საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შიდა მეთოდოლოგიური მითითებებისა და შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.11.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-11259/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412414949341 14.11.2024 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "შიდა მეთოდოლოგიური მითითებებისა და შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ" შინაარსი: საქართველოს პარლამენტის 1–5–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ, პილოტური გადაწყვეტილების ფარგლებში, "შიდა მეთოდოლოგიური მითითებებისა და შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება იმ პრაქტიკას, რაც აღმოცენდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური"–ს წიაღში. აღნიშნული პრაქტიკის თანახმად, დაწესებულების მიერ გადაწყვეტილებები მიიღება "შიდა მეთოდოლოგიური მითითებების"– ა და "შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებები"–ს საფუძველზე. ასევე, მათ მიერ ახლად დანერგილი რეფორმატორული პრაქტიკა მოიაზრებს მოკვლევის ჯგუფების სხდომების ოქმების არშედგენას, რაც ამარტივებს საჯარო მმართველობას და საჯარო მოხელეებს არ აკარგვინებს მათ სამუშაო დროს კანონმდებლობით მოთხოვნილი, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე აღნიშნულ დაწესებულებაში მორალურად მოძველებული, მოკვლევის ჯგუფების "სხდომის ოქმების" ჩაწერაზე და "სხდომის ოქმების" შედგენა–ხელმოწერაზე. ამით მნიშვნელოვნად იზოგება საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეთა დრო და მათი შრომა უფრო პროდუქტიული ხდება. ასევე, მოკვლევის ჯგუფის წევრებს უნდა მიეცეთ უფლება, რომ თავად მოახდინონ რეაგირება მათ მიერვე შედგენილ მოკვლევის საბოლოო ანგარიშებზე. ამ დუალიზმით: ერთი და იგივე პირი მოკვლევის ჯგუფშიც მოღვაწეობს, შემდეგ – ადგენს მოკვლევის ანგარიშს, საკუთარ თავს წარუდგენს განსახილველად და თავადვე დაამტკიცებს მას. აი, ასეთი გამარტივებული საჯარო მმართველობის მოდელი მუშაობს აღნიშნულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში და მათ მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გაზიარება საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ორგანოს თვითმმართველობის და თვითმყოფადობის დონის შემდგომ განვითარებას, მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას სამინისტროს ვერტიკალში, გაამარტივებს აუდიტორთა და ბუღალტერთა მიმართ დისციპლინური საქმეთას წარმოება–განხილვას, შემჭიდროვებულ ვადებში, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიზნების მიღწევას აღნიშნული ცალკე აღებული დაწესებულების დონეზე. უდავოა, რომ "შიდა მეთოდოლოგიური მითითებების"–ა და "შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებები"–ს საკანნმდებლო დონეზე ლეგალიზაცია, პილოტური პროექტის ფარგლებში, ანუ – თავდაპირველად მხოლოდ აღნიშნული დაწესებულების ფარგლებში, პილოტური პროექტის სახით, საშუალებას მისცემს აღნიშნულ დაწესებულებას, უკეთესად გაართვას თავი მის წინაშე დასმულ ამოცანებს, ვინაიდან "შიდა მეთოდოლოგიური მითითებების"–ა და "შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებები"–ს ერთპიროვნული მიღება–დამტკიცება, საჯარო კომპონენტის გამოყენების გარეშე, გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვეულებრივი, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ბოჭვის ფარგლებში "მეთოდოლოგიური მითითებების"–ა და "მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებები"–ს მიღება–გამოქვეყნების სავალდებულო პროცედურებისა. "შიდა მეთოდოლოგიური მითითებებს" და "შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებებს" ხომ არც სადმე გამოქვეყნება არ ესაჭიროებათ, მათ შექმნის აღნიშნული სამსახური და ყოველგვარი ფუჭი და მოძველებული საჯარო რეგისტრაცია–გამოქვეყნებების გარეშე გამოიყენებს მმართველობით დოკუმენტაციას: "შიდა მეთოდოლოგიური მითითებებს"–ა და "შიდა მეთოდოლოგიური გადაწყვეტილებებს". ზედმეტი საჯაროობა და მსგავსი რიტორიკული ტერმინები მხოლოდ აფერხებს საჯარო მმართველობას, ხელს უშლის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას, მოხელეთა უნარ–ჩვევების სრლფასოვნად გამოვლინებას, გაიზრდება დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ პირთა (ბუღალტრები და აუდიტორები) რაოდენობა, დაკისრებული ჯარიმებით გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლების მოცულობა, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, გამკაცრდება წესრიგი საჯარო წესრიგი პილოტური პროექტით გათვალისწინებულ საჯარო მმართველობის საპილოტე სივრცეში. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: