვანე შესყიდვების“ პრინციპებისა და კრიტერიუმების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 2 აღნიშნული წესი დამტკიცდა და ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1-ელი იანვარი: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5536747?publication=0 ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 15 აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშ ნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენ დენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. იმავე კანონის 121 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციე ბის ზოგად აღწერას. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ძირითადი კანონით აგრეთვე განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით. ამრიგად, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. „მწვანე შესყიდვების“ განხორციელების შესაძლებლობას პრეტენდენ ტისადმი შესაბამისი მოთხოვნების დაწესებით, მათ შორის, ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ე.წ. „მწვანე შესყიდვების“ განხორციელების არაერთი ინსტრუმენტი, თუმცა აღნიშნულის გამოყენება სრულად დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებასა და მის მიერ შესასყიდი ობიექტის თავისებურებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ „მწვანე“ და „მდგრადი საჯარო შესყიდვების“ მოთხოვნების კომპლექსურობის გათვა ლისწინებით, აღნიშნული კრიტერიუმების სახელმწიფო შესყიდვების პროცესში გამოყენება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება შემსყიდველი ორგანიზაციის ადამიანურ რესურსებსა და შესაბამის თანამშრომელთა კვალიფიკაციის საკითხებს, აგრეთვე, შემსყიდველი ორგანიზაციის ბიუჯეტს. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც 2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატი- 16 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ვის წესით წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. კანონპროექტი მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმებით (AA/DCFTA) გათვალისწინებული ევროდირექტივებით დადგენილი რეგულაციების განხორციელებას ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ კანონპროექტით რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. კერძოდ, ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა თუ ასპექტი, მათ შორის, ინერგება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განისაზღვრება მდგრადი განვითარება, როგორც კანონის მიზანი, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევა – როგორც საჯარო შესყიდვის პრინციპი. ახალი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას, მდგრადი განვითარებისთვის იმ შესყიდვის ობიექტის (საქონლის, მომსახურების, სამუშაოს) კლასიფიკატორის კოდები, რომლის შესყიდვისას სავალდებულო იქნება მდგრადი განვითარების მახასიათებლების გათვალისწინება, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის კონკრეტულ პროცედურაში მდგრადი განვითარების მახასიათებლების მითითების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, ინიცირებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციის შემოტანა ქართულ საჯარო შესყიდვების სივრცეში ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა „მწვანე“ და „ენერგოეფექტური“ შესყიდვები, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს შემსყიდველ ორგანიზაციებს შესყიდვების განხორციელებისას გამოიყენონ ე.წ. „მწვანე შესყიდვების“ პრინციპები და კრიტერიუმები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ზემოთ წარმოდგენილ მოსაზრებებს იზიარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ფინანსური მზაობის ნაკლებობა აფერხებს მწვანე შესყიდვების შესახებ მიღებული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას. აღნიშნულს ადასტურებს ასევე გურჯაანის მერია, რომელმაც აღნიშნა, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებები საჯარო შესყიდვებისას მაღალი ფასის გამო რთულდება შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 17 არასამთავრობო ორგანიზაციები ხელშემშლელ ფაქტორებს: y y y დამატებით გამოყოფენ შემდეგ მწვანე ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულება და მათზე მაღალი ფასი. მწვანე ტექნოლოგიების სერტიფიცირების არ არსებობა. შესყიდვების სპეციალისტების არასათანადო კვალიფიკაცია მწვანე შესყიდვების საკითხებში და ცნობიერების დაბალი დონე მწვანე შესყიდვებზე. 6. ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲜᲘᲡᲐᲖᲦᲕᲠᲝᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲐᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ? Ô საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში თითქმის ყველა მონაწილემ აღნიშ ნა საქართველოს დეკარბონიზაციის მიზნებისა და მიმართულებების საკა ნონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ინტერსექტორულ და ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობას. ზოგიერთის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს დეკარბონიზაციის პრიორიტეტები, ისე რომ ეს პროცესი სხვადასხვა სექტორებისთვის არ აღმოჩნდეს დაუძლეველი ტვირთი ან კრიტიკულად შემაფერხებელი ფაქტორი სოციალურეკონომიკური განვითარებისთვის. 18 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ენერგეტიკის სექტორი: ენერგიის წარმოებისა და გადაცემის ქვესექტორი 1. ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲠᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ/ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ენერგეტიკის სექტორში დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევის შემდეგ გამოწვევებს ასახელებს: y y y y განახლებადი ენერგოტექნოლოგიების განვითარება, მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს, რაც არსებული ელექტროენერგიის ტარიფების პირობებში ახანგრძლივებს კაპიტალის უკუგების პერიოდს. ენერგიის განახლებადი წყაროების (ქარი, მზე) ცვალებადი გენერაცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სისტემისათვის. ჰესების განვითარება ცალკეულ შემთხვევებში ფერხდება საზოგადოების პროტესტის შედეგად. ენერგიის მოხმარებისა და ადგილობრივი წარმოების განსხვავებული სეზონურობა ზრდის თბოელექტროსადგურებზე და იმპორ ტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და სამინისტროს განცხადებით ენერგეტიკის სექტორში ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს: y y y y y ქვეყნის შიდა რესურსებით წარმოებული ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა ენერგოუსაფრთხოების მიზნით. ცალკეული თბოელექტროსადგურების ეფექტურობა მნიშვნელოვ ნად ჩამორჩება თანამედროვე ტექნოლოგიებს. სეზონურობა, რაც იწვევს ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების გამოყენების აუცილებლობას. შეშის არამდგრადი გამოყენება. დიდი დანაკარგები ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაში. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 19 არასამთავრობო ორგანიზაციები ენერგეტიკის სექტორში დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევის შემდეგ პრობლემებს ასახელებენ: y y y ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიანი სტრატეგიის არ არსებობა. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმის (NECP) შემუშავებაზე. ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრისას არ ხდება შორეული პერსპექტივების გათვალისწინება, ნაჩქარევად მტკიცდება ისეთი ენერგოობიექტების მშენებლობა, რომლებიც შედარებით სწრაფად ამცირებენ ენერგოდეფიციტს და 15-20 წლის განმავლობაში იძლევიან საგრძნობ მოგებას ინვესტორის სასარგებლოდ. მასობრივი ტურიზმი გამოწვევაა ქვეყნის ენერგოსისტემისთვისაც. 2. ᲠᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲘᲜᲔᲠᲒᲘᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ? ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲓᲐᲕᲐᲥᲪᲘᲝᲗ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲐᲓ? ᲠᲐ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲛᲝᲐᲮᲓᲘᲜᲝᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲝ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐᲖᲔ? y y საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული (NECP) გეგმის შემუშავებაზე, რომელშიც განისაზღვრება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის ღონისძიებები, რაც, სამინისტროს (MEPA) მოსაზრებით სრულ თანხვედრაშია დეკარბონიზაციის მიზნებთან. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტით სამინისტრო ფიქრობს, რომ გადაიჭრება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა: ერთიანი სამოქმედო გეგმის არ არსებობა კლიმატისა და ენერგეტიკის დარგებს შორის. გამოწვევებს შორის აღსანიშნავია, განახლებადი ენერგეტიკის ტექნოლოგიების მაღალი საინვესტიციო ხარჯები. რაც შეეხება სინერგიას კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის პოლიტიკებს შორის, სამინისტროები აღიარებენ, რომ სრული ინტერესთა თანხვედრაა ისეთ საკითხებში, როგორიცაა განახლებადი და სუფთა ენერგიები და ენერგოუსაფრთხოება, რაც უბიძგებთ აღნიშნულ სამინისტროებს თანამშრომლობისა და საერთო მიზნების დასახვისკენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (MoESD) მიერ მოწოდებული ინფორმაციით ენერგეტიკის სექტორში დეკარბონიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნახშირწყალბადების სუფთა ენერგიებით მიღებული ელექტროენერგიით ჩანაცვლებაა. წლიურ ჭრილში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 80% 20 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ენერგიის განახლებადი წყაროებიდან იწარმოება ადგილობრივად, დანარჩენი კი იმპორტირებული ბუნებრივი გაზით თბოსადგურებში იწარმოება ან ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტი ხორციელდება. ქვეყნის ჯამური ენერგეტიკული მოთხოვნის მხოლოდ 27%-ის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი დღეს არსებული სუფთა ენერგიის წყაროებით. ეკონომიკის დარგების მწვანე ენერგიაზე გადასვლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს როგორც ბაზარზე ახალი - ელექტროენერგია ზე მომუშავე, ასევე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისათვის. გარდა ამისა, ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ადეკვატური მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭიროა, განახლებად წყაროებზე მომუშავე გენერაციის ახალი ობიექ ტების დაჩქარებული მშენებლობა. ეს უკანასკნელი, დაფინანსების მოზიდვის გარდა დაკავშირებულია კიდევ სხვა ტექნიკურ თუ სოციალურ გამოწვევებთან (ქსელის შესაძლებლობა, მოახდინოს ცვლადი ენერ გიების ინტეგრირება; საზოგადოების გარკვეული ჯგუფების პროტესტი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით). y სამინისტროს მოსაზრებით ქვეყანაში მოხმარებული ნახშირწყალბადების ჩანაცვლება იმპორტირებული ელექტროენერგიით მნიშვნელოვ ნად არ შეცვლის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს, თუმ ცა, აქ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, იმპორტის ტექნიკური შესაძლებლობები და ა.შ. 3. ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲣᲤᲗᲐ ᲡᲐᲗᲑᲝᲑᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲗ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ ᲠᲐ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ? ᲠᲐ ᲛᲔᲥᲐᲜᲘᲖᲛᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐ ᲘᲥᲜᲔᲑᲝᲓᲐ ᲔᲤᲔᲥᲢᲘᲐᲜᲘ? y y ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარების 29% შინამეურნეობებზე მოდის, რომელიც, გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით გამოიყენება. სამინისტროს მოსაზრებით მაღალია მოთხოვნა გაზიფიცირებაზე, რადგან, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ენერგიის ეს წყარო გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ელქტროენერგია და შეშის ალტერნატივას წარმოადგენს. ასევე შესაძლებელია, განხილულ იქნეს ბუნებრივი გაზის სუფთა ენერ გიებით ჩანაცვლება, როგორიცაა თბური ტუმბოები, ბიოენერგიაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარება, ცალკეული დასახლებული პუნქტებისათვის ლოკალური გათბობის სისტემების (district heating) დანერგვა (ბიოსაწვავისა და ნარჩენების გამოყენებით) და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფინანსურ რესურსებისა და ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 21 ტექნოლოგიური გადაიარაღების გარდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მათი ინფორმირება ახალი ტექნოლოგიებისა და მათი ხარჯ-ეფექტიანობის შესახებ. y არასამთავრობო ორგანიზაციები დამატებით შემდეგ გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას: y y y y y y y y საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე სუფთა, მდგრადი ენერგოტექნოლოგიების შესახებ. შეშის დაბალი ფასი, ბიომასის რესურესების არაეფექტური მოხმარების პრაქტიკა (გამოუმშრალი შეშის მოხმარება). მაღალმთიანი დასახლებების ელექტროფიცირებისა და გაზიფიცირების არარენტაბელურობა. ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების ბაზრის განვითარების დაბალი დონე. სუფთა ენერგოტექნოლოგიების მაღალი ფასი, დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობა ტექნოლოგიების მოვლა-პატრონობისთვის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა რეგიონებში. მხარდამჭერი ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების დანერგ ვის საჭიროება. თანამედროვე ბიომასის ენერგორესურსების გამოყენების შესაძლებლობა (ბრიკეტები, პელეტები და ა.შ) ასევე ნაჭუჭის, წალამისა და ნახერხის გამოყენება. 4. ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲣᲬᲧᲝᲑᲡ ᲮᲔᲚᲡ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲘ ᲗᲔᲛᲐᲢᲣᲠᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲣᲬᲧᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲐ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐᲡ? y მოსაზრებები ამ მიმართულებით არ მიგვიღია. 22 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ტრანსპორტის ქვესექტორი 1. ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲠᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲥᲕᲔᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით ქვეყნის ემისიების 33% ტრანსპორტის სექტორზე მოდის, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოიხმარს მოძველებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რაც წარმოადგენს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდება პროექტები საზოგადოებრივი ტრასპორტის ელექტროფიკაციის კუთხით კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები: ტექნოლოგიური ბარიერები, ცნობიერების დაბალი დონე, შესაბამის სტრატეგიების და მონაცემების ნაკლებობა, ტექნიკური შეზღუდვები ტრასპორ ტის ელექტროფიკაციის კუთხით, ფინანსური ბარიერები, ელექტროტრანს პორტის მაღალი ფასი, საზოგადოებრივი ტრასპორტის მზარდი ფასი. ტრანსპორტის სექტორში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს რიგი ღონისძიებები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ვარგისიანო ბაზე ტესტირების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის 2009/40/EC დირექტივის იმპლემენტაციას საქართველოს კანონმ დებლობაში. აღნიშნული დირექტივით დადგენილია ავტომობილებიდან გამონაბოლქვის სტანდარტი. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 23 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით ტრანსპორტის სექტორში დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევის შემდეგი გამოწვევები არსებობს: y y y y კერძო მსუბუქი ავტომობილების მზარდი რაოდენობა და მოძველებული ავტოპარკი. სუფთა და ჰიბრიდული ავტომობილების დაბალი წილი. სარკინიგზო ტრანსპორტის სიძვირე. საერთაშორისო ტრანზიტის მაღალი სიხშირე. არასამთავრობო ორგანიზაციები ტრანსპორტის სექტორში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევებისა ასახელებენ დამატებით შემდეგ პრობლემებს: y y y y y y y y ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების დიდი წილი ავტოპარკ ში. ტექდათვალიერების სისტემის გაუმჯობესების საჭიროება და არსებული რეგულაციების ეფექტური აღსრულება (სრულად ვერ ხდება ავტოპარკის ტექდათვალიერება). ელექტრომანქანებში გამოყენებული ბატარეების გადამუშავების და უტილიზაციის პრობლემა. საწვავის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმართაობა. მიუხედავად კანონით დადგენილი სტანდარტისა ხშირია დაბალი ხარისხის საწვავი საქართველოში. ტრანსპორტის ელექტრიფიკაცია - ელექტროავტობუსების და ულიანდაგო ელექტრომატარებლების დანერგვა, ავტობუსის ზოლების გაფართოების საჭიროება. საჭიროა საგადასახადო პოლიტიკის კიდევ გამკაცრება მაღალი ემისიების მანქანებზე. ელექტრომობილების გაქირავების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ბიზნესების განვითარების საქართველოს ავტოსატრანსპორტო სატრანზიტო გარემოსდაცვითი მოთხოვნების გამკაცრება. დერეფანში 24 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 2. ᲣᲜᲓᲐ ᲰᲥᲝᲜᲓᲔᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲣᲚᲘ ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲣᲠᲑᲐᲜᲣᲚᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ/ ᲙᲝᲜᲪᲔᲤᲪᲘᲐ? ᲠᲐ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓ ᲐᲡᲞᲔᲥᲢᲔᲑᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲓᲔᲡ ᲘᲒᲘ? მიღებული მოსაზრებების მიხედვით აუცილებელია, რომ საქართველოს ეროვნულ დონეზე ქონდეს შემუშავებული და რეალიზებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, რაც ხელს შეუწყობს დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევას. ადგილობრივ დონეზე მდგრადი ტრანსპორტის პოლიტიკის მიზნები შეიძლება გაიწეროს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმებში ან მუნიციპალურ გეგმებში. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 25 შენობების ქვესექტორი 1. ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲠᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲨᲔᲜᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ? არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევისთვის შენობების ქვესექტორში შემდეგი პრობლემები არსებობს: y y y ამორტიზებული და არაენერგოეფექტური შენობების დიდი წილი შენობების ფონდში. მიმდინარე ეტაპზე როდესაც საკანონდებლო ბაზა უკვე ჩამოყალი ბებულია და კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი აქტიურ ფაზაშია, ძირითადი პრობლემა აღსრულების ეფექტური მექანიზმების არარსებობაა. დაბალი კვალიფიკაციის პერსონალი სამშენებლო სექტორში, ნებართვების გამცემ-საზედამხედველო ინსტიტუციებში. y კვალიფიციური პერსონალის შრომის ბაზარზე წარმოჩენის არა ეფექტური სისტემა. y შენობების არსებული ფონდის მათში არსებული საინჟინრო- ტექნიკური სისტემების მოვლა-პატრონობის (ექსპლუატაციის, შეკეთების) ცენტრალიზებული/მუნიციპალური სისტემის არ არსებობა. y მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური შენობების საბაზრო მექანიზმის (პლატფორმის) შექმნა, განსაკუთრებით მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამატებით ხაზს უსვამს შენობებზე სისტემატიზებული მონაცემების სიმწირეს, შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ექვემდებარება განახლებას, ან მათი განახლება არ არის ხარჯ-ეფექტური. გარდა ამისა, შენობების დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირე ბული, რაც ასევე გამოწვევას წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ KfW-ის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოამზადა ადმინისტრაციული შენობების პირველადი რეესტრი. სწორედ აღნიშნული რეესტრით განსაზღვრულ შენობებში განხორციელდება ენერგოეფექტური განახლების ღონისძიებები. 26 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 2. ᲠᲐ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲨᲔᲜᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲝᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲚᲐᲓ? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით შენობების სექტორში ენერგოეფექტური ღონისძიებების განსახორციელებ ლად 2020 წელს დამტკიცდა კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ3“. 2021 წელს კი დამტკიცდა შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები, რომლის ამოქმედების ვადამ გადაიწია 2023 წელს4, რადგან კერძო სექტორი ჯერაც არ არის მზად აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე, დაგეგმილია ახალი დირექტივების ტრანსპოზიცია, რის შედეგადაც ზემოთ ხსენებულ კანონებში მოხდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსაზ რებით შენობების საექსპლუატაციო მაჩვენებლების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ნაცვლად, შენობის ჩანაცვლების (დემონტაჟი და ახლის აშენება) მიზანშეწონილობა. ამასთან, გამოწვევაა კერძო მესაკუთრეების თანხმობის მოპოვება ენერგოეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემებს და საჭიროებებს: y y y y დამატებით ხაზს უსვამენ შემდეგ ურბანიზაციის და მშენებლობის სწრაფი ტემპი. ენერგომომსახურების კომპანიების (ESCO) ბაზრის არ არსებობა. საჭიროა „ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების“ ინტეგრირება სივრ ცით გეგმებსა და ურბანულ გადაწყვეტილებებში. საჭიროა გეგმიურად განხორციელდეს თბოიზოლაციის ღონისძიებები. შენობა-ნაგებობის y საჭიროა გეგმიურად განხორციელდეს ენერგოეფექტური განათების უზრუნველყოფა. y შენობების სექტორში ხელი უნდა შეეწყოს კოლხეთის თბოსაიზოლაციო მასალების წარმოების დანერგვას. 3 შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov. ge) 4 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა მინიმალური მოთხოვნების შესახებ ვალდებულება. ამ ეტაპზე ეს ვალდებულება შეეხება მხოლოდ ახალ შენობებს. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 27 სოფლის მეურნეობის სექტორი: ენერგიის წარმოებისა და ტრანსპორტირების ქვესექტორი 1. ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲠᲐ ᲞᲝᲢᲔᲜᲪᲘᲐᲚᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲠᲒᲨᲘ? არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევისთვის სოფლის მეურნეობის დარგში შემდეგი პოტენციალი არსებობს: y y y y y სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენება ენერგეტიკულ რესურსად მაგ. თხილის ნაჭუჭი, ხეხილის და ვაზის ანასხლავი, ნამ ჯის ბრიკეტების და პელეტების წარმოება და ა.შ. ლელისა და ლაქაშისგან თბოსაიზოლაციო ბიომასალების წარმოე ბა; კოლხეთის დაბლობზე ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენის გზით ტენიანი სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის განვითარება; კოლხეთის დაბლობზე სფაგნუმის ტორფის წარმოება ინოვაციუ რი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს ტორფის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას; კარბონ-კრედიტების მიღება. ბაღდათის, ჭიათურის, გურჯაანის და კასპის მუნიციპალიტეტები სოფლის მეურნეობის სექტორის დეკარბონიზაციის მიმართულებით ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ საკითხებზე: y y ფერმერულ მეურნეობებში ორგანული ნარჩენების კომპოსტირება; მეცხოველეობის ფერმებში წარმოქმნილი ნარჩენებისგან ბიოგაზის წარმოება; ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვანი პოტენციალს ხედავენ კონსერვაციული და ორგანული სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს: 28 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ y y y y y y ნიადაგის მინიმალური დამუშავების მეთოდების შემოღებას; საწვავის მოხმარების შემცირებას; სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებას; მავნებელ-დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მეთოდების გავრცელებას; სინთეზური მინერალური სასუქების და მცენარეთა დაცვის ქიმიუ რი საშუალებების გამოყენების შემცირება; კლიმატ-მეგობრული ტექნოლოგიების გავრცელებას; 2. ᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲣᲚ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲡ, ᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲐᲛ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲬᲔᲕᲘ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲠᲐ ᲮᲔᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲨᲚᲔᲚᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲐᲛ ᲙᲣᲗᲮᲘᲗ? საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით სოფლის მეურნეობის არსებული სტრატეგია ნაწილობრივ ითვალისწინებს დეკარბონიზაციას, კერძოდ, კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების დამკვიდრების ხელშეწყობის მიმართულებით, თუმცა, სტრატეგიით გაწერილი ქმედებები არასაკმარისია დეკარბონიზაციის მისაღწევად. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის დეკარბონიზაციის მიმართულებით გარკვეული ქმედებები აქვს გაწერილი კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში, სოფლის მეურეობის სექტორისთვის სათბური აირების გაფრქვევების შემცირების რიცხვითი სამიზნე მაჩვენებლები შესაძლებელია გაჩნდეს 2025 წლიდან, როდესაც დაგეგმილია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აუცილებლად მიაჩნიათ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში მეცხოველეობის ფერმების მართვის გაუმჯობესების ხელშემწყობი მექანიზმები, როგორც სათბური აირების გაფრქვევების შემცირების, ისე წყალსატევების დაბინძურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 29 3. ᲠᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ ᲓᲒᲐᲡ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲠᲒᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲚᲐᲓ? არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ სასოფლო- სამეურნეო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ შემდეგ გამოწვევებ ზე: y y y ადმინისტრაციულ-ინსტიტუციონალური ნაკლოვანებების არსებობა; შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის და ეკონომიკურად განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების არ არსებობა; მწვანე ტექნოლოგიების გასავრცელებლად არასაკმარისი ფინანსური რესურსი; აბაშის, ზუგდიდის, სენაკის, დუშეთის, ზესტაფონის, ხონის, ცაგერის, კას პის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსაზრებით სოფლის მეურნეობის დარგის დეკარბონიზაციის მიმართულებით შემდეგი გამოწვევებია: y y y y y y ქარსაფარი ზოლების ნაკლებობა; მოსავლის აღების შედეგად სახნავ-სათესი ფართობების გადაწვა; სინთეზური მინერალური სასუქების და მცენარეთა დაცვის ქიმიუ რი საშუალებების ფართოდ მომხარება; ცნობიერების დაბალი დონე; ნიადაგის დეგრადაცია, მათ შორის ნიადაგის ეროზიის შედეგად; ბიოდეგრადირებადი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების განთავსება ნაგავსაყრელებზე; y მეცხოველეობის სექტორიდან სათბურის აირების გაფრქვევების ზრდა; y მეურნეობებში, განსაკუთრებით მეცხოველეობის ფერმებში, წარმოქმნილი მყარი და თხევადი ორგანული ნარჩენების მართვის სისტემის უქონლობა; 30 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიცია: „აღსანიშნავია, რომ აბაშის, ზუგდიდის, სენაკის, დუშეთის, ზესტაფონის, ხონის, ცაგერის, კასპის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ იურისდიქციაში არსებულ ნაგავსაყრელებზე ბიოდეგრადირებადი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების განთავსებაზე ხელშეკრულება არ არსებობს, თუმცა ბიოდეგრადირებადი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ნაწილი, შერეული საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, თავსდება არსებულ ნაგავსაყრელებზე.“ 4. ᲨᲔᲣᲬᲧᲝᲑᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲮᲔᲚᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲠᲒᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲖᲠᲓᲐᲡ ᲓᲐ ᲗᲣ ᲙᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠ? არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების, როგორც მეორადი ენერგეტიკული რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს: y y მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას; სამუშაო ადგილების შექმნას. ზუგდიდის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მოსაზრებით სოფლის მეურნეობის დეკარბონიზაციის პროცესი დადებითად აისახება დარგის განვითარებასა და პროდუქტიულობის ამაღლებაზე, კერძოდ: y y კომპოსტის გამოყენებით გაუმჯობესდება ნიადაგის ნაყოფიერება და ამაღლდება მოსავლიანობა; განვითარდება ბიოპროდუქციის წარმოება და გაიზრდება მისი საექსპორტო პოტენციალი; 5. ᲠᲐ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ ᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲐᲨᲘ ᲡᲐᲡᲣᲥᲔᲑᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐᲡ? საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით სოფლის მეურნეობაში სასუქების ევროკავშირის სტანდარ ტებით გამოყენებას აფერხებს შემდეგი ფაქტორები: y ფერმერების დაბალი ინფორმირებულობა ევროკავშირის სტანდარ ტების მოთხოვნების შესახებ; ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 31 y y y y ბაზარზე არსებული მინერალური და ორგანული სასუქების შეუსაბამობა ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის მოთხოვნებთან; ფერმერთა მხრიდან ვალდებულების უქონლობა სასუქების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გამოყენების შესახებ; ფერმერთა არასათანადო ინფორმირებულობა ნიადაგის ნაყოფიერების დონის და გამოსაყენებელი სასუქების საჭირო ნორმებისა და დოზების შესახებ; ფერმერთა არასათანადო ინფორმირებულობა გამოყენებული სასუქების დანაკარგების შესახებ, რაც განპირობებულია ნიადაგურკლიმატური ფაქტორებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურის თავი სებურებებითა და სასუქების შეტანის მეთოდებით. 6. ᲠᲐ ᲮᲔᲚᲨᲔᲛᲬᲧᲝᲑᲘ ᲛᲔᲥᲐᲜᲘᲖᲛᲔᲑᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲓᲔᲡ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲠᲒᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲚᲐᲓ? მესტიის, კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტები მნივშენლოვნად მიიჩნევენ შემდეგი სახის ხელშემწყობი მექანიზმების არსებობას: y y y 7. სუბსიდიები მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; ფერმერულ მეურნეობებში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენების გადამუშავების და გამოყენების წამახალისებელი მექანიზმების შექმნა; მოსახლეობის საგანმანათლებლო პროგრამების და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების განხორციელება; ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲔᲤᲔᲥᲢᲘᲐᲜᲐᲓ ᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲠᲒᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲘᲗ? არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ არსებული ინსტიტუციუ რი მოწყობით სოფლის მეურნეობის დარგში დეკარბონიზაციის პროცესი ეფექტიანად ვერ ხორციელდება. 32 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 8. ᲡᲝᲤᲚᲘᲡ ᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲓᲐᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲔᲑᲘ ᲥᲛᲜᲘᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲛ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲛᲝᲤᲮᲕᲠᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ? საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნივშენლოვნად მიიჩნევს შემდეგ გამოწვევებს: y y y y სასუქების, მათ შორის ორგანული სასუქების, ზედაპირული შეტანა და ნიადაგის ზედაპირზე ხანგრძლივი დაყოვნება; მეცხოველეობის ფერმებში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენების არასწორი მართვა; სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ღია წესით დაწვა, განსაკუთრებით სახნავ-სათესი ფართობების გადაწვა მოსავლის აღების შემდ გომ. ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის პრობლემას წარმოად გენს აღნიშნულ ქვესექტორებში გამართული ხედვის და საკანონმ დებლო დონეზე რეგულაციების არ არსებობა. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ არსებული ინსტიტუციუ რი მოწყობით სოფლის მეურნეობის დარგში დეკარბონიზაციის პროცესი ეფექტიანად ვერ ხორციელდება. y მეცხოველეობის ფერმებისა და საძოვრების სწორი მართვა; y სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში განვითარებული ეროზიული პროცესების კვლევა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; y სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან საკვები ელემენტებისა და სხვადასხვა მავნე ნივთიერებების წყლის ობიექტებში მოხვედრის აღსაკვეთად საკანონმდებლო რეგულაციებისა და მათი ეფექტური აღსრულების ღონისძიებების შემოღება. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 33 მრეწველობის სექტორი: 1. ᲛᲠᲔᲬᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲠᲝᲛᲔᲚ ᲓᲐᲠᲒᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲝᲤᲓᲘᲗ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲝᲢᲔᲜᲪᲘᲐᲚᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲖᲠᲘᲡᲘᲗ? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით, დეკარბონიზაციის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი პოტენციალი გააჩნია მძიმე მრეწველობის ისეთ ქვედარგებს, როგორიცაა: ცემენტის წარმოება, ფეროშენადნობების წარმოება, ამიაკის წარმოება, აზოტის მჟავის წარმოება და ფოლადისა და რკინის წარმოება. იდენტური მოსაზრება გააჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის მიხედვითაც დეკარბონიზაციის პოტენციალით მრეწველობის შემდეგი ქვედარგებია გამორჩეული: მეტალურგია (მ.შ. ფოლადის) წარმოება, ცემენტის წარმოება და სასუქის (მ.შ. აზოტოვანი სასუქების) წარმოება. ფოთის მუნიციპალიტეტის მოსაზრებით, დეკარბონიზაციის კუთხით, თავის პოტენციალით გამოირჩევა მეტალურგიული საწარმოები. ასევე ნახშირზე, ნავთობის საწვავზე და საქვაბე მეურნეობებზე მომუშავე საწარმოები. 2. ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲡ ᲛᲠᲔᲬᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲔᲑᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲡ? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით საქარ თველოს მრეწველობის სექტორში არსებული კანონმდებლობა და განვითარე ბის სტრატეგიები არ ითვალისწინებს დეკარბონიზაციის საკითხებს. თუმცა მრეწველობის განვითარების სტრატეგიები (მაგ., საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, რომლის პრიორიტეტებია ასევე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა) ირიბად ეხმიანება დეკარბონიზაციის გამოწვევებს. ასევე, სამინისტრო თვლის, რომ სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის მიღება და ამოქმედება მნიშვნელოვან დადებით როლს შეასრულებს დეკარბონიზაციის თვალსაზრისით. კერძოდ, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის თავში მოიცავს ემისიების შემცირებას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. 34 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 3. ᲠᲝᲛᲔᲚ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲠᲘᲕ ᲐᲥᲢᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲝᲤᲓᲘᲗ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲘᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲡ ᲛᲠᲔᲬᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით მრეწველობის სექტორში არცერთი არსებული პოლიტიკის დოკუმენტი არ არის პირდაპირ დაკავშირებული დეკარბონიზაციის საკითხებთან. ამასთან მნიშვნე ლოვანია აღნიშნოს, რომ სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დანერგვას, ხელს შეუწყობს სამრეწველო სექტორის დეკარბონიზაციის პროცესს. გარემოს დაცვის სამინისტროს იდენტური მოსაზრება გააჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის მიხედვითაც მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს არც ერთი სამართლებრივი აქტი არ უკავშირდება დეკარბონიზაციის საკითხებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტებზე, რომლებიც უშუალო კავშირშია დეკარბონიზაციის პროცესთან. ამგვარი დოკუმენტებია: y y სახელწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა (NECP) - ამჟამად შემუშავების ეტაპზე. მიმდინარებს დოკუმენტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესი. მწვანე ზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა (შესამუშავებელია). 4. ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲮᲔᲚᲨᲔᲛᲬᲧᲝᲑᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ ᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲛᲠᲔᲬᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲠᲒᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲡᲐᲭᲔᲠᲐᲓ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲝᲑᲔᲜ ᲐᲡᲔᲕᲔ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲔᲚᲔᲛᲔᲜᲢᲔᲑᲡ? მრეწველობის სექტორში მიმდინარე პროგრამებიდან დეკარბონიზაციის ჭრილში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემდეგ პროგრამებს გამოყოფს: y აზოტმჟავას კლიმატის სამოქმედო ჯგუფი (NACAG). აღნიშნული პროგრამა გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა, გლობალური პროგრამაა და მიზნად ისახავს აზოტმჟავის წარმოების სექტორის გრძელვადიან ტრანსფორმაციას. საქართველოში პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და მის პარტნიორად შერჩეულია რუსთავის აზოტის ქარხანა. პროექტის ფარგლებში მოაზრებულია აზოტმჟავას მწარმოე- ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 35 ბელი “რუსთავის აზოტის” აღჭურვა კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის მშთანთქმელი ტექნოლოგიით. y ამას გარდა ქვეყანაში მიმდინარეობს პროგრამა “ბიზნეს უნივერსალი”, რომელსაც ახორციელებს სსიპ “აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი მიზანია სამრეწველო საწარმოების გადაიარაღების ხელშეწყობა, რაც უშუალო კავშირშია დეკარბონიზაციის პროცესთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრებით, დეკარბონიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე პროგრამებიდან აღსანიშნავია: y y საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია უზრუნველყოფს იმის განსაზღვრას, თუ რა ტიპის ინვესტიციები/სესხი კლასიფიცირდება როგორც „მდგრადი“, რაც ბაზრის მონაწილეებს ეხმა რება თავიანთი საქმიანობა მდგრად განვითარებასთან თანხვედრაში მოიყვანონ. ამავდროულად საერთაშორისო განმარტებებთან თავსებადი ტაქსონომია თავის მხრივ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინე ბას უწყობს ხელს. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია მოიცავს მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებს. რომელთაგან დეკარბონიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მწვანე ტაქსონომია, რომელიც ხელს უწყობს პარიზის შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად კაპიტალის მწვანე, მდგრადი და დაბალი ემისიის მქონე ინვესტიციებისკენ წარმართვას, მდგრადი ფინანსური ნაკადების აღრი ცხვას, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია მათ გასაზომად და შესაბამისი წამახალისებელი პოლიტიკის განსახორციელებლად. მწვანე ტაქსონომია გულისხმობს ერთი მხრივ, ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას, ხოლო მეორე მხრივ, ფინანსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვას, რომელთაც დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტები აქვთ. ტაქსონომია ძირითადად მორგებულია ისეთი ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებებს, როგორებიცაა კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციე ბი, რომლებიც შეძლებენ ხელმისაწვდომი გრძელვადიანი დაფინანსების მობილიზებას ისეთი საწარმოებისთვის, რომელთა აქტივობებიც ტაქსონომიის საფუძველზე კლასიფიცირებული იქნება, როგორც მწვანე ეკონომიკური აქტივობა. აღსანიშნავია ასევე EU4Environment პროგრამის ფარგლებში ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელთა მიზანია ქართული კომპანიებისთვის მწვანე ეკონომიკის, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი და განახლებადი ინფორმაციის მიწოდება. 36 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბები (Resource Efficient and Clean Production (RECP) Clubs) საქართველოს მასშტაბით, რომელიც აერთიანებს ქართუ ლი კომპანიების წარმომადგენლებს და ხელს უწყობს მათი მწვანე წარ მოების შესახებ ცოდნის გაზრდასა და საჭირო უნარების განვითარებას. 5. ᲠᲐ ᲮᲔᲚᲘᲡᲨᲔᲛᲨᲚᲔᲚᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲛᲠᲔᲬᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲢᲐᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრებით, ხელისშემშლელი ფაქტორებიდან უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს შესაბამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. გრძელვადიანი ფინანსური რესურსების დაბალი ხელმისაწვდომობა ხელს უშლის მეწარმეებს განახორ ციელონ ინვესტიციები რესურსეფექტურ ტექნოლოგიებში და განავითარონ „მწვანე“ ბიზნესი. არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში „მწვანე“ ფინანსების ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდულია. კომერციული ბანკები ძირითადად იყენებენ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამო ყოფილ „მწვანე ფინანსებს“. ამ ფინანსური რესურსების ძირითადი ნაწილი მიმართულია განახლებადი ენერგიის (ჰიდროელექტროსადგურების, ქარის სადგურების) პროექტების დაფინანსებაზე და ძირითადად მიემართება მსხვილ კომპანიებისა და პროექტებისკენ. ამავდროულად, საშუალო და მცირე კომპანიებისთვის შეთავაზებული სესხის მოცულობა მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, როგორც წესი ძალიან დიდია. შესაბამისად მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენს ამ ტიპის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ფინანსების პარალელურად, მნიშვნელოვან პრობლემას გამოწვევად რჩება ცნობიერების დაბალი დონე. მეწარმეებს შორის, როგორც წესი დაბალია ინფორმირებულობა, ცოდნა „მწვანე“ ეკონომიკის შესაძლებლობებისა და მისი პოტენციური სარგებლის შესახებ. მეწარმეების უმრავლესობას არ აქვს ინფორ მაცია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების, ეკო-ინოვაციური მიდგომების, ეკოლოგიური ღირებულებათა ჯაჭვის, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი თუნდაც მწირი მწვანე დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ამავდროულად დაბალია მათი ცოდნა საქართველოში უკვე დანერგილი გარემოს დაცვითი კანონმდებლობისა და პრაქტიკების შესახებ. ფინანსების ნაკლებობას, როგორც დეკარბონიზაციის უმთავრეს ხელისშემშ ლელ ფაქტორს განიხილავს ასევე კერძო სექტორიც. სს „რუსთავის აზოტის“ მოსაზრებით დეკარბონიზაციის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. შესაბამისად აუცილებელია შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 37 6. ᲠᲐ ᲢᲘᲞᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲛᲠᲔᲬᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ? დეკარბონიზაციის პროცესის ხელშეწყობა/გაძლიერების მიზნით, მრეწველობის დარგებში განსახორციელებელი პროექტების თვალსაზრისი საქარ თველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრები“-ის მოსაზრებით, მრეწველობის სექტორში დეკარბონიზაციის ხელშეწყობისთვის საწარმოებში სათბურის აირების ემისიების შემცირებას უზრუნველყოფს ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვა. ამისთვის სამრეწველო საწარმოებში სავალდებულო უნდა გახდეს ცალკე სამოქმედო გეგმის არსებობა კლიმატთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი სამენეჯმენტო სისტემისთვის. ორიგინალური მოსაზრება გააჩნია შპს ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემიას. ორგანიზაციის აზრით, იმისათვის, რომ არა-ეკომეგობრული ტრანსპორტი შეიცვალოს ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტით და ამავდროულად ეს ტრანზიციის პროცესი განხორციელდეს გარემოზე ზიანის მიყენების გარეშე, მიზანშეწონილია მეორადი აკუმულატორების გამოყენებით პერმანენტულად მზარდი სიმძლავრის ენერგიის სააკუმულაციო სადგურის შექმნა, რომელიც იმავდროულად, სწრაფად აღკვეთს მავნე ნივთიერებების ემისიას გარემოში. ენერგიის სააკუმულაციო-საუტილიზაციო სადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადებულია და წარდგენილია ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა5 და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან6 (ESCO). აკადემიის ინფორმაციით წინადადება მოწონებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვესტორის მოძიების პროცესი. კერძოს სექტორის მოსაზრება წარმოდგენილია სს. „რუსთავის აზოტით“. საწარ მო საკუთარი რეალობის გათვალისწინებით თვლის რომ შეიძლება განხი ლული იქნას CO2-ის შემცირების რამდენიმე ძირითადი მიმართულება: y y y y y წვაზე გამოყენებული ბუნებრივი აირის რაოდენობრივად შემცირება. გამოყოფილი CO2-ის უტილიზაცია. მწვანე და ცისფერი ამიაკის ტექნოლოგიის დანერგვა. ტექნოლოგიურ პროცესში გამოყოფილი N2O-ის შემცირება N2-ში გადაყ ვანით. ამიაკის პირველადი რიფორმინგის ღუმელის დაფარვა სპეციალური საფარით, რომელიც გვაძლევს ბუნებრივი აირის, შესაბამისად, გამონაბოლქვი CO2-ის 5-7%-ით შემცირების შესაძლებლობას. 5 https://gedf.com.ge/ 6 https://esco.ge/ 38 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ნარჩენების მართვის სექტორი: 1. ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲡ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲙᲝᲓᲔᲥᲡᲘ ᲓᲐ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲡ? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით ნარჩე ნების მართვის კოდექსი არ ითვალისწინებს დეკარბონიზაციის საკითხებს, თუმცა აღნიშნულ კოდექსში იდენტიფიცირებულ საკითხებს დადებითი გავ ლენა აქვთ ემისიების შემცირებასა და დეკარბონიზაციის პროცესზე. დამატებით, ტექნიკური რეგლამენტი “ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ”, რომელიც ადგენს ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და დახურვის შემდგომი პროცედურების ტექნიკურ წესებსა და ინსტრუქციებს, მოიცავს ემისიების მართვის საკითხებსაც. ამას გარდა, “მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი მოიცავს დეკარბონიზაციის ელემენ ტებს. 2. ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲮᲓᲔᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲡ ᲐᲡᲐᲮᲕᲐ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲡ ᲡᲐᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲨᲘ? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით ნარჩენების მართვის სფეროს საკანონმდებლო და მარეგულირებელ დოკუმენტებში დეკარბონიზაციის საკითხების ასახვა მნიშნელოვანი ნაბიჯია დეკარბონიზაციის პროცესში. ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების სტრატეგიის მიღებას, თუმცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციით მიზანშეწონილად ჩაითვალა ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის საკითხების ასახვა ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგია ში და სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, ქვეყნის ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია და 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის საკითხებს. კონკრეტულად მიზანი 12 ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების ჩამოყალიბებასა და დამუშავებას, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 39 რომლის აღსრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი ამოცანების განხორციელება - ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების პრაქტიკის დანერგვა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის ხელშეწყობა. თითოეული ამოცანისთვის მოცემულია კონკრეტული ქმედებები და განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები: სამინისტრო, მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორი. შპს ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემიის მოსაზრებით დეკარბონიზაციის საკითხების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია გამკაცრდეს კანონმდებლობა აკუმულატორების უკონტროლო ემისიაზე (იგულისხმება ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების აკუმულატორები). ასევე, მავნე ნივთიერებების იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადით მიღებული შემოსავლები მნიშვნე ლოვანია, რომ მოხმარდეს აკუმულატორების გადამამუშავებელი საწარმოს ფუნქციონირებას და ამავდროულად მავნე ნივთიერებების ჩამბარებელი კომპანიების ფინანსურ წახალისებას. 3. ᲠᲐ ᲮᲔᲚᲘᲡᲨᲔᲛᲨᲚᲔᲚᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲢᲐᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ? საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსაზრებით ნარჩენების მართვის სექტორში, დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით არსებული ხელისშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: y y y y y y y y სუსტი რეციკლირების ბაზარი; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის ამოქმედების დაყოვნება; წყაროზე ნარჩენების განცალკევებული შეგროვების სისტემის არარსებობა; ძველი ნაგავსაყრელების ფუნქციონირება; მაღალი საინვესტიციო და საოპერაციო დანახარჯები; ადგილობრივ დონეზე მაღალი ტექნოლოგიების ნარჩენების მართვის მიმდინარე პროექტებში ინტეგრირებისთვის შესაბამისი გამოცდილების მქონე საექსპერტო პოტენციალის ნაკლებობა; ცნობიერების დონე საზოგადოებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა წარმოადგენს ინტენსიურ და კომპლექსურ პროცესს, რომელიც მოითხოვს კვლევების ჩატარებას. ამჟამად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი ქალაქებისა და დაბებისთვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირების პროცესი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის 40 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ფინანსური მხარდაჭერით. ჩამდინარე წყლების თითოეული გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის მზადდება შესაბამისი გეგმა-გრაფიკი. მოცემულ ეტაპზე, გამოცხადებულია ტენდერები საკონსულტაციო და სამშენებლო კომპანიების შესყიდვის კუთხით, აღნიშნული პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად. შესაბამისი უწყებების მიერ კეთდება მაქსიმუმი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო პროცესის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად განხორციელებისთვის. ხელისშემშლელ გარემოებებზე ასევე საუბრობენ მუნიციპალიტეტები. ამ მხრივ აღსანიშნავია შემდეგი ძირითადი საკითხები: y y y y არალეგალური ნაგავსაყრელების არსებობა. ფინანსური რესურსების ნაკლებობა. ბიზნესის მხრიდან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ნაკლებობა. კვალიფიციური კადრების და პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა. არასამთავრობო სექტორი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების მოსაზრებით არის წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ძირითადი ხელისშემშლელი გარემოებებია: y y y y y ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ინდიკატორების შეუსრულებლობა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი (20018-2022)წ.წ გეგმების არაეფექტურობა და ახალი (2023-2027)წ.წ. მუნიციპალური გეგმების შესამუშავებლად მოსამზადებელი სამუშაოების დაგვიანება. ძველი ნაგავსაყრელების დახურვისა და ნარჩენების რეგიონული განთავსების ობიექტების მშენებლობების გაჭიანურება. ქალაქებსა და დაბებში ფორმირებული ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდა - გაუვნებლობის კომპლექსების მშენებლობების გაჭიანურება. სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში საოჯახო მეურნეობებიდან ფორმირებული სამეურნეო - საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ლოკალურ დონეზე გაწმენდისა და გაუვნებლობის ღონისძიებების არ არსებობა. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 41 4. ᲡᲐᲗᲐᲜᲐᲓᲝᲓ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲣᲠᲘ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲒᲔᲒᲛᲔᲑᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ (ᲐᲜ ᲘᲛ ᲛᲔᲗᲝᲓᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲛ ᲒᲔᲒᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲡᲐᲛᲖᲐᲓᲔᲑᲚᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ)? ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲘᲡᲐᲮᲝᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲒᲔᲒᲛᲔᲑᲨᲘ (ᲛᲔᲗᲝᲓᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲨᲘ)? მუნიციპალურ გეგმებში დეკარბონიზაციის საკითხების ასახვასთან დაკავშირებით მოსაზრებები ძირითადად მუნიციპალიტეტებიდან იქნა მოწოდებული. ამ კუთხით შემდეგი ძირითადი მოსაზრებები იქნა წარმოდგენილი: y y y y მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებში ამ ეტაპზე არ არის შესაბამისი ჩანაწერი, თუმცა შემდეგი გეგმის მომზადების პროცესში, დეკარბონიზაციის საკითხები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული (გორის, დუშეთის, თელავის, თერჯოლის, ლაგოდეხის, ყაზბეგი, ხონის მუნიციპალიტეტი). მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში ამ ეტაპზე, უშუალოდ დეკარბონიზაციის საკითხი გაწერილი არ არის, თუმ ცა ყველა ქმედება რომელიც მიმართული იყო გეგმის მოქმედების პერიოდში ემისიების პროცენტული (%) წილის შემცირებაზე (არალეგალური ნაგავსაყრელების და დაბინძურებული ტერიტორიების შემცირება), შეიძლება ჩაითვალოს როგორც რეალურ ნაბიჯი დეკარბონიზაციისაკენ (მცხეთის მუნიციპალიტეტი). მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებში ნაწი ლობრივ არის ასახული დეკარბონიზაციის საკითხი, რამდენადაც გეგმები ითვალისწინებს ნარჩენების განცალკევების დანერგვას (ნინო წმინდის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). ნარჩენების მართვის გეგმაში, მუნიციპალური კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში გათვალისწინებულია დეკარბონიზაციის საკითხები. კერძოდ ადგილობრივი გეგმები ითვალისწინებს სტიქიური ნაგავსაყრელების აღმოფხვრას; ასევე ნარჩენების განცალკევებული შეგროვების და კომპოსტირების პრაქტიკების დანერგვას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. (ზესტაფონის, სენაკის, ქედის, ჭიათურის მუნიციპალიტეტი). 42 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 5. ᲠᲐ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐᲡ ᲛᲝᲐᲮᲓᲔᲜᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲣᲚᲘ ᲜᲐᲒᲐᲕᲡᲐᲧᲠᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲐ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲖᲔ? საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით, რეგიონალური ნაგავსაყრელების “მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით მოწყობა, განაპირობებს სათბური აირების (ძირითადად მეთანის) გაფრქვევების შემცირებას ნარჩენების სექტორიდან, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნების მიღწევას. აქედან გამომდინარე, რეგიონული ნაგავსაყრელების გავლენა დეკარბონიზაციის პროცესზე იქნება დადებითი, ვინაიდან რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობისას გათვალისწინებული იქნება მასზე წარმოშობილი სათბურის აირის (მეთანი) შეგროვება და ჯერ ჩირაღდნული წვა, ხოლო შემდგომ - ამოღება, რაც ასევე ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას. იდენტურ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამინისტროს აზრით: y y y რეგიონული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა გულისხმობს არსებული გარემოსდაცვითი მდგომარეობის რადიკალურ გაუმჯობესებას. არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებზე მიმდინარე ორგანული (ბიოგენური წარმოშობის) ფრაქციის ბიო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური გარდაქმნა იწვევს ბიოგაზის წარმოქმნას. მის შემადგენლობაშია თითქმის თანაბარი რაოდენობით მეთანი (CH4) და ნახშირორჟანგი (CO2). გაზშემკრები სისტემის დამონტაჟება და ბიოგაზის ჩირაღდანზე წვა და/ან ენერგიის აღდგენა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია თანა მედროვე ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების მიდგომების დანერგვის მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ნახშირორჟანგ თან შედარებით 25-ჯერ ძლიერი სათბურის ეფექტის მქონე მეთანის აირის ნახშირორჟანგად გარდაქმნას და/ან მისგან განახლებადი ენერ გიის მიღებას. რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მოწ ყობა და ოპერირება, აგრეთვე, გულისხმობს ძველი ნაგავსაყრელების დახურვას, ნაგავსაყრელების დახურვით გამოწვეული ემისიების ეტაპობრივი შეწყვეტა, კი, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების პროექტირების ფაზაზე გათვალისწინებულია ტერიტორიის პერიმეტ რის გამწვანებაც, რაც ასევე დეკარბონიზაციის ერთ-ერთ ხელშემწყობ ღონისძიებად მიიჩნევა. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 43 6. ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲣᲬᲧᲝᲑᲡ ᲮᲔᲚᲡ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐᲡ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲓᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲐ (ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲔᲑᲘ / ᲪᲔᲜᲢᲠ. ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲣᲬᲧᲔᲑᲔᲑᲘ)? საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით, ნარჩენების მართვის სფეროში პასუხისმგებლობების არსებული განაწილება დეკარბონიზაციის პროცესს უწყობს ხელს. ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია და 2022-2026 წლების ეროვნული სამოქ მედო გეგმა ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის საკით ხებს. გეგმაში იდენტიფიცირებული თითოეული ამოცანისთვის მოცემულია კონკრეტული ქმედებები და განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები: სამი ნისტრო, მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორი. მოქმედი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, (რომლის შემადგენლობაში ≈ 45% ბიოდეგრადირებადი ნარჩენები შეადგენს) მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ხოლო ნაგავსაყრელების მოწ ყობა და ოპერირება გადანაწილებულია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, თბილისის მუნიციპალიტეტსა და აჭარის მთავრობას შორის. იდენტური მოსაზრება აქვს საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის არსებული გადანაწილება ხელს უწყობს ნარჩენების მართვის სფეროში დეკარბონიზაციის პროცესის განხორციელებას. მუნიციპალიტეტების უმრავლესობის მოსაზრებითაც პასუხისმგებლობების არსებული გადანაწილება ხელს უწყობს დეკარბონიზაციის პროცესის განხორ ციელებას ნარჩენების მართვის სფეროში (გამონაკლისს წარმოადგენ მცხეთის მუნიციპალიტეტი, რომელიც საუბრობს იმაზე რომ პასუხისმგებლობების არსებული განაწილება არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს დეკარბონიზაციის პროცესისათვის). 44 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 7. ᲠᲐ ᲢᲘᲞᲘᲡ ᲡᲐᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲝ ᲓᲐ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ? აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები) მოსაზრებით, დეკარბონიზაციას ხელს შეუწყობს პროექტები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება: y y y y y აირშემკრები სისტემების დამონტაჟება, ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური წმენდა და არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა. რეციკლირების პროცესის წახალისება, რასაც საფუძვლად უნდა დაე დოს განცალკევების დანერგვა ნარჩენების შეგროვების დროს. შესა ბამისად მნიშვნელოვანია ნარჩენების განცალკევების და შეგროვება-ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის არსებობა, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით. ნარჩენების რეციკლირების ბაზრის გასაძლიერებლად (მაგ: ორგანული ფრაქციის კომპოსტირების, ანაერობული გადამუშავების, ბიომასის სტაბილიზაციის, გამოშრობის და ალტერნატიულ საწვავად გამოყენების ტექნოლოგიების დანერგვა, შუშის, პლასტიკის, ქაღალდის/მუყაოს, შავი და ფერადი მეტალის მეორადი გადამუშავება), ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის, კერძო და საჯარო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში. ნარჩენების კომპოსტირების ხელშეწყობა. განახლებად ენერგიაზე (მზის პანელები, ქარის ტურბინები) მომუშავე აგრეგატების დანერგვა. ასევე, ბიოგაზის ტექნოლოგების განვითარება მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში. ინოვაციური მოსაზრება წარმოადგინა მესამე სექტორმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“-ის სახით. ორგანიზაციის მოსაზრებით კოლხეთის დაბლობის ბიოლოგიური მასალებით შესაძლებელია „პოლიურეთანის“ თბოსაიზოლაციო მასალების ჩანაცვლება, პლასტიკის ნარჩენების შემცირება და ამით წვლილის შეტანა ცირკულარულ ეკონომიკასა და დეკარბონიზაციაში. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 45 4. ᲖᲔᲞᲘᲠᲘ ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲔᲑᲘ წერილობით მოწოდებული დასაბუთებული მოსაზრებების შესწავლის შემდეგ, გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა მოსაზრების წარმომდგენ დაინტერესებულ პირებსა და იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედის თემატური მოკვლევის საგანი. ზეპირ მოსმენებში მონაწილეობდნენ: Ô მაია ბითაძე Ô დავით სონღულაშვილი Ô ხატია წილოსანი Ô გიორგი ცაგარეიშვილი Ô სალომე ქურასბედიანი Ô თეონა აქუბარდია ზეპირი მოსმენების შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge) ქვეყნ დებოდა ინფორმაცია. ᲖᲔᲞᲘᲠᲘ ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲘ 11 ნოემბერი, 2022 წელი | 12:00 – 14:00 N ორგანიზაცია/კერძო პირი 1 შპს „ქუთაისი ტექნოლოგიური აკადემია“ წარმომადგენელი 2 ა(ა)იპ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველო“ ნინო ჩხობაძე 3 დამოუკიდებელი ექსპერტი მედეა ინაიშვილი 4 „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ გიორგი აბულაშვილი 5 სს,,რუსთავის აზოტი’’ ლევან ბურდილაძე ამირან აფციაური აკაკი ფანჩულიძე 46 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 20 დეკემბერი, 2022 წელი | 13:00 – 15:00 N ორგანიზაცია/კერძო პირი 1 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მი ნინო თანდილაშვილი ნისტრის მოადგილე 2 წარმომადგენელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქმზია გიორგობიანი ტურის მინისტრის მოადგილე 3 გარემოსა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის ხელმნინო თხილავა ძღვანელი 4 ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 5 ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების პოლიტიმარგალიტა არაბიძე კისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი 6 ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ომარ წერეთელი მოადგილე 7 ტრანსპორტის და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის კობა მეტრეველი დეპარტამენტი 8 თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო ქეთევან კანდელაკიშვილი სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე 9 ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავით ჯაიანი უფროსის მოადგილე 10 ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტუ ირაკლი შალამბერიძე რის სამსახურის სპეციალისტი 11 ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის თამარ ჯიქია სამსახურის სპეციალისტი 12 სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე 13 სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, თავმჯდომარის კახი დემეტრაშვილი მოადგილე 14 სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, თავმჯდომარის ზაზა ნანობაშვილი მოადგილე ნინო ლაცაბიძე ლევან რაზმაძე 47 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ 5. ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ სექტორი გამოწვევა რეკომენდაცია სექტორთა შორისი არ ხდება დეკარბონიზაციის საკით ხის სათანადო პრიორიტეტიზაცია როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. 1. შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით შემუშავ დეს კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს კლიმა ტის ცვლილებასთან დაკავშირე ბული საკითხების მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, რაც უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილების გამოწვევების საპასუხოდ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ინტერსექტორულ და ინტერმუნიციპალურ დონეზე. არასაკმარისია კოორდინაცია კლიმა ტის შესახებ სტრატეგიული დოკუმენ ტების მომზადების პროცესში. პასუხისმგებელი უწყება განხორციელების პერიოდი საქართველოს პარლამენ 2024-2025 ტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 48 კლიმატის ცვლილების საკითხებზე სამთავრობო უწყებებს შორის მაღა ლი დონის კოორდინაციის ნაკლებობაა მიუხედავად კლიმატის ცვლილების საბჭოს არსებობისა. ინტერსექტორული და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა დეკარბო ნიზაციის კუთხით სამწუხაროდ არ არსებობს ან თუ არის - ძალიან სუსტია. სუფთა, განახლებადი, ენერგოეფექ ტური და მდგრადი ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე და ტექნიკური პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია და უნარები. კლიმატის ცვლილების მიმართულებით და უფრო კონკრეტულად დეკარბონიზაციის შესახებ სამეცნიე რო კვლევების სიმწირე. 2. ერთობლივი კოორდინაციით ხელი შეეწყოს საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი პროგრამების შექმნას. კერძოდ, უნივერსიტეტების გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მოდულებში ინტეგრირდეს კლიმატის ცვლილების საგანი, რომელიც კომპლექსურად დაფარავს როგორც შერბილების, ისე ადაპტაციის საკითხებს. ასევე რეკომენდირებულია მომზადდეს სასერტიფიკაციო პროგრამები გარემოსდაცვითი მმართველის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის. პროგრამების შემუშავების ეტაპზე განხორციელდეს აქტიური საინფორმაციო კამპანია ახალგაზრდებში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. გარემოს დაცვის და სოფლის 2024-2027 მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი 49 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ კლიმატის ცვლილების (დეკარბონიზაციის), როგორც ინტერსექტორული საკითხის არასათანადო ინსტიტუციონალიზაცია ცენტრალურ დონეზე და მისი არარსებობა მუნიციპალურ დონეზე. მუნიციპალურ დონეზე სათბურის აირების ინვენტარიზაციის სირთულე, რაც გამოწვეულია კვალიფიციური სპეციალისტების და საჭირო მონაცემების არარსებობით. ენერგიის წარმოება შეშის არამდგრადი გამოყენება და ტრანსპორტირება ტრანსპორტი კერძო მსუბუქი ავტომობილების მზარდი რაოდენობა და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების დიდი წილი ავტოპარკში. სრულად ვერ ხდება ავტოპარკის ტექდათვალიერება. 3. უწყებათა ერთობლივი კოორდინაციით, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მუნიციპალურ დონეზე დაიწყოს მუშაობა კლიმატის ცვლილების შესახებ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად შემუშავდეს ტრენინგ მოდულები, მათი თემატური და ტექნიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოს პარლამენ 2024-2027 ტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 4. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნ ველყოს შეშის არამდგრადი გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესება, დროულად და ეფექტიანად დანერგოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული მდგრადი პრაქტიკები. ხელი შეუწყოს ბიომასის როგორც ენერგორესურსის განვითარებას. გარემოს დაცვის და სოფლის 2025-2026 მეურნეობის სამინისტრო 5. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (შსს) კოორდინაციით ხელი შეუწ ყოს ტექდათვალიერების სისტემის გაუმჯობესებას და უზრუნველ ყოს არსებული რეგულაციების ეფექტური აღსრულება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები ეკონომიკისა და მდგრადი 2024-2027 განვითარების სამინისტრო შსს ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 50 შენობები დაბალი კვალიფიკაციის პერსონალი სამშენებლო სექტორში, ნებართვების გამცემ-საზედამხედველო ინსტიტუციებში. 6. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ხელი შეუწყონ ერთობლივად სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობაზე მიმართული პროფესიული პროგრამების განვითარებას. ეკონომიკის და მდგრადი 2024-2027 განვითარების სამინისტრო, განათლების და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე 7. ეკონომიკისა და მდგრადი ნორმების არ ქონა, ან მათი მიღების განვითარების სამინისტრომ შევადებში გაჭიანურება. ნობა-ნაგებობის მიმართ ინსო ლაციის მინიმალური მოთხოვ ნების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშაოს. ეკონომიკისა და მდგრადი 2023-2024 განვითარების სამინისტრო7 კვალიფიციური პერსონალის შრომის ბაზარზე წარმოჩენის არაეფექტური სისტემა. სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების 8. გარემოს დაცვის და სოფლის ღია წესით დაწვა და სახნავ-სათესი მეურნეობის სამინისტრომ უზრუნფართობების გადაწვის პრაქტიკა. ველყოს ნარჩენების ღია წესით დაწვის აკრძალვასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით მოთხოვნებზე კონტროლის გამკაცრება. გარემოს დაცვის და სოფლის 2024-2027 მეურნეობის სამინისტრო 7 საქართველოს მთავრობის დადგენილება №354 „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ უკვე დამტკიცდა და ძალაშია. 51 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ მეცხოველეობის სექტორიდან სათბურის აირების გაფრქვევების ზრდა; ფერმებში წარმოქმნილი მყარი და თხევადი ორგანული ნარჩენებიდან მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურება მრეწველობა 9. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნ ველყოს მეცხოველეობის ფერ მებში წარმოქმნილი მყარი, აირადი (მაგალითად, მეთანი ან ამიაკი) და თხევადი ორგანული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შექმნა და ფერმერულ მეურნეობებში ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა. გარემოს დაცვის და სოფლის 2026-2028 მეურნეობის სამინისტრო ნიადაგის დეგრადაცია, მათ შორის 10. გარემოს დაცვის და სოფლის ნიადაგის ეროზიის შედეგად; მეურნეობის სამინისტრომ უზრუნ ველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ნიადაგის დეგრადაციისა და მათ შორის ეროზიული პროცესების კვლევის ხელშეწყობა. ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხელშემწყობი მექანიზმების შექმნა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა, მათ შორის ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიების გავრცელებების ხელშეწყობა. გარემოს დაცვის და სოფლის 2023-2024 მეურნეობის სამინისტრო მრეწველობის სექტორში არცერთი არსებული პოლიტიკის დოკუმენტი არ არის პირდაპირ დაკავშირებული დეკარბონიზაციის საკითხებთან. ეკონომიკის და მდგრადი გა- 2024-2025 ნვითარების სამინისტრო მრეწველობის სექტორში არსებული კანონმდებლობა და განვითარების სტრატეგიები არ ითვალისწინებს დეკარბონიზაციის საკითხებს. 11. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ მწვანე ზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. გარემოს დაცვისა და სოფ ლის მეურნეობის სამინისტრო ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ | 52 გრძელვადიანი ფინანსური რესურსების დაბალი ხელმისაწვდომობა, რაც ხელს უშლის მეწარმეებს განახორციელონ ინვესტიციები რესურსეფექტურ ტექნოლოგიებში, მოახდინონ წარმოების გადაიარაღება და განავითარონ „მწვანე“ ბიზნესი. ნარჩენების მართვა (არსებული „მწვანე ფინანსები“ როგორც წესი ძალიან დიდია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. შესაბამისად განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორია ფინანსებზე ხელმისაწვ დომობის კუთხით არიან მცირე და საშუალო ზომის საწარმოები). სტიქიური და არაორგანიზებული ნაგავსაყრელების არსებობით განპი რობებული გარემოს დაბინძურება. 12. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვი თარების სამინისტრომ ხელი შეუწყოს მასტიმულირებელი პროგრამების შემუშავებას სამრეწველო სექტორში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. 13. მუნიციპალიტეტებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით განაახლონ მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის გეგმები. აგრეთვე მუნიციპალინარჩენების მართვის მოძველებუ- ტეტებმა უზრუნველყონ სტიქიუ ლია ტექნოლოგიების გამოყენება რი ნაგავსაყრელების დახურვა / - ნარჩენების შეგროვების სისტემის რემედიცია (ნარჩენების მართვის გაუმართაობა (არ ხდება განცალკევე ეროვნული სამოქმედო გეგმის ბული შეგროვება), აირშემკრები შესაბამისად). სისტემების სიმცირე. გარემოს დაცვის და სოფლის 2024 - 2028 მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტები გარემოს დაცვისა და სოფ ლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წლის IV კვარ ტალი. 53 | ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა არ ითვალისწინებს დეკარბონიზაციის საკითხებს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების არაეფექტურობა. 14. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მხარ დაჭერით მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით მხარდაჭერილი დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარების გათვალისწინება ადგილობრივი ნარჩენების მართვის გეგმებში. კერძოდ, განცალკევებული შეგროვების პრაქტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა განხორციელდეს კლიმატის მიზნებზე ორინეტირების გზით. გარემოს დაცვის და სოფლის 2024 - 2026 მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲓᲔᲙᲐᲠᲑᲝᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ