საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ჰონგ კონგში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილების 2024 წლის 30 სექტემბრიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2024
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-10440/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
32152-01-2-202410071517 № 01/32152 07/10/2024 საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 სექტემბრიდან ძალაშია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისათვის ჰონგ კონგში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს ორდინალურ, დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან და შეუძლიათ იმყოფებოდნენ უვიზოდ ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში. დანართი: 1 (ერთი) გვერდი პატივისცემით, გიორგი ტაბატაძე დეპარტამენტის დირექტორი საკონსულო დეპარტამენტი