საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 18-19 ნოემბერს ქ.ჟენევაში (შვეიცარიის კონფედრაცია), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის ხელოვნური ინტელექტის ქვე-კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-15046/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
2-15046/24 20-11-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 18-19 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ.ჟენევაში (შვეიცარიის კონფედრაცია), სადაც მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის ხელოვნური ინტელექტის ქვე-კომიტეტის სხდომაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 01 (ერთი) ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ქ.ჟენევაში (შვეიცარიის კონფედერაცია) მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ მ/წ 18-19 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ.ჟენევაში (შვეიცარიის კონფედრაცია), სადაც მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის ხელოვნური ინტელექტის ქვე-კომიტეტის სხდომაში. ორდღიანი სხდომის დროს განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: 1. ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე; 2. გაეროს როლი ხელოვნური ინტელექტის მმართველობაზე; 3. ხელოვნური ინტელექტი, შეიარაღებული კონფლიქტები და უსაფრთხოება; 4. ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე; 5. ხელოვნური ინტელექტის მიერ პარლამენტის საჯარო დებატებსა და ზოგადად საქმიანობაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. აგრეთვე, 19 ნოემბერს მოეწყო ვიზიტი ჟენევაში მდებარე ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN), სადაც მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე შედგა საუბარი. აქტიურად ვიყავი ჩართული თითოეული საკითხის განხილვაში და მასთან დაკავშირებულ დებატებში. საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებული პოზიტიური გამოხმაურებები გაკეთდა, რადგან ჩვენი ქვეყანა იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყანათა შორისაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. პატივისცემით, გივი მიქანაძე