საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 4-5 ნოემბერს ქალაქ ათენში (საბერძნეთი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საბერძნეთის პარლამენტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ - „სპორტში უსაფრთხოების, ინტეგრირების, თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობა“ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
წერილი
2-14699/24
07-11-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 4-5 ნოემბერს მონაწილეობა მივიღე ქალაქ ათენში
(საბერძნეთი)
ევროპის
პარლამენტის
მიერ
საბჭოს
საპარლამენტო
ერთობლივად
ასამბლეისა
ორგანიზებულ
და
საბერძნეთის
კონფერენციაში
„სპორტში
უსაფრთხოების, ინტეგრირების, თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობა“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 01 (ერთი) ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის,
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის
მივლინების ანგარიში
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 4-5 ნოემბერს მონაწილეობა მივიღე ქალაქ ათენში (საბერძნეთი)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საბერძნეთის პარლამენტის მიერ
ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაში „სპორტში უსაფრთხოების, ინტეგრირების,
თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობა“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტმა (ტეოდორუს რუსოპულოსი), ასამბლეის გენერალურმა მდივანმა (დესპინა
ჩაცივასილიოუ), ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ (ბიორნ ბერგე),
საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ (კონსტანტინე ტასოულასი), საბერძნეთის
განათლების, რელიგიისა და სპორტის მინისტრმა (იოანის ვროუტსისმა), 20-ზე მეტი ევროპის
ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული
ფედერაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენციის ფარგლებში დისკუსია შედგე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: 1. სპორტში
ძალადობისა და იძულების გამოვლენა; 2. ათლეტების კეთილდღეობისა და ღირსების დაცვა;
3. სპორტი სუფთა წესებით; 4. თანასწორობა და ჩართულობა სპორტულ აქტივობებში.
კონფერენციის ფარგლებში სპორტში კარგი მმართველობისა და ინტეგრირების ალიანსის
პრეზენტაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდნტმა განახორციელა.
კონფერენციის დროს შესაძლებლობა მომეცა გამემახვილებინა ყურადღება ისეთ
საკითხებზე, რაც უკავშირდება სპორტსმენების მიმართ ბულინგისა და ზიზღის კამპანიის
დაუშვებლობას. კონფერენციის ფარგლებში შედგა ფორმალური და არაფორმალური
კომუნიკაცია კოლეგებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიდან.
გივი მიქანაძე