საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაგული გოგოლიძის მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ (№1-9685/24; 12.09.2024) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.10.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-13788/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13788/24 08-10-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაგული გოგოლიძის მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით (№1- 9685/24; 12.09.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მაგული გოგოლაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით. პეტიციაში ყურადღება გამახვილებულია, საქართველოში პიროტექნიკის შემოტანა/გაყიდვის და მათი უსაფრთხოდ გამოყენების მომწესრიგებელი რეგულაციების დანერგვაზე. ავტორები გვთავაზობენ შემუშავებულ იქნას ისეთი კომპლექსური მიდგომები, რომელიც დააბალანსებს როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესის ინტერესებს. მათი მოსაზრებით რეგულაციები მეტად უნდა იქნეს გამკაცრებული. კერძოდ: შეიზღუდოს აღნიშნული პროდუქციის ყველგან განთავსება და მათ სარეალიზაციოდ გამოიყოს სპეციალური სივრცეები მაღაზიებში; სრულად აიკრძალოს სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება; აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება დღის საათებშიც, გარდა სადღესასწაულო ოფიციალური ღონისძიებებისა; მკაცრად გაკონტროლდეს ქვეყანაში შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეტიცია გადაეგზავნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge