საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ალუდა ღუდუშაური, მოადგილე - სავალან მირზოევი) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 1
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
11/25/24, 9:03 PM
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
25 ნოემბერი 2024 15:00
2024 წლის 25 ნოემბერი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი;
2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების
შემუშავება;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3043?local=true
1/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N1
2024 წლის 25 ნოემბერი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილისა და მოადგილეების არჩევა.
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი
2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების შემუშავება.
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები - რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, სავალან
მირზოევი, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ბერაია, ნიკა ელისაშვილი.
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის
შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევასთან დაკავშირებით.
კომიტეტის თავმჯდომარემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა კომიტეტის
წევრის ალუდა ღუდუშაურის კანდიდატურა.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციამ „ქართული ოცნება“ კომიტეტის თავმჯდომარის
ერთი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა კომიტეტის წევრის სავალან მირზოევის
კანდიდატურა.
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო
პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის
თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურა არ წარუდგენია.
კომიტეტმა იმსჯელა წარმოდგენილი
მიზანშეწონილობის თაობაზე.
კანდიდატურების
შესაბამის
თანამდებობაზე
არჩევის
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7 წინააღმდეგი - 0, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია
კომიტეტის წევრი ალუდა ღუდუშაური.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ
აირჩია კომიტეტის წევრი სავალან მირზოევი.
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის
შესაბამისად კომიტეტის დებულების შემუშავებასთან დაკავშირებით.
კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტს წარუდგინა კომიტეტის დებულების პროექტი. დებულებით
განისაზღვრება კომიტეტის საქმიანობის
მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე
კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი პროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, მოიწონა კომიტეტის მიერ შემუშავებული
კომიტეტის დებულება.
სხდომის თავმჯდომარე:რატი იონათამიშვილი
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია